ეუსებიო დი ფრანჩესკო დიდ მოგებებს გეგმავს
"რომას" ახალი მწვრთნელი ჰყავს და გუნდი ახალ ერას ეუსებიო დი ფრანჩესკოსთან ერთად იწყებს. "სასუოლოს" ყოფილი თავკაცი გულშემატკივრებს დიდ გამარჯვებებს ჰპირდება, რაზეც მისი კომენტარი მოწმობს:

"შევეცდები, რომ "რომას" მივცე ის, რაც მას დიდი ტურნირების მოსაგებად აკლდება. ძალიან ძლიერ შემადგენლობასთან მომიწევს მუშაობა და მჯერა, რომ ამ გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ. მას შემდეგ, რაც ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა დაასრულა, გუნდის კაპიტანი და სიმბოლო დანიელე დე როსია - როდესაც ჩემი "ჯალოროსიში" დანიშვნა გადაწყდა, პირველი სწორედ დანიელეს დავურეკე - ის ნამდვილი ლიდერი და მისაბაძი მაგალითია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

"რომაში" კარიერის საუკეთესო წლები მაქვს გატარებული. ამ გუნდთან ერთად სკუდეტო მოვიგე და დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლებ დიდი წარმატებები წინ გველოდება. ტოტი? - გავიგე, რომ კლუბის მენეჯმენტში მუშაობას დათანხმდა და ამან ძალიან გამახარა - ფრანჩესკო ჩემი მეგობარია, ერთად წლების განმავლობაში ვთამაშობდით და მიხარია, რომ ისევ ერთად მოგვიწევს ყოფნა. ტოტი ლეგენდაა, რომელიც "რომას" გულშემატკივრების განუზომელი სიყვარულით სარგებლობს".

ჯერჯერობით, "რომას" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ; პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ დედაქალაქურ გუნდს მოჰამედ სალაჰი დატოვებს და კარიერას ინგლისში გააგრძელებს - ეგვიპტელი უკვე "ნისლიან ალბიონზეა", სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უახლოეს პერიოდში "ლივერპულთან" ხელშეკრულებას გააფორმებს.

25 წლის შემტევის სანაცვლოდ, "რომა" 39 მილიონ ევროს აიღებს. ვინ შეიძლება დაიმატოს რომაულმა კლუბმა? - ლაპარაკია ჟან სერიზე, რომელიც "ნიცაში" ასპარეზობს - 25 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, "ჯალოროსის" მესვეურები 35 მილიონ ევროს იხდიან. "ნიცამ" სერი 40 მილიონ ევროდ შეაფასა, მაგრამ ფრანგები მზად არიან, ფასი დასწიონ და შეთანხმების ალბათობაც მაღალია.

ბევრს საუბრობენ "რომაში" "სასუოლოს" ფეხბურთელების გადაბარგებაზე, ყველაზე ხშირად კი დომენიკო ბერარდის და ლორენცო პელეგრინის ახსენებენ - ორივე პოლონეთშია და იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ბერარდის და პელეგრინის ბედი სწორედ კონტინენტის პირველობის შემდეგ გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ფროზინონეს" მწვრთნელი: კვერნაძეს შეუძლია შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს - უნდა დავეხმაროთ
ეუსებიო დი ფრანჩესკო: შეცდომებისთვის დავისაჯეთ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
რომა VS ლივერპული - რომი, გმირობის დუბლი მეორე?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"რომამ" დი ფრანჩესკო გადააყენა და სავარაუდოდ მწვრთნელად რანიერის დანიშნავს
კვერნაძეზე დი ფრანჩესკომ ისაუბრა - როგორი შეფასება მიიღო გიორგიმ?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"რომა" დი ფრანჩესკოს გაშვებას და კონტეს მოყვანას აპირებს
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები