ინდიან უელსის ტურნირის მერვედფინალში ერთმანეთს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნები მარია შარაპოვა და დინარა საფინა დაუპირისპირდებიან
ინდიან უელსის ტურნირების მორიგი დღის მიმოხილვას მამაკაცთა შეჯიბრით დავიწყებთ, სადაც მესამე წრე დაიწყო.

მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რაფაელ ნადალის მატჩი იყო ამერიკელი რაიან სვიტინგის წინააღმდეგ. ესპანელი თავის გეიმებში ძალიან დამაჯერებელი იყო, განსაკუთრებით პირველი მოწოდებების დროს - 21 წაგებული გათამაშებიდან პირველი მოწოდებაზე ნადალმა მხოლოდ ერთი ქულა დათმო. საერთოდ კი, რაფაელმა მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა და იოლად გაიკვლია გზა მერვედფინალში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მხოლოდ ხუთი ქულა მოიგო მიღებაზე, მეტოქეს კი უამრავი ბრეიკ-პოინტი მისცა და ნადალმაც აქედან ხუთი შანსი გამოიყენა.

შემდეგ წრეში ესპანელის მეტოქე ინდოელი სომდევ დევარმანი იქნება, რომელმაც გუშინ ქსავიე მალისე დაამარცხა. ორსაათიან მატჩში ყველაფერი მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც დევარმანმა ბოლო ოთხი გათამაშება მოიგო. ასე რომ, ნადალს ზედიზედ მესამედ ეყოლება ისეთი მოწინააღმდეგე, რომელმაც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით გააღწია.

ესპანურ დერბიში ნიკოლას ალმაგრომ 12 ეისი ჩააწოდა ალბერტ მონტანიესის წინააღმდეგ, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ალმაგროს წაგების მიზეზი მარტივია - მან ცხრიდან რვა ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

ივო კარლოვიჩმა 11 ეისის დახმარებით ძალიან დამაჯერებლად გაიარა ფრანგი ჟილ სიმონის ბარიერი. როგორც ჩანს, არასტაბილური ხორვატი იბრუნებს ძველ ფორმას - შეგახსენებთ, რომ წინა წრეში მან დავიდ ფერერი გამოთიშა ბრძოლას. ეს შესაძლებელი გახდა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის კარგი პროცენტით - ოთხიდან სამი.

დიდი ინტერესით ელოდა ადგილობრივი პუბლიკა დონალდ იანგის თამაშს, რომელმაც წინა წრეში სენსაციურად დაამარცხა ენდი მიურეი. ამჯერად, ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ვერ გაამართლა იმედები და პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით წააგო, მეორეში კი ოდნავ გაიბრძოლა, მაგრამ მატჩის მომგები არ ჩანდა. სამაგიეროდ, ტრიბუნებზე შეკრებელი მაყურებელი გაახარა სემ კუერიმ - მან მეორე ესპანურ-ამერიკულ დაპირისპირებაში ფერნანდო ვერდასკო დაამარცხა.

დღის სენსაცია კი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის - რობინ სიოდერინგის წაგება გახდა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან. პირველ სეტში შვედს ხუთ სეტბოლი ჰქონდა ტაი-ბრეიკზე და მაინც მოახერხა პარტიის წაგება. მატჩის შემდეგ სიოდერლინგმა აღიარა, რომ ძალიან აწუხებდა დევისის თასზე მიღებული ტრავმა - სწორედ ამის გამო ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების ასი პროცენტით გამოვლენა.

გუშინ ქალებშიც თამაშობდა რეიტინგის პირველი ნომერი. ჯერჯერობით კაროლინ ვოზნიაცკის ყველაფერი წესრიგში აქვს და იოლად იგებს მატჩებს. არადა, ამჯერად მეტოქედ ჰყავდა ჩოგბურთელი, ვისთანაც სამიდან სამი შეხვედრა ჰქონდა წაგებული - მარია ხოსე მარტინეს სანჩესი.

მაგრამ მეოთხე ცდაზე დანიელი იოლად გაუსწორდა ესპანელს. კაროლინმა საკუთარ მოწოდებაზე გათამაშებული ქულების 75 პროცენტი მოიგო, ამასთან ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 71 წუთში კომფორტული გამარჯვება მოიპოვა.

წინა დღისგან განსხვავებით, ამჯერად წარმატებულად გამოვიდნენ რუსი ჩოგბურთელები - რომ არა მარია კირილენკოს მარცხი, გუშინ რუსებს ასპროცენტიანი მაჩვენებელი ექნებოდათ.

როგორც ჩანს, ღრმა კრიზისიდან გამოდის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დინარა საფინა, რომელიც ამჟამად რეიტინგის 108-ე ნომერია. რუსმა ორ სეტში მოუგო ავსტალიელ სამანტა სტოსურს და უნდა აღინიშნოს, რომ დინარამ ბოლო ორ წელიწადში პირველად მოიგო ზედიზედ სამი მატჩი.

მსოფლიოს კიდევ ერთი ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვაც გავიდა მერვედფინალში. რუსს ფრანგ არავან რეზაისთან მატჩშიც საკმარისად დაუგროვდა ორმაგი შეცდომა (5), მაგრამ ექვსი ეისი ჩააწოდა, ხოლო გამარჯვებას მიღებაზე კარგი თამაშით მიაღწია.

სხვათა შორის, შარაპოვა და საფინა მერვედფინალში გაარკვევენ ურთიერთობას.

საერთოდ გუშინდელმა დღემ აღმოსავლეთ ევროპის ტრიუმფით ჩაიარა. მოიგო კიდევ ორმა რუსმა - კლეიბანოვამ და პეტროვამ, ბელარუსმა აზარენკამ და პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ.

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 645 000 დოლარი

1/16 ფინალი

ტომი რობრედო (ესპ, 25)-დონალდ იანგი (აშშ) 6:0, 6:4; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 32)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 4) 7:6, 6:4; ალბერტ მონტანიესი (ესპ, 23)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11) 4:6, 6:2, 6:4; სომდევ დევარმანი (ინდ)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:1, 3:6, 7:6; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 20) 7:6, 6:3; ივო კარლოვიჩი (ხორ)-ჟილ სიმონი (საფ, 28) 6:3, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:3, 6:1; სემ კუერი (აშშ, 21)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 9) 7:5, 6:4.

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/16 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ, 28) 6:1, 6:3; დინარა საფინა (რუს)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 4) 7:6(2), 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 7:6(3), 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-მარია კირილენკო (რუს, 24) 6:0, 2:6, 7:5; ალისა კლეიბანოვა (რუს, 22)-ფლავია პენეტა (იტა, 13) 6:3, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 16)-არავან რეზაი (საფ, 20) 6:2, 6:2; ნადია პეტროვა (რუს, 18)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 3:6, 6:4, 6:2; შუაი პენგი (ჩინ)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:3, 4:6, 7:5.

1/8 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-კლეიბანოვა (22); ა. რადვანსკა (9)-აზარენკა (8); სკიავონე (5)-პეერი (10); ვიკმაიერი (23)-ციბულკოვა (25); საფინა-შარაპოვა (16); პეტროვა (18)-შუაი პენგი; იანკოვიჩი (6)-ივანოვიჩი (19); ბარტოლი (15)-კლაისტერსი (2).

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის