წარსულში ფეხბურთელი და მწვრთნელი ყაზბეგ თუაევი ქართულ ფეხბურთზე არცთუ მაღალი წარმოდგენისაა
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ყაზბეგ თუაევი azerisport.com-ს ესაუბრა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია"-"ყარაბაღის" მეტოქეობაზეც ისაუბრა.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

ჩანს, რომ ბატონი ყაზბეგი, რომელიც თავის დროზე სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა დროს კი ბაქოს "ნეფთჩისა" და ეროვნულ ნაკრებსაც წვრთიდა, ერთობ ცუდი აზრისაა როგორც საქართველოს ჩემპიონზე, ისე მთლიანად დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე...

- ევროთასებზე მეტოქეებს თუ გადავხედავთ, აზერბაიჯანულ გუნდებს მათი ბარიერის იოლად დაძლევა არ უნდა გაუჭირდეთ. ეგღა გვაკლია, სასტარტო რაუნდებიდან გამოვარდნენ. ყველა თვალსაზრისით, ჩვენ მაღლა ვდგავართ მათზე.

- ფინანსურად...

- ასე ნუ ვიტყვით. თუმცა, სინამდვილეში ასეცაა. განსაკუთრებით ეს "ყარაბაღს" ეხება, რომელმაც იოლად უნდა გაიაროს "სამტრედია". სხვაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

- აგდამური გუნდის მთავარი მწვრთნელი ყურბან ყურბანოვი და კაპიტანი რაშიდ სადიხოვი კი უფრთხიან მეტოქეს...

- ეს მათი საქმეა, მაგრამ თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ.

- ნუთუ საქართველოს ჩემპიონებისგან სიურპრიზს სულ არ უნდა ველოდეთ?

- მათ დიდი ხანია ამოწურეს თავიანთი სიურპრიზები. დღეს აზერბაიჯანული ფეხბურთი აღემატება ქართულს. თუმცა პატივს ვცემ ქართულ ფეხბურთს, მის მდიდარ ტრადიციას...

- წლების წინ ის ჩვენთვის სამაგალითო იყო, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი უკეთესია. ეგ კი არა, აზერბაიჯანის ნაკრებიც მაღლაა რეიტინგში...

- რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს წინსვლა. ხოლო იმაზე, საქმე ცუდად რომ აქვთ, უმჯობესია, ქართველებმა თავად იფიქრონ. მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთულ კლუბებში გამოდიან, თუმცა საკლუბო ფეხბურთი, რბილად რომ ვთქვათ, ჩამოგვრჩება.

ფსევდო
ამ ხალხმა სწოორედ დაიწყეს საქმის კეთება და დღეს უეჭველი ჳვენზე წინ არიან. სრ თქვათ ეხლა ბევრი ფული აქვთო!!! ფულთან ერთად ტვინიც და ფეხბურთის სიყვარულიც ჩვენზე მეტი აქვთ. ნახეთ დასწრება თამაშებზე და მიხვდებით რო სწორად დათესეს ჩვენგან განსხვავებით და ხო ხედავთ უკვე მკის ამბიციაც ააქვთ. არა და ჩვენზე წინ არიან. კაროჩე მაგარ .... ვართ. და არ იფიქროთ რო რამე გვეშველება. სანამ ძირში ჯამრთელ საძირკველს არ ჩავყრით შანსი არ გვაქ. მარა ეს ამბიციები მაინც რო გვაქ მაგი მაცოფებს. რას ვაკეთებთ რო მოვითხოვთ?! არაფერს ხალხო არაფერს
გოგა
რაა ტყუილს ამბობს ეს კაცი?სად გვაქ ჩვენ ფეხბურთი?ის რასაც ჩვენი გუნდები თამაშობენ ფეხბურთი არაა.ესაა წვალება.უაზრო და დამდგარ ფეხბურთს დღეს მარტო ჩვენთან თამაშობენ.
miSha
მართალია ეს კაცი რა სუპრიზებს უნდა ელოდო ქართული კუბისგან დიდიხანია ამოწურეს სურპრიზები ყოველი სეზონი უკვე 25 წელია იქნებ რაღაცა მაგრამ უკან უკან მიდის და რა სუპრიზებს უნდა ელოდო ობიექურია ეს კაცი
vep1963
ტუაევი და მისნაირი ხალხი რას როგორ ამბობს და ფიქრობს სულ ერთ ადგილზე მკიდია.აქ სამწუხარო ისაა ,რომ ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთ სიტუაციაშია დამნაშავენი ჩვენა ვართ სუყველა ,განსაკუთრებით ყველა ის ადამიანი რომლებსაც ყველაზე დიდი სიტყვა ეთქმის და ეთქმოდა ქართულ ფეხბურთში სწორედ ამ ხალხის ყვარყვარეობამ და მუცელღმერთობამ ქნა ის რომ ხელისუფალნი და ყველა ფეხბურთის არმცოდნი ხალხი აფათურებდნენ ხელს ფეხბურთის საქმეებში.ამის შედეგი კი სახეზეა.ახლანდელი სსფ-ს ხელმძღვანელობა ჩემის აზრით სწორ გზაზეა, მაგრამ პრიორიტეტები ერევა და თუ ასე გააგრძელეს სანუკვარ შედეგს ვერ მივიღებთ ,ფული კი ისევ უმიზნოდ დაიხარჯება.აქვე მინდა დავამატო და ვთქვა ,რომ მესმის მათიც ,მათ უნდათ ხალხს დაანახონ,რომ საქმეს აკეთებენ,კლუბებს ეხმარებიან თანხებით ,აქეთ ნაკრებები და აშ,მაგრამ ეს ყოველივე ბლეფია. მათ უნდა ეყოთ გამბედაობა და ხალხს უნდა უთხრან ის სიმართლე რასაც ხალხი თვითონაც მშვენივრად ხედავს.არანაირი ნორმალური საქეხბურთო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში ,აქ ერთი და თუნდაც ორი კლუბი საქმეს ვერ უშველის.ჰოდა ბატონო იმ თანხების 70-80 პროცენტი უნდა მოხმარდეს ამ იმფრასტრუქტურების შექმნასა და საქეხბურთო კადრების მომზადება გადამზადებას.ამას კი შედეგი უცილობლად მოჰყვება.რაც შეეხება აზერბაიჯანს მათმა კი შეუქმნეს კლუბებს შედარებით ნორმალური პირობები მაგრამ ძირითადად ფულს მოწვეულ ფეხბურთელებში ხარჯავენ ეს კი შეიძლება ამ ეტაპზე რაღაც წინსვლაა მაგრამ სამომავლოდ მათ უცილობლად ჩიხში შეიყვანს.
meocnebe ixvi
რა თქმა უნდა სიმართლეა რასაც ეს მთხლე ამბობს, მაგრამ რატომაა რომ ასეთი უდიერი დამოკიდებულება მეტოქის მიმართ მხოლოდ აზერებს და თურქებს აქვთ? პირველად ხომ არ ხდება არა რომ აზერები ასე ლაპარაკობენ ჩვენზე. აზერებზე უკეთეს ევროპულ გუნდებსაც შევხედრილვართ მაგრამ არავის არ დაუწყია დაცინვა ჩვენზე, ჩვენების მხრიდანაც არ მახსოვს მეტოქისადმი უდიერი დამოკიდებულება (არც ერთ სპორტის სახეობაში). თურქ-აზერებს კი ღირსება არ გააჩნიათ, პატივისცემა რა არის წარმოდგენაც არა აქვთ, ამიტომაც იქნებიან ყოველთვის ღორები, ვერც ნავთი უშველის და ვერც ალაჰი.
რეზო
უნამუსო ვიყო მართალია ეს კაცი
nugo
ეს ეტყობა თავის დროზე მაგრა გაამწარეს ქართველებმა (რაც სრულიად ლოგიკურია) და ახლა ანთხევს ბოღმას! ვინც მაგის გუნდს ბურთი თავზე არ დაახიოს და ისე არ ........
lika
აზერბაიჯანელებიც რო დაგვცინიან, აფსუს!!!
Irakli
Ise am azeris sitkvebma ki ar unda gagvabrazos unda dagvapikros!
gia
რას ამბობ იუზგარ. ღირსები ხართ პირველივე თამმაშში დაგაკარგინოთ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი
LIVE
და რატომ ნერვიულობთ ვერ გავიგე არ გაულანძღივართ იმ კაცს შეხედეთ ყარაბახის ბიუჯეტს და მერე სამტრედიისას გუნდს წლებია აშენებენ და ყოველ 6 თვეში არ ცვლიან შემადგენლობას ყველა ფეხბურთელს აქვს ნორმალური პროფესიონალური კონტრაქტი სავარჯიშო პირობები ნორმალური სტადიონი და მეტი რაღაა ფეხბურთი სამტრედია ვერ გავა მაგრამ თუ გავიდა ახალი მედალი გვექნება დასაწესებელი სპორტული მამაცობისთვის ესაა სამწუხარო რეალობა და ეს სიტყვებიც ყაზბეგასგან ამ რეალობას ასახავს ასე რომ ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ყ-ვ-ე-ლ-ა-ნ-ი ს-ტ-ა-დ-ი-ო-ნ-ზ-ე
c
სამწუხაროდ , მწარე რეალობაა რაც ამ ვიგინდარამ ილაპარაკა! ჩვენთან ფეხბურთი დღეს არარსებობს.. ყიფო, ჩივაძე, ქინქლაძე, არველაძე, კალაძე ასეთი ფეხბურთელების გამზრდელ ქვეყანას დღეს აზერ5ები დაგვცინიან, სამარცხვინოა და მეტი არაფელი!
Shota
სრული სიმართლეა, სამტრედიის გასვლა იქნება მაგარი გმირობა, ესაა დღეს რეალობა და უბედურება
მიშა
უბრალოდ აჩვენეთ ამ ...რა არი ფეხბურთი და მათი მკვეხარა სიტყვები .... ამ ....მაინც არ იცოდეს რასნიშნავს ქართული ფეხბურთი მართლაც რომ ნული ვიყოთ მორიდებით უნდა ისაუბრონ ქართულ ფეხბურთზე რადგან მისი თვალით ექნება ნანახი რავართ ამ საქმეში .... ბიჩებო უბრალოდ გული დადევით და ანახეთ რასნიშნავს ფეხბუთ თუნდაც წაგოთ ამ ფულით გასიებულებთან ასწავლეთ ფეხბურთის სილამაზე თქვენ ეს შეგიძლიათ და უნდა ჩაგდოთ ნოკაუტში მთელი საქართველო თქვენთანა ცეცაძე ამოიღე ეგ შენი საფეხბურთო ტვინი და დაუდევი მაგ .... შენი იმედი გვაქ
გიორგი
მიდით ბიჭებო გაუყარეთ ერთი მაგრად კარაბახს და საბოლოოდ დარწმუნდნენ რომ წინასწარ ნუ პროგროზირებენ
ზურა
რა მოხდა,რატომ შევიცხადეთ? არ გავულანძღივართ ამ კაცს და არ ვუგინებივართ. სრული სიმართლე თქვა. ხოლო, თუ მიგვაჩნია, რომ ცდება, ჰა ბურთი და ჰა მოედანი. გავიდეს სამტრედია და თამაშით დაუმტკიცოს.
გიორგი
ქართული სახელი კი აქვს :) "პ"-ს: სამტრედიის და ცეცაძის როგორ გეიმედება? მაგ კაცის გაწვრთნილ გუნდებს რაც ვუყურებ დაცვა საერთოდ არ ყავს. ნახე რა თავისუფლად ისეირნებენ აზერბაიჯანელები ჩვენს საჯარიმოში...
55555
ტუაევი ფეხბურთის ლეგენდა აუტების მოწოდებაში.
პ
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ ყველაზე მეტად სამტრედია მეიმედება..ცეცაძე მეიმედება გუნდი მაგრად დაქოქა..
zaza
ხო რა, არ არი რო მართალი? არც მაგათი ფეხბურთი უქნია მერთს, მაგარმ ქართული ფეხბურტის რეანიმირებაც კი შეუძლებელია.
Qartveli888
როგორ მინდა სამტრედიამ მოიგოს და ეს კაცი სიმწრისგან ტიროდეს, მაგრამ როგორ გინდა ირწმუნო იმ გუნდის, რომელსაც არც ბაზა აქვს, არც ნორმალური ბალახის საფარიანი სტადიონი, არც ოფიციალური საიტი და არც თავდამსხმელი ჰყავს????!!!!
mixo
