საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, სომხეთში მიემგზავრება, სადაც 11-დან 20 ივლისის ჩათვლით ქალაქი ერევანი B დივიზიონს უმასპინძლებს. ტურნირზე გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრებმა ბოლო მოსამზადებელი მატჩი თბილისში გამართა. კოტე ტუღუშის, ბუბა ბერიშვილისა და ალექსანდრე ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიას უმასპინძლა, რომელიც ასევე ასევე სომხეთში, B დივიზიონში იასპარეზებს.

მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში ჩვენი ნაკრები ლატვიას მეორედ შეხვდა. პირველად ეს 2 კვირის წინ, რიგაში მოხდა, სადაც ოთხთა ტურნირი გაიმართა. მაშინ ლატვიამ დამაჯერებლად იმარჯვა და ასე მოხდა დღესაც. განსხვავება ის იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ამჯერად უკეთესი შანსი ჰქონდა, რადგან ბოლო პერიოდამდე თამაშში იყო. ლატვია თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ ბალტიელთა ლიდერობა 10 ქულას იშვიათად სცდებოდა. იყო ეპიზოდები, რამდენჯერმე სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა თავისი გაიტანა.

ლატვიელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი – მხოლოდ 2. საჯარიმოს ხაზიდან ქართველებმა 50 (!) სროლა შეასრულეს, საიდანაც მხოლოდ 28 გამოიყენეს. სტუმრებს ჰქონდათ უპირატესობა ორქულიანებში და საბოლოოდ მათი 22-ქულიანი გამარჯვებაც დაფიქსირდა – 86:64. ბოლო პერიოდში სხვაობა 10 ქულის ფარგლებში იყო, თუმცა ბოლო წუთებზე ბალტიელთა შედეგიანობამ საქართველოს შანსები გადაუწურა.

ჩვენს ნაკრებში 16 ქულითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო ავთანდილ ბახტაძე. 12 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ლუკა ალავიძის ანგარიშზე 11 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში იასპარეზებს. ჩემპიონატს სომხეთის დედაქალაქი ერევანი უმასპინძლებს, სადაც ევროპის 21 ნაკრები შეიკრიბება და იბრძოლებს 3 საგზურისთვის, რომელთა მომგები გუნდებიც მომავალ, 2025 წელს A დივიზიონში იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად შვეიცარია, ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნიდერლანდები და დანია ჰყავს. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გადის – ანუ საქართველომ მინიმუმ 4 გუნდს უნდა აჯობოს, პლეი ოფში რომ გავიდეს.

ჩვენი ნაკრები ერევანში შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

თემურ კაპანაძე, ლუკა კოტლიარევსკი, თენგო გოგიშვილი, ალექსანდრე დაუშვილი, საბა ნარიმანიძე, ავთანდილ ბახტაძე, ლუკა ლომთაძე, ლუკა ალავიძე, ანრი ბელთაძე, გეგა წულაია, ნიკოლოზ აბულაძე, ირაკლი ახალაია.

საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირია:

11 ივლისი VS ავსტრია12 ივლისი VS შვეიცარია

13 ივლისი VS ჩრდ. მაკედონია15 ივლისი VS დანია1

6 ივლისი VS ნიდერლანდები

GBF.GE

მოქალაქე
ამ ნაკრება და შემგენლობამ.16 ბში ვერაფერი 18 ბში ვერაფერი 20 ბში რა უნდა ქნან. თან ვუნც გასულია თამაჭობს ჭ ლიგაში.ვუნც აქ თამაშობს დაბალი დონეა. ცხოვრებაც დაბალია.სირცხვილია
გივი
სანაძეებმა წალეკეს ნაკრებები და ასე შემდეგ. უპატრონო პერსპექტიულ ბავშვებს ვინ ათამაშებს.შედეგიც სახეზეა. რამდენი ბავშვი ვუცი 208 და მეტუს რომ არუან...ბახტაძეს რომ მიხედეს პატრონობით მაგათთვისაც რომ მიეხედათ რა გამოვუდოდნენ კაცმა არ იცის.ნაცვლიშვილები სანაძეები ფაჩულიები შენგელიები მარკოიშვილები მაგათი შცილები მიხედულები არიან წინა პლანზე მაგათ მიხედავენ.მაგრამ უპატრონო ბავშვებს ვინ მიხედავს მშობლები ვალებით რომ ზრდუან ბავშვებს მაგათ რა ქნან და ფედერაცია ასეთ ბავშვს ხელს რომ კლავს. შედეგსაც ვნახავთ ევროპაზე.ასეთი დაბალი დონის ნაკრები არ გვყოლია.ნეპოტიზმით შეკრებილი.
art
სანამ ფედერაციაში არ მოვა განათლებული, პროფესიონალი, სპორტულ მენეჯმენტში გარკვეული ხალხი, რეგრესი გაგრძელდება.არ არსებობს არც განვითარების გეგმა, არც ხედვა, არც პროექტი. პერსპექტიული ახალგაზრდობა საერთოდ არ ჩანს, გაუგებარია ვინ შეცვლის ახლანდელ თაობას, დიდი ალბათობით არავინ.
ამ ასაკში ...
საკუთარ მოედანზე 22 ქულით წაგება ლატვიასთან ?! --------- მხოლოდ(!) 2 ორი სამქულიანი და ჯარიმების ასეთი სროლა - საერთოდ არ ვარჯიშობენ ? საერთოდ არ ისვრიან ფარში ?! გულდასაწყვეტია ! ამ თაობაში, ცოტა უფროსების ჩათვლით - მხოლოდ ერთი ბახტაძეა, ლატვიაში თამაშის გამოცდილებით და ისიც აშკარად ვერაა ევროპის დონის პერსპექტივის ...
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა