უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ და კუბელმა ოდლანიერ სოლისმა სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლის წინ პრესკონფერენცია გამართეს
გუშინ გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართა სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლის მონაწილეების - WBC-ის ჩემპიონის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსა და კუბელი პრეტენდენტის ოდლანიერ სოლისის პრესკონფერენცია.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კლიჩკომ აღნიშნა, რომ სპორტული საზომით მისი სოლიდური ასაკი ხელს არ შეუშლის ახალგაზრდა მოწინააღმდეგის ნოკაუტში გაგზავნაში.

"მზად ვარ შევინარჩუნო კარგი ტემპი მთელი 12 რაუნდის განმავლობაში, მაგრამ შაბათს ბრძოლა ვადაზე ადრე დასრულდება. მაყურებელს ვანახებ იმას, რაც ყველაზე მეტად სურთ - ნოკაუტს. სოლისი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეა, მაგრამ, რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო საინტერესოა ბრძოლა", - განაცხადა უკრაინელმა ჩემპიონმა.

ვიტალიმ სათანადოდ შეაფასა კრივის კუბური სკოლა და ტრადიციები: "კუბაში ბევრი შესანიშნავი მოყვარული მოკრივეა, მაგრამ პროფესიული კრივი სამოყვარულოსგან ძალიან განსხვავდება."

სოლისის პრომოუტერმა აჰმეთ ენერმა აღიარა, რომ მოუთმენლად ელოდება შაბათის ბრძოლას. "ღმერთი სამობითაა. ეს კი ჩემი შეგირდისთვის სუპერმძიმე წონაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვების მესამე ცდაა. ვფიქრობ, მას ყველაფერი გამოუვა", - განაცხადა მენეჯერმა.

ძმები კლიჩკოების პრომოუტერი ბერნდ ბენტე კუბელს ლენოქს ლუისის შემდეგ ვიტალის ყველაზე ძლიერ ოპონენტად მიიჩნევს. "ბრძოლას 123 ქვეყანაში გადასცემენ. ვფიქრობ, ეს იქნება ვიტალის კარიერაში ყველაზე სერიოზული გამოცდა მას შემდეგ, რაც ის ლენოქს ლუისის წინააღმდეგ გავიდა რინგზე. სოლისი ყველა დროის საუკეთესო მოყვარული მოკრივეა", - ამბობს ბენტე.

კლიჩკოს მწვრთნელმა ფრიც ზდუნეკმა განაცხადა, რომ მისი შეგირდის ბრძოლა აუცილებელ პრეტენდენტთან ძალიან რთული იქნება: "ჩვენი მზადების პროცესი მაქსიმალურად ოპტიმალური იყო. ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ბრძოლა იქნება, ამიტომაც დეტალურად შევისწავლეთ სოლისის სტილი. ვიტალის საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ამ მეტოქესაც იოლად გაუსწორდეს."

თავის მხრივ, ოდლანიერ სოლისმა თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხებაში ეჭვი არ ეპარება.

"ვიტალის მე-12 რაუნდში გავუშვებ ნოკაუტში. თუ ადრე გავაკეთებ ამას, მით უკეთესი. მთავარია, რომ მე აუცილებლად მოვიგებ - ქულებით ან ნოკაუტით", - განაცხადა კუბელმა.

მზერის ტრადიციულ დუელში გამარჯვებული კლიჩკო გამოვიდა - სოლისმა თვალი აარიდა ჩემპიონს.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა შაბათს კიოლნის Lanxess Arena-ზე გაიმართება. თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. ამ მომენტისთვის სარეალიზაციოდ 19 ათასი ევროს ღირებულების 1000 ბილეთია დარჩენილი.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა