დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს დონეცკის "შახტარში" მიღებული პირველი შთაბეჭდილებები გაუზიარა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ ახალ კლუბში, დონეცკის "შახტარში" პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.

- დავით ხოჭოლავამ დონეცკის "შახტარში" პირველი ვარჯიში ჩაატარა [VIDEO+PHOTO]

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავამ დონეცკელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

Sportall.ge-მ 23 წლის მცველთან ინტერვიუ ჩაწერა და უკრაინულ გრანდში პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.

- მას მერე, რაც შენი ტრანსფერი "შახტარში" გაოფიციალურდა, ოდესის "ჩერნომორეცში" შენ მიმართ ცუდად განეწყვნენ, არაპროფესიონალობაც კი დაგწამეს. ოდესელები ტრანსფერმა გაანაწყენა?

- მთავარ მწვრთნელთან ძალიან კარგი ურთიერთობა შემინარჩუნდა, რაც მახარებს, რადგან მგონია, ალექსანდრ ბაბიჩმა ჩემ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა.

კლუბის ხელმძღვანელობა კი იმიტომ გამინაწყენდა, რომ "შახტარში" უფასოდ გადავედი და კონტრაქტის ის პუნქტი გამოვიყენე, რომელიც ამის უფლებას მაძლევდა...

- ჩემპიონატის მიწურულს ტრავმა მიიღე, რის გამოც ეროვნულ ნაკრებშიც ვერ ითამაშე. ახლა როგორ ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად. ოპერაციის გაკეთება ვერ მოვასწარი და რენტგენმა აჩვენა, რომ სამი მოტეხილობა მაქვს. მანამ, სანამ "შახტარი" შეკრებებს დაიწყებს, ბოლომდე გამოვკეთდები და ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას სრულად შევძლებ.

- "შახტარში" უკვე ივარჯიშე. როგორი გარემოა? როგორ დაგხვდნენ?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთი სიტყვითაც შემიძლია: იდეალური!

ამაზე უკეთეს სიტუაციას ვერსად წარმოვიდგენ. დამლაგებლით დაწყებული და მწვრთნელით დამთავრებული, ყველა "შახტარზეა" შეყვარებული და ეს ყველაფერი ძალიან ეტყობა გუნდს.

- ალექსანდრ კუჩერმა უკვე ოფიციალურად დატოვა გუნდი. ნიშნავს ეს იმას, რომ სეზონის დასაწყისიდანვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნები?

- ვნახოთ. ორი ცენტრალური მცველიდან ერთი იაროსლავ რაკიცკი იქნება, რომელიც, ვფიქრობ, უკონკურენტოა. აი, მეორე ადგილისთვის კი მე, ივან ორდეცს და სერგეი კრივცოვს ჯანსაღი კონკურენცია გვექნება. მთავარია, აქაურ ფეხბურთს ალღო მალე ავუღო, რომელიც ძალიან განსხვავდება "ჩერნომორეცის" სათამაშო სტილისგან.

- ამ ორი კლუბის საწვრთნელ პროცესში რამდენად დიდია განსხვავება?

- განსხვავება ძალიან დიდია. "შახტარში" სულ პრესინგს, გაცილებით წინ თამაშს ითხოვენ და აქ ორთაბრძოლებიც მეტია, დაზღვევას სხვანაირი ყურადღება ექცევა...

- პაულუ ფონსეკასთან გექნებოდა საუბარი. რა გითხრა?

- დიახ, მქონდა და საკმაოდ ხანგრძლივიც. ამიხსნა თავისი იდეოლოგია დაცვაში და მითხრა, იმედი მაქვს, ყველაფერში მალე გაერკვევი და შეძლებ დაცვის რგოლში ლიდერის თვისებების გამოვლენასო. ასევე მითხრა, რომ თავს უკვე გუნდის ნაწილად უნდა მივიჩნევდე და ვმოქმედებდე ისე, როგორც ამას დანარჩენები აკეთებენ.

- წინ ჩემპიონთა ლიგა გელოდება...

- ფორმის პიკში ვარ და მზად ვარ ჩემპიონთა ლიგისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სექტემბერში უკვე სრულად გამოვჯანმრთელდები და თამაშის დაწყების წინ ყველასთვის ცნობილ ჰიმნსაც მოვუსმენ.

თემო
თუ მოტეხილობები აქვს ფორმის პიკში როგორ არის? რაგაც გაურკვევლად საუბრობს
jj
რაღაც ვერ გავიგე, ამბობს რედგენმა სამი მოტეხილობა აჩვენაო და მაინც ვარჯიშობს?
სოსო
წარმატებები დავით.ჩერნომორეცმა ბოლო თამაში ნამუსზე შეგაგდო და ხელმოტეხილი გათამაშა.ეს ძალიან დიდი რისკი იყო და არ უნდა ეკადრათ,რამდენიც შეეძლოთ,იმდენი გავნეს,ასე რომ მათზე გული ნუ შეგტკივა. ვახო, ოდესა შენ ერთი ორღობე ხომ არ გგონია?მილიონზე მეტი მაცხოვრებელია და თუ მასეთი იქნებოდა,ნაშები პლაჟზე ჰყრია.ჭკვიანი ბიჭია და დარწმუნებული ვარ ბევრსაც მიაღწევს,მე კი მისი გულშემატკივარი და კეთილის მოსურნე ვიქნები მუდამ.
nokoloz
ვახო, დისციპლინა რა თქმა უნდა უპირველესია, მაგრამ ამ კაცს ყველაფერს ნუ აუკრძალავთ. მითუმეტეს სიმპათიური ტიპია და უკრაინელი ნაშოჩკები არ აწყენდა. მთავარია ზედმეტი არ მოუვიდეს არ გადაიწვას არც ვარჯიშით და არც ქალებით. ასე მგონია მე.....
ვახო
აუცილებლად უნდა ითამაშოს ამ ბიჭმა დიდი ფეხბურთი,იმედია "ნაშებთან" სელფებს და "ბენტლის" არ დადააყოლებს კარიერას,როგორც ეს თითქმის ყველა ქართველს ემართება. წარმატებები დავითს
ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატალანტასთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარა" და პსჟ მთელი ბრწყინვალებით - "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა დიდებულად დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
"ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ" - ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"შახტარის" თავკაცი: დავით ხოჭოლავათი სრულებით კმაყოფილი ვარ
ხოჭოლავა და არაბიძე "შახტარის" მთავარ გუნდში ერთად ვარჯიშობენ
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
პაულუ ფონსეკა: ვენაში ვერავინ გაისეირნებს
დავით ხოჭოლავას მწვრთნელი: თუ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავალთ, ზოროს კოსტიუმში მოვალ
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
"პორტუს" პაულუ ფონსეკა გაწვრთნის
ახალგაზარდებისთვის სამაგალითო - დავით ხოჭოლავას დიდი გამოწვევა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა