კონფედერაციათა თასზე ვიდეორეფერის უარყოფითი მხარეებიც გამოჩნდა
კონფედერაციათა თასი პირველი ოფიციალური ტურნირია, რომელშიც ფიფა მსაჯთა დახმარების სისტემას (VAR), ანუ ვიდეორეფერის ტესტავს. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კმაყოფილია, თუმცა უბრალო გულშემატკივრებს უკვე ეჭვი ეპარებათ...

28 მარტს პარიზში საფრანგეთის ნაკრები ესპანეთს ხვდებოდა. იმ თამაშმა ბევრი რამ შეცვალა ფეხბურთში, რადგან საერთაშორისო მატჩში პირველად გამოიყენეს ვიდეორეფერი, რომლის წყალობითაც თამაში სულ სხვა ანგარიშით დასრულდა, ვიდრე ეს მის გარეშე მოხდებოდა - ვიდეორეფერიმ გააუქმა ანტუან გრიზმანის ჩათვლილი გოლი და ჩათვალა ჟერარდ დეულოფეუს მსაჯის მიერ არჩათვლილი.

ორივე შემთხვევაში ესპანეთმა იხეირა, მაგრამ გამეორებებზე კარგად გამოჩნდა, რომ ამით იხეირა ფეხბურთმა.

მაშინ ერთიათად გაიზარდა ფეხბურთში ტექნოლოგიების მომხრეთა რიცხვი, მაგრამ ერთი თამაშით ვერ განსაზღვრავ. გავიდა დრო და ამ სისტემას სხვადასხვა მატჩზე იყენებდნენ.

20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ზამბიისა და იტალიის მატჩში ვიდეორეფერიმ იმდენად საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფეხბურთის ფანებში ეჭვი გაჩნდა, რომელიც ამ კონფედერაციათა თასზე კიდევ უფრო გამყარდა. კომუნიკაცია მსაჯსა და სისტემას შორის არც ისე იდეალურია, გადაწყვეტილებებშიც შეიძლება ეჭვის შეტანა, ტელემაყურებელიც უბრალოდ ვერ იგებს, რა ხდება და, რამდენადაც საოცარი უნდა იყოს, მართლაც სადღაც იკარგება ემოცია, რაზეც ბევრი ფეხბურთელი და ზოგიერთი საფეხბურთო მოღვაწე წუხს.

რა თქმა უნდა, ეს ისეთი დეტალებია, რომელთა დახვეწაც შესაძლებელია. რაც უნდა მოხდეს, მთავარი ხომ სამართლიანობაა ფეხბურთში. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვიდეორეფერის შემოღებით ყველა პრობლემა არ გაქრა, მეტიც, ზოგიც დაემატა...

კონფედერაციათა თასი ხომ მუნდიალის გახურებაა, ხოლო მსაჯთა დახმარების სისტემა ტესტირებას სწორედ ამ მთავარი ტურნირისთვის გადის. და თუ ეს ყველაფერი არ დაიხვეწა, მუნდიალზე პრობლემები გველის. ის, რაც კამერუნისა და ჩილეს ნაკრებთა მატჩში მოხდა, მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს - ქაოსი. მსაჯი საკუთარ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებდა - ეს კი მთავარ პრინციპს ეწინააღმდეგება - "მინიმალური ჩარევით, მაქსიმალური შედეგი".

კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ, ის კი არ არის - რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება, არამედ ეს - რამდენად მცდარი იყო ეს გადაწყვეტილება. პირველი ტაიმის ეპიზოდში, ედუარდო ვარგასის გოლზე, რამდენიც უნდა ატრიალოთ ვიდეო, ვერ მიხვდებით, იყო თუ არა პირვანდელი გადაწყვეტილება გოლის ჩათვლის მთლიანად არასწორი. თუკი მსაჯები ყოველ თავიანთ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ დააყენებენ, ჩვენ მუნდიალზე პრობლემები გველის.

არც უარყოფითი შეფასების მისაღებად უნდა ვიჩქაროთ, ვიდეორეფერიც ცოცხალი ორგანიზმივითაა, როგორც ფეხბურთელი ან მსაჯი, მასაც სჭირდება განვითარება. მორგებას დრო სჭირდება. ზოგს ეს მალე გამოსდის, ზოგს - არც ისე.

ამბობენ, რომ საფრანგეთი-ესპანეთის მატჩის გერმანელი რეფერი დიდხანს ავარჯიშეს ვიდეორეფერისთან ურთიერთობაში, რაც ასე კარგად აისახა თამაშზე.

ხუან ანტონიო პიცი, ჩილეს ნაკრების მწვრთნელი: "ცუდად არ გამიგოთ, ტექნოლოგიების მომხრე მეც ვარ, მაგრამ სისტემას დახვეწა ესაჭიროება. ტესტირების რეჟიმში ბევრ რამეს ცუდად აღვიქვამთ, რადგან ჩვენ სხვანაირ საფეხბურთო სამყაროს შევეჩვიეთ. მოდი, ვნახოთ და დაველოდოთ. იქნებ რაღაც დროის მერე უკეთესად იყოს საქმე. პირველი ტაიმის ინციდენტი ცოტა მწარედ დაგვამახსოვრდა".

საბოლოოდ ფიფა მხოლოდ 2018 წლის მარტში გადაწყვეტს, იქნება თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯთა დახმარების სისტემა დანერგილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უბრალო გულშემატკივრებს ეჭვი ეპარებათ რა ქვია ვერგავიგე !? ზოგს რატმაუნდა ეჭვი შეეპარება ადამიანები შეხედულობები განსხვავებულია მაგრამ დარწმუნებული ვარ ვიდერეფერი ალბათ 100 დან 90 ს მოეწონება
ზურა
ვიდეო რეფერი აუცილებელია
effe
100%-იანი რო ვიდეო რეფერი საჭიროა ფეხბურთში.. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა ამის ნათელი დადასტურებაა იმდენი აშკარა შეცდომა იყო დაშვებული თან ისეთი რო თამაშზე იქონია უდიდესი გავლენა რამდენიც მემგონი მთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არ მომხდარა.. 3 გუნდი უბრალოდ გაიწირა ბეშიქთაში პსჟ და ბაიერნი პლიუს მაგას კიდე უამრავი პატარ პატარა შეცდომები
kaka
ზალაინ კარგი მეტოდია მოლდავეტი საკარტველოს ტამაჰზე რო კოფილიკო ვიდეო მსაჯი ხო გააუკმებდა ხაზ გასულ ბურტს ჰეილება ტამაჰის მოგვეგო მოსაწონია ზალიან
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]
პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ჩემპიონია
კონფედერაციათა თასი 2017. შეჯამება: ეს იყო პეტერბურგში...
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ფინალში ჩილეს დაუპირისპირდება
გერმანია-მექსიკა 4:1 - მუნდიალის ჩემპიონი მუნდიალის რეპეტიციის ფინალშია [VIDEO]