"დინამოს" აწ უკვე ყოფილმა მოთამაშემ ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 23-ნომრიანი მაისურაც მიიღო
22 ივნისს საბა ლობჟანიძე ოფიციალურად გახდა "რანდერსის" ფეხბურთელი. დანიური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილმა მოთამაშემ ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 23-ნომრიანი მაისურაც მიიღო.

გთავაზობთ წერილის ფრაგმენტს, რომელიც "რანდერსის" ვებგვერდმა ლობჟანიძის ტრანსფერს მიუძღვნა.

"კლუბს ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა და შესაფერის მოთამაშეს ეძებდა. სწორედ ასეთია ქართველი საბა ლობჟანიძე. ის სწრაფი და შედეგიანი ფლანგის ნახევარმცველია. ის უკვე დანიაშია, საქართველოში კი ყველაზე წარმატებული კლუბის, თბილისის "დინამოს" მოთამაშე გახლდათ", - წერს "რანდერსის" ვებგვერდი.

იქვე იყო კლუბის დირექტორ მაიკლ გრეივგარდის კომენტარიც:

"საბა, უდავოდ, ძალიან საინტერესო ვინგერია. მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონატის დაწყებას, რათა საქმეში ვნახოთ. მას ისეთი შემოქმედებითი უნარები აქვს, რომელიც ჩვენს შეტევას აშკარად აკლია. ამას გარდა, ლობჟანიძეს აქვს სისწრაფე და არაერთხელ დაამტკიცა, რომ გოლის გატანაც ეხერხება. ცხადია, რომ გუნდთან და ახალ ლიგასთან შესაგუებლად გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საბა საქართველოში ცეცხლს ანთებდა და სურს, რომ დანიაში კიდევ უფრო გაიზარდოს".

საბამ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება დანიურ გუნდს - გასული სეზონი "რანდერსმა" 33 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

tngh
საბა უფრო მარცხენა თავდამსხმელია, ვინემ ნახევარმცველი. გვეყო ამდენი ნახევარდამცველი. ფლანგის თავდამსხმელი გვინდა, რომელიც უკანაც დაიწევს.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა