ამასთან, პაპუნაშვილმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სარაგოსას" ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. პაპუნაშვილმა გიორგი ბრეგაძის შემდეგი კითხვა მოიწონა:

მკითხველი:

- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გილოცავ "სარაგოსაში" გადასვლას და წარმატებებს გისურვებ. მიუხედავად პატარა ასაკისა, ეს შენი უკვე მეორე ცდაა, ითამაშო ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პირველი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეგიძლია თქვა, რატომ ვერ მოახერხე თავის წარმოჩენა გერმანიაში?

- დიდი მადლობა. პირველ რიგში, გამოცდილების გამო. "ვერდერმა" ძალიან ბევრი რამ მომცა, განვითარებაში დამეხმარა. ბევრი ნიუანსი ერთმანეთს დაემატა: ტრავმები, ფსიქოლოგიური პრობლემა, მაგრამ ეს უკე წარსულია. ვერ მოვახერხე გერმანულ კლუბში  თავის წარმოჩენა და ადგილის დაკვიდრება...

მკითხველი:

- "დინამოში" ჩატარებულმა ბოლო ორმა მატჩმა ძველი გიორგი პაპუნაშვილი დაგვანახა, რომელსაც ყველა ელოდა და ძალიან ბევრი სტადიონზე მის სანახავად დადიოდა. სხვა შეხვედრებში კი თითქოს შებოჭილი თამაშობდი, ნაკლებად იღებდი თამაშს საკუთარ თავზე, რაც საკმაოდ კარგად გამოგდის. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? ფსიქოლოგიურად საკუთარი თავის რწმენა დაკარგე გერმანიის შემდეგ თუ რა მოხდა?

- მერწმუნეთ, ამის შემდეგ სულ ასე იქნება. რა თქმა უნდა, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნება რთული იყო და გამიჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

მკითხველი:

- როდესაც გაიგე, რომ შენით "სარაგოსა" იყო დაინტერესებული (და არამარტო), ალბათ, ბევრი იფიქრე, სად წასულიყავი. ვინ დაგეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც, ჩემი აზრით, მართებულია?

- ოჯახის წევრები და მეგობრები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მე მივიღე.

მკითხველი:

- შენ იმ თაობის ბიჭებს მიეკუთვნები, რომლებმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საკმაო წარმატებას მიაღწიეს. მას შემდეგ კი, მიუხედავად რიგი გამონათებებისა, თქვენი კარიერა, ყველასი ერთად, საერთო ჯამში, ისე ვერ განვითარდა, როგორც ამას გულშემატკივარი ისურვებდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ, მაგრამ მაინც, რა არის ამის მიზეზი? ჩემპიონატის დაბალი დონე, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ცხოვრების წესი, არაევროკავშირელობა? თუ ყველაფერი ერთად? შენი აზრით, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი რა არის?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ ვერ განვითარდა. გადახედეთ, ჩვენი თაობის ფეხბურთელთა უმრავლესობა უცხოურ კლუბებში თამაშობს, ეს კი, ჩემი აზრით, წარმატებაა.

მკითხველი:

- ისეთ გუნდში გადახვედი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ასპარეზობენ და მათგან ყველას აქვს ჯანსაღი პრეტენზია ძირითადში მოხვედრის. როგორ წარმოგიდგენია შენი როლი "სარაგოსაში" და რას ელი შენი ესპანური კარიერისგან?

- ძალინ წარმატებული კარიერის მოლოდინში ვარ, ეს ყველაფერი კი დიდ შრომას საჭიროებს, რისთვისაც მზად ვარ.

მკითხველი:

- არსებობს თუ არა ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ერთ გუნდში თამაშს ისურვებდი და რატომ?

- კი, ლეო მესისთან ერთად. ის საუკეთესოა!

მკითხველი:

- მას შემდეგ, რაც გიორგი აბურჯანიამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა "ხიმნასტიკში", ასევე ნორმალურად ათამაშდა კაკაბაძე, ალბათ, შენც გაქვს იმედი, რომ ესპანეთში გუნდის წარმატებებში შენს წვლილს შეიტან. რას ჰპირდები გულშემატკივარს, რომელსაც შენი წარმატება შენზე არანაკლებ გაუხარდება?

- მათ თავისი პროფესიონალიზმით მართლაც დაიმსახურეს ეს. მე კი გულშემატკივარს მონდომებასა და ყველაფერ კარგს ვპირდები.

მკითხველი:

- პირველ რიგში, გილოცავ, გიო, ტრანსფერს ესპანეთის ერთ-ერთ ისტორიულ გუნდში და წარმატებებს გისურვებ. რაც შეეხება კითხვას: ალბათ, გაქვს ინფორმაცია იმ ფეხბურთელებზე, ვინც კლუბში ირიცხებიან, განსაკუთრებით კი, გამოვყოფ კანს, რომელიც 8 წლის განმავლობაში იცავდა "ვილიარეალის" ღირსებას და ასევე, გეორგიოს სამარასს, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა "სიტისა" და "სელტიკში". როგორი გრძნობაა და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში?

- ამ ფეხბურთელების გამოცდილება პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარება. მათთან ერთად ერთ გუნდში თამაში დიდი სიამოვნება იქნება.

მკითხველი:

- მოგესალმებით, გიორგი. რა ემოცია გეუფლებათ 2012 წლის 28 მარტის გახსენებისას, როდესაც თქვენი გოლით დავამარცხეთ ინგლისელები? გმადლობთ.

- ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი იყო.

მკითხველი:

- გილოცავ, გიო, ახალ კლუბს. იმედი მაქვს, კლუბი შეგმატებს ბევრს და კლუბს ბევრ რამეს შემატებ შენც. თუ გაქვს ნატვრა ფეხბურთთან დაკავშირებით და რა არის ეს ნატვრა?

- ერთ-ერთი ნატვრა, რომელიც ესპანეთში მოხვედრა იყო, უკვე ამიხდა, დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული.

მკითხველი:

- ბოლო ერთი წლის მანძილზე იმდენი მოახერხე, რომ ევროპაში ბრუნდები. რა იქნება ამ სეზონში შენი მიზანი?

- ჩემი მიზანი "სარაგოსასთან" ერთად ლა ლიგაში დაბრუნებაა!

მკითხველი:

- გილოცავ ახალ გუნდში გადასვლას. შენი აზრით, რა არის შენი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები შენს პოზიციაზე და თუ მუშაობ მათ დახვეწაზე? გმადლობ.

- ვმუშაობ. ყოველ ვარჯიშზე ვცდილობ, საკუთარ თავს რამე ახალი შევმატო.

მკითხველი:

- ძალიან კარგი ტრანსფერია, გიო, გისურვებ წარმატებებს. მოგცა თუ არა თბილისის "დინამოში" დაბრუნებამ ის საჭირო თვისებები, რომლებიც დაგაკლდა "ვერდერში" თავის დასამკვიდრებლად?

- არ მგონია, რომ რაიმე დამაკლდა გერმანიაში. იქ თავი სხვა პრობლემებმა იჩინა.

მკითხველი:

- ყველაზე მეტად რაზე დაგწყდა გული "დინამოდან" წასვლისას?

- ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. "დინამო" ჩემი სახლი იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. მადლობა თქვენ ამ 7 წლისთვის.

მკითხველი:

- შენ მიერ გატანილი გოლებიდან რომელს მიიჩნევ საუკეთესოდ?

- ინგლისის ნაკრების კარში გატანილ გოლს.

მკითხველი:

- "დინამოში" დაბრუნდები ოდესმე?

- დიდი იმედი მაქვს, რომ კი.

მკითხველი:

- როგორ ფიქრობ, უახლოეს ხანში "სარაგოსას" ლიდერად ჩამოყალიბებას შეძლებ?

- ამაზე საუბარი არც ღირს. რა თქმა უნდა, შევძლებ!

მკითხველი:

- როგორ ფიქრობ, კარგი ფეხბურთის სათამაშოდ რა თვისება სჭირდება სპორტსმენს?

- ბევრი თვისებაა საჭირო. განსაკუთრებით კი, მონდომება, შრომა, ნიჭი...

მკითხველი:

- გიო, ერთი არასასიამოვნო ფაქტის გახსენება მინდა: მომენტი, როცა "დინამოს" კაპიტნის სამკლავური მოიხსენი. რა მოხდა მაშინ? რამ გაგანაწყენა?

- მაშინვე მოვიხადე ბოდიში. ეს არასწორი და არასასიამოვნო საქციელი იყო. ახლა ამ ამბის გახსენება არ ღირს. გაუცნობიერებლად არასწორად მოვიქეცი.

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური
დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს
პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა