კონფედერაციათა თასი 2017. B ჯგუფი
გერმანიის ნაკრებმა კონფედერაციათა თასი გამარჯვებით გახსნა. იოახიმ ლიოვის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონის პრესტიჟი დაიცვა და აზიის უპირველესი გუნდი დაამარცხა, მაგრამ ფავორიტებს სამი ქულა ნერვების წყვეტის ფასად დაუჯდათ.

არადა, პირველი ტაიმის მთელ რიგ ეპიზოდებში შერეული შემადგენლობით მოთამაშე გერმანია ძალიან კარგად გამოიყურებოდა. თუნდაც, მატჩის საწყისი მონაკვეთი ავიღოთ. იულიან ბრანდტის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლარს შტინდლმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ გერმანელებმა არაერთი საგოლე მომენტი გაანიავეს და დაისაჯნენ.

პირველ ნახევარში ავსტრალია ორჯერ დაემუქრა გერმანელთა კარს და აქედან ერთი გოლი გაიტანა. შოტლანდიური "სელტიკის" ერთ-ერთი ლიდერის, ტომ როგიჩის პირველი დარტყმა მცველმა დაბლოკა, მაგრამ მეორე შემთხვევაში ავსტრალიელმა მაინც უწია მიზანს. იმ ეპიზოდში უსათუოდ მართებდა თანაგუნდელების ხსნა ბუნდესნაკრების კარის დარაჯს, ბერნდ ლენოს.

გერმანიის ნაკრებმა ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ მცირე დროში მოუმატა და ეგრევე გაიტანა. ავსტრალიელებმა საკუთარ საჯარიმოში იუხეშეს და იულიან დრაქსლერმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი.

როდესაც მეორე ნახევრის დაწყებიდან სამ წუთში ლეონ გორეტცკამ ჯოშუა კიმიხის პასით გერმანიის უპირატესობა ორბურთიანი გახადა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

ავსტრალიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაგრად მოუმატეს. გერმანელებმა კი, რატომღაც, უკან დაიხიეს და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. მას შემდეგ, რაც ტომი იურიჩმა ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა, მინდორზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. გაშვებულ გოლში ერთხელაც უნდა დავადანაშაულოთ ბერნდ ლენო. გოლისას არბირტმა ვიდეორეფერი გამოიყენა.

მატჩის დარჩენილ დროში ავსტრალიის ნაკრებს რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. საგოლე შანსები ჰქონდა გერმანიასაც. ანგარიში აღარ შეცვლილა, მაგრამ ეჭვგარეშეა, შეხვედრამ იოახიმ ლიოვს საფიქრალი მოუმატა.

ორი აზრი არაა, ჩილესთან შეხვედრაში ბუნდესმანშაფტს ასე თამაში არ გამოადგება. ჯერ ერთი, დაცვაში გუნდმა არაერთი შეცდომა დაუშვა. რაც ავსტრალიელმა ფეხბურთელებმა აპატიეს გერმანიას, იმავეს არ აპატიებენ ალექსის სანჩესი, არტურო ვიდალი და სხვები.

მეორე საკითხია მეკარე - ლენო იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ ლიოვი მას, დიდი ალბათობით, შეცვლის. მით უმეტეს, გერმანელთა სათადარიგოთა სკამზე ისეთი მეკარეები სხედან, როგორებიც არიან ტერ შტეგენი და ტრაპი.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ იულიან დრაქსლერი დასახელდა. ის ეპიზოდებში მართლაც კარგი იყო, მაგრამ გუნდის უდავო ლიდერს ცოტა მეტი რომ მოეთხოვება, ესეც ფაქტია.

იულიან დრაქსლერი (გერმანია): "ჩვენთვის დღეს მთავარი სამი ქულის მოპოვება იყო. ტურნირის სასტარტო მატჩში გამარჯვება ყოველთვის ძალიან საჭიროა. ჩვენ მეორე ტაიმში უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. ჩვენ აუცილებლად ვიპოვით საკუთარ თამაშს".

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "პირველი ტაიმი გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა. ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ და კიდევ გვქონდა გატანის შანსი. სამოცი წუთის შემდეგ თამაში აგვერია, მაგრამ ხდება. ეს ფეხბურთია. მომავალში ასეთ რამეს აღარ დავუშვებთ.

მე მუდამ შემტევი ფეხბურთის მომხრე ვარ. ჩვენ დაცვაში გვქონდა გარკვეული შეცდომები და მომავალი შეხვედრისათვის ისინი უნდა გამოვასწოროთ. რაც შეეხება ბერნდ ლენოს, ის ჩემთვის კვლავ რჩება უმაღლესი დონის მეკარედ".

ანგე პოსტენოღლუ (ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი): "მე ამაყი ვარ ჩემი მამაცი ბიჭებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და სენსაციამდე, ანუ ქულის მოპოვებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. მეორე ტაიმში ავსტრალიის ნაკრებმა აჩვენა, რომ ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

გვქონდა რამდენიმე პრობლემა ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე კრუსე ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა. საგოლე მომენტები კიდევ გვქონდა და შეიძლებოდა ქულის მოპოვება. ამ წაგებით არაფერი დასრულებულა. ყველაფერი წინაა".

იხილეთ ვიდეო

ავსტრალია-გერმანია 2:3

გოლები: 0:1 შტინდლი (5), 1:1 როგიჩი (41), 1:2 დრაქსლერი (44-პენ), 1:3 გორეტცკა (48), 2:3 იურიჩი (56)

ავსტრალია (3-4-2-1): რაიანი - დაგენაკი, საინსბერი, რაიტი - ლეკი, ლუონგო (46. კრუსე), მილიგანი, ბეჰიჩი - როგიჩი (71. ტროისი), მუი - იურიჩი (87. კეჰილი)

გერმანია (3-1-2-2-2): ლენო - რიუდიგერი, კიმიხი, მუსტაფი - რუდი - ბრანდტი (63. ზიულე), ჰექტორი - გორეტცკა, დრაქსლერი - შტინდლი (78. ჯანი), ვაგნერი (57. ვერნერი)

მაყურებელი: 28 605

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩილე 1 1 0 0 2-0 3

2. გერმანია 1 1 0 0 3-2 3

3. ავსტრალია 1 0 0 1 2-3 0

4. კამერუნი 1 0 0 1 0-2 0

II ტური

ხუთშაბათი. 22 ივნისი

კამერუნი-ავსტრალია 19:00

გერმანია-ჩილე 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ფინალში ჩილეს დაუპირისპირდება
[VIDEO] აშშ-მ ავსტრალიასაც მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] სანახაობრივი მატჩი - ეგვიპტემ ახალ ზელანდიას დაუქამბექა
ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]
[VIDEO] სენსაცია და ლამაზი გოლები - ავსტრალიამ თურქეთი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ჩემპიონია
კონფედერაციათა თასი 2017. შეჯამება: ეს იყო პეტერბურგში...
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში
გერმანია-მექსიკა 4:1 - მუნდიალის ჩემპიონი მუნდიალის რეპეტიციის ფინალშია [VIDEO]