გოგიტა არქანიამ ესპანურ ტოლედოში ოქროს მედალი მოიპოვა, დავით ტყებუჩავამ - ბრინჯაო
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კარატეც (WKF) შეიტანეს. მედლები ქალ-ვაჟთა სამ-სამ წონაში გათამაშდება, თანაც თითოეულში მხოლოდ 10-10 სპორტსმენი გამოვა. მამაკაცები 67, 75 და +75 კოლოგრამ წონით კატეგორიებში მოსინჯავენ ძალებს. აქედან გამომდინარე, კარატისტთა ტურნირებს, განსაკუთრებით, სუპერლიგის შეჯიბრებებს მეტი ფასი დაედო, რადგან სწორედ აქ შეიძლება სალიცენზიო ქულების მოგროვება და ტოკიოს თამაშების საგზურების მოპოვება.

ესპანურ ტოლედოში სუპერლიგის (სერია A) მორიგი შეჯიბრება გაიმართა. მედლებისთვის პაექრობაში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჩაება. მძიმე წონაში (+84) მსოფლიოს ექსჩემპიონმა გოგიტა არქანიამ შესანიშნავად იასპარეზა. მან ჯგუფში ზედიზედ სძლია პლამენ მეშკოვს (ბულგარეთი, 2;0), იგორ გარსია რუისს (ესპანეთი, 8:0), ხორხე ლოპესს (ესპანეთი, 8:0), მიხალ ბაბოშს (პოლონეთი, 2:0), ნახევარფინალში კი პორტუგალიელი ფილიპ რეისი ჩამოიშორა გზიდან (2:0), ხოლო გადამწყვეტი ორთაბრძოლა მაროკოელ ასრაფ ოუშენთან ფრედ დაასრულა - 3:3.

მსაჯთა გადაწყვეტილებით, ქართველი კარატისტი უფრო აქტიური იყო და გამარჯვებაც მას მიეკუთვნა. ოუშენი ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა. მესამე ადგილებზე სალიმ ბენდიაბი (ჰოლანდია) და მიხალ ბაბოში (პოლონეთი) გავიდნენ.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს დავით ტყებუჩავა. სტარტზე მან კევინ ლიუტის (შვეიცარია, 6:0) აჯობა, მერე ერთნაირი ანგარიშით (1:0) ანგელ მედინა (ესპანეთი) და მიჩელ დე სოული (ბელგია) დაამარცხა, ნახევარფინალი კი ესპანელ გარსია მატია გომესთან დათმო - 0:1.

პირენეელმა გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი ევგენი პლახუტინი დაჯაბნა და პირველ ადგილზე გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ტყებუჩავამ რუს იური ბალაკინს სძლია (1:0). მეორე ბრინჯაო იტალიელ დანილე გრეკოს ერგო.

75 კილოში გამოდიოდა ჰენრი ვეკუა. მან პირველივე ორთაბრძოლა ფრანგ მაქსიმ რელიფოსთან ნულოვანი ფრით დაასრულა. მსაჯების გადაწყვეტილებით, მეორე წრეში ფრანგი გავიდა.

ტოლედოს ტურნირზე კარატისტებმა სალიცენზიო ქულები დაიმსახურეს. ამჟამად მსოფლიო კლასიფიკაციაში გოგიტა არქანია (+84) 1100 ქულით მეორე ადგილზეა. ჩვენებურს ირანელი საჯად სანჯზადენი (2225) უსწრებს. 1075 ქულით მესამეა ხორვატი ანჯელო კვესიჩი.

60 კილოში დავით ტყებუჩავა 625 ქულით მეთერთმეტეა. სამეული კი ასეთია: 1. სადრიდინ საიმატოვი (უზბეკეთი, 2525), 2. ქაია აიქუტი (თურქეთი, 1575), 3. კალვის კალნინში (ლატვია, 1125).

ჰენრი ვეკუა (75 კგ) 150 ქულით 55-ე საფეხურზეა. მეწინავეობს ამერიკელი ტომას სკოტი (1675). მას 50 ქულით ჩამორჩება სტანისლავ ჰოსუნა (უკრაინა). ფრანგი ლოგან კოსტა 1000 ქულით მესამე საფეხურზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
არქანიას გამარჯვებით - ქართველი სპორტსმენებისთვის 2020 წლის ოლიმპიადა დასრულდა
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!
მინსკი 2019: ქართველი კარატისტი ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა!
კარატე: გოგიტა არქანიამ სტამბოლის A კატეგორიის ტურნირში გაიმარჯვა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მინსკი 2019. კარატისტი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
ქართველმა კარატისტებმა სტამბოლში საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი მოიპოვეს
წარმატება ყატარში საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნა
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
ჩემპიონს მედლამდე ნაბიჯი არ ეყო - გოგიტა არქანია პარიზში ბრინჯაოს ვერ შესწვდა
ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
ევროპის ჩემპიონატზე კარატეში გოგიტა არქანიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა