"სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა "დილას" თავკაცის პოსტზე გიორგი დეკანოსიძე
მოგეხსენებათ, გორის "დილას" მცველმა გიორგი ფოფხაძემ მძიმე ტრავმა მიიღო თბილისის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც და მკითხველისთვისაც საინტერესოა, როდის შეძლებს 30 წლის მოთამაშე ჯერ ფეხზე გავლას (ამ დროისთვის წოლით რეჟიმშია), მერე კი კარიერის განახლებას.

როგორც "დილაში" გვითხრეს, ექიმების ვარაუდით, ფოფხაძე დაახლოებით ორ კვირაში დადგება ფეხზე, მერე კი ისიც გაირკვევა, როდის დაუბრუნდება მინდორს.

რაც შეეხება "დილას" გამოცდილ ფორვარდს, 32 წლის ირაკლი მოდებაძეს, ის უკვე ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში. ტრავმის გამო მას ძალიან ბევრი გაუცდა.

ცნობილია, რომ ის ვერ ითამაშებს ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც "დილა" "სამტრედიას" ესტუმრება. მოგეხსენებათ, "ეროსი მანჯგალაძეზე" ხელოვნური საფარია და ახალგამოჯანმრთელებული ფეხბურთელისთვის ასეთ მოედანზე თამაში სარისკოა. სამაგიეროდ, ამ ტურის შემდეგ ჩემპიონატში პაუზაა და მოდებაძეს ექნება საშუალება, ამხანაგურ მატჩებში აღიდგინოს ფორმა, მერე კი ოფიციალურ შეხვედრებშიც შეეშველოს გუნდს.

მოდებაძე გორული კლუბისთვის დიდი ძალაა. სამწუხაროდ, ის ბოლომდე ვერ მოერია ქრონიკულ ტრავმებს. არადა, უკანასკნელი პერიოდის ქართულ ფეხბურთში მისი გაქანების ფორვარდი ბევრი არ ყოფილა...

"სამტრედიასთან" შეხვედრას რაც შეეხება, ეს ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა "დილასთვის" და, კერძოდ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი დეკანოსიძისთვის. სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა, დარჩება ის ამ პოსტზე თუ გუნდს ახალ მწვრთნელს დაუნიშნავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
ფოფხა მალე გამოჯანმრთელდით, ქართულ ფეხბურთს ჭირდებით.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
გიორგი დეკანოსიძე "დილას" მწვრთნელად დანიშნეს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
გიორგი დეკანოსიძემ გორის "დილა" დატოვა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
გიორგი დეკანოსიძემ "თელავის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა