ქართველმა კარატისტებმა ისრაელში გამართულ IV საერთაშორისო თამაშებში არამხოლოდ მაყურებელი, პრესა და ტელევიზიაც აღაფრთოვანეს
10-14 მარტს, ისრაელის ქალაქ ეილათში არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში IV საერთაშორისო თამაშები გაიმართა, სადაც წარმატებისთვის 22 სახეობაში 10 ქვეყნის ათასზე მეტი ათლეტი იბრძოდა. საქართველო წარმოდგენილი იყო მხოლოდ კარატეთი - საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის 5 სპორტსმენით.

ჩვენებმა მაღალი ოსტატობით არა მარტო მაყურებელი აღაფრთოვანეს, არამედ პრესაც, ტელევიზიები კი ძირითადად ჩვენი დელეგაციით იწყებდნენ საინფორმაციო გამოშვებებს. 3 ოქრო და 2 ვერცხლი - ასეთია ქართველთა მონაგარი. ნიკა მამაგულაშვილი (+ 63) 14-15 წლიანებში; გიორგი ჯიქია (-68) 16-17 წლიანებში და ჰენრი ვეკუა (-68კგ) + 18 წლიანებში ოქროს მედალოსნები გახდნენ. ვერცხლი მოიპოვეს შოთა გორელაშვილმა (-68) 16-17 წლიანებში და დავით ტყებუჩავამ (-60კგ) + 18 წლიანებში.

ქართული დიასპორის მხარდაჭერამ და ქართული დელეგაციისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა ოფიციალური შეხვედრები ისრაელის სპორტის მინისტრთან, ქალბატონ ლიმორ ლივანთან, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარესთან, აგრეთვე ვენეციის სპორტის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან და არაოლიმპიური სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტთან.

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია შეხვედრებზე წარდგენილი იყო საქართველოს სპორტის მინისტრის მრჩეველის რანგში. შეთანხმება შედგა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნების სპორტის მინისტრების შეხვედრის მომზადებისა და სპორტის დაინტერესებული სახეობების ფედერაციების ერთმანეთში ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ვინგეტის ინსტიტუტმა მზადყოფნა გამოთქვა მოამზადოს საბრძოლო ხელოვნებათა ქართველი სპეციალისტები. და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია: 2012 წლის ანალოგიური, არაოლიმპიური სახეობების თამაშების ჩატარება საქართველოში დაიგეგმა.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრესმდივანი

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა