22 ივნისს საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას იწყებს
22 ივნისს საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას იწყებს.

აღნიშნული ნაკრები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა შორის, რომელსაც გასულ სეზონში მიღწეული წარმატება უმაგრებს ზურგს და ევროპულ ასპარეზზე წარმატების მიღწევის ჯანსაღი ამბიციაც გააჩნია.

20-წლამდელთა ნაკრებმა გასულ სეზონში მონაწილეობა მიიღო ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში და კონტინენტის წამყვან კლუბებთან ბრძოლაში საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში გამართული 15 მატჩიდან 11 მოიგო და გავიდა ოთხთა ფინალში, სადაც საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა.

20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა ძირითად, 12-კაციან შემადგენლობაში მოხვედრის 18 კანდიდატი დაასახელა, რომლებიც სომხეთში, 5-9 ივლისს დაგეგმილ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 14-23 ივლისს იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრებები.

20-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩების დასრულების შემდეგ ეროვნულ გუნდს 24 ივლისს, სლოვენიურ შეკრებაზე შეუერთდება.

20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი კორსანტია, დავით აფხაზავა, დავით ლომიძე, რატი ნუცუბიძე, ლუკა გიორგაძე, ლუკა ბულაშვილი, გოგა ბითაძე, გიორგი ცირიკიძე, ნიკა დარბაიძე, ტარიელ ზუზაძე, გიორგი თვალაბეიშვილი, ვილი ისიანი, ლევან ბაბილოძე, ვლადიმერ ფურცხვანიძე, ლევან გოგალაძე, ნიკა წირღვავა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება