20 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო Rooms-ში სპორტული ტელეკომპანიის, Setanta Sports Georgia-ს პრესკონფერენცია გაიმართა
20 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო Rooms-ში სპორტული ტელეკომპანიის, Setanta Sports Georgia-ს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სპორტის გულშემატკივრისათვის სასიამოვნო სიახლეები გაჟღერდა.

მომავალი სეზონიდან Setanta Sports Georgia არსებულ კონტენტებთან ერთად მაყურებელს NBA-ს ტრანსლაციას შესთავაზებს.

ასევე გაფორმდა ახალი კონტრაქტი Rugby Top 14-თან, რის საფუძველზეც ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება, უყუროს მამუკა გორგოძესა და ყველაზე წარმატებული ქართველი მორაგბეების საკლუბო ასპარეზობას 3 წლის მანძილზე, ექსკლუზიურად Setanta Sports Georgia-ს საშუალებით.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნული სიახლეები გამოწვეულია ზაზა ფაჩულიას, მამუკა გორგოძისა სხვა წამყვანი ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობით საქართველოს საზღვრებს გარეთ.

დამატებით Setanta Sports Georgia-მ ექსკლუზიური უფლება ბუნდესლიგის ტრანსლაციაზე მოიპოვა, რომელსაც საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ადევნებს თვალს.

ასევე, არხზე მოხდება შემდეგი ჩემპიონატების გაშუქება: იტალიის Seria A, საფრანგეთის Ligue 1, ბელგიის Pro League, შოტლანდიის SPFL, ინგლისის თასი FA Cup, ინგლისის თასი EFL Cup, Formula 1, Formula E, NHL, WCQ 2018 (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) და UFC.

გარდა აღნიშნული კონტენტებისა, ტელეკომპანია ექსკლუზიურად აჩვენებს International Cup-ის ტურნირს, რომელიც 18-30 ივლისს გაიმართება. ტურნირში მონაწილეობენ: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერი", "იუვენტუსი", "პსჟ", "მან. სიტი", "რომა" და "ტოტენჰემი".

ასევე, ტელეკომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ნებისმიერ სპორტის ფედერაციასთან, დაეხმაროს ქართველ სპორტსმენებს პოპულარიზაციაში და წვლილი შეიტანოს მათი წარმატების მიღწევაში.

Setanta Sports Georgia არის ქართული ტელეკომპანია, რომელიც ახდენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედიაჰოლდინგის, Setanta Sports-ის მაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული კომენტარით.

გიგა
Setanta Sports Georgia არის ქართული ტელეკომპანია, რომელიც ახდენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედიაჰოლდინგის, Setanta Sports-ის მაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული კომენტარით.ქართულ ჩემპიონატს ბებიაჩემი გააშუქებს? ქართული საქმე აკეთეთ ბიძია.
დავით 13
პრემიერლიგა და პრიმერადივიზიონი როცა გექნებათ, მერე გაუკეთეთ პიარი... ვითომ არ იცოდეთ ყველაზე ყურებადი რომელი ჩემპიონატებიცაა. ევროპაში შეხვედით უკვე და დროა ძვირიანი ტრანსლაციებიც რო შეიძინოთ. სილკ-მა თუ შეძლო, თქვენ რატო არ შეგიძლიათ?
დათო
ესპანეთი რა აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა, "დაჟე" NTV+ -იც კი ესპანეთის გარეშე იყო 2016/17 წწ...
kika
ბელგიის და შოტლანდიის ჩემპიონატის გაშუქებას არ ჯობია რომ გააშუქონ ისეთი ჩემპიონატები სადაც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები გამოდიან: მაგალითად პოლოეთის, რუსეთის,ბოლობოლო უკრაინის ან ყაზახეთის მაინც მე ეს უფრო მაინტერესებს.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