სამწუხაროა, მაგრამ მართალია ეს კაცი, რა თქვა ტყუილი?
მმმ
ფულის და უცხოელი ლეგიონერების გარდა მათი კლუბების უპირატესობა იმაშიც არის რომ აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს იშვიათად იწვევენ საზღვარგარეთ და სტაბილურად ყავთ შემადგენლობა წლების განმავლობაში. ჩვენთან კიდე ვინც ნიჭიერი გამოჩნდება ორ წელიწადში უკვე უცხო კლუბები ეპატიჟებიან.
jj
ცუდი მოსასმენია, უცხო ადამიანი რო გაკრიტიკებს, მაგრამ ქართული ფეხბურთი, რომ უფსკრულში გადაჩეხეს, ძირითადად კლუბის დირექტორებმა და მწვრთნელებმა, რომლებსაც ფულის გამოწველის გარდა, სხვა ინტერესი არ ამოძრავებთ და ქართული ფეხბურთის განვითარება ფეხებზე ჰკიდიათ, ფაქტია! ყველას არ ეხება, მაგრამ უდიდესი უმრავლესობას კი!
ნოდიკო
ამათ აქვთ კომპლექსი,თორემ ჩვენთვის ხომ ფეხბურთში აზერბაიჯანი არასოდეს ყოფილა მიბაძვის ობიექტი.მესხისა და ყიფიანის თაობების დინამოსთან ამათი ნეფტჩი და ნეფტიანიკი ხომ მოსატანი არ არის და ეხლაც რაც არ უნდა დავარდნილები ვიყოთ მაინც ფაქტია ჩვენ ესპანეთს შეიძლება მოვუგოთ ესპანეთში და ესენი ამას შეძლებენ როდესმე?თვითონ ეს ტუაევი მახსოვს საკავშირო მასსტაბით ერთი სრედნიაკი ფეხბურთელი იყო,აუტებს აწვდიდა აქტიურად.წარმატებები ყაზბეგ....
საჩხერელი
სხვისი ნუ გვიკვირს,ბევრი ქართველია ჩვენი გუნდების წაგება რომ უნდა.
emigranti
ნუ გვწყინს არასწორს არაფერს ამბობს რაც არ უნდა მწარეთ მოგვეჩვენოს
"სწორია", "არასწორია", "რა თქვა არასწორი" და ა.შ.-თან დაკავაშირებით
ამ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს და რა ფორმით. ამ (...)კაცის წინა ინტერვიუებიც გვახსოვს, მისი ე.წ.ეროვნულ/ნაციონალურითა და ძველი(ს) კომპლექსებით მომენტებით გაჟღენთილი ინტერვიუები ("ბაქაოში "ნეფთჩი" იგებდა და თბილისში "დინამო", არაფრით ჩამოვრჩებოდითო..."). აზერბაიჯანის სირცხვილია ამ კაცის ასეთი "გაჯეჯილება" და დაახლოებით, საქართველოში მაცხოვრებელი (არა ადგილობრივი წარმოშობის, ჩამოსული) სომეხის ინტერვიუსნაირია... P.S."განსაკუთრებული თავდადება და სპორტული "ჯიგარი" უნდა გამოავლინოს სამტრედიამ და გულშემატკივრობა სათანადო!
დავითი
ძველი თაობის გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ და დამეთანხმებიან რომ როცა ტუაევი თამაშობდა, აზერბაიჯანში მიაჩნდათ რომ იგი არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტრეველს,თავადაც ასე ფიქრობდა....რაც შეეხება ნაკრებს სულ რამდენიმე მეორეხარისხოვან თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული
დავითი
ძველი თაობის გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ და დამეთანხმებიან რომ როცა ტუაევი თამაშობდა, აზერბაიჯანში მიაჩნდათ რომ იგი არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტრეველს,თავადაც ასე ფიქრობდა....რაც შეეხება ნაკრებს სულ რამდენიმე მეორეხარისხოვან თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული
svan
უმეტესი სიმართლე თქვა მაგრამ "აზერ ჩაი" ხართ "აზერ ჩაი" და ცოტა დიპლომატიური პასუხი! მაგრამ თქვენი ჩემპიონატი და საერთოდ აზერბაიჯანული ფეხბურთი ლეგიონერების გარეშე ხომ არაფერია - ესეც მწარე რეალობაა
samtredski
ამათი აზერული ფეხბურთი არ გაიშვა ფულბურთი კი გვეთამაშეთ მარტო აზერებით და ვნახოთ.
თამაზინო
ფუი, რა დრო დადგა?! ყიფო, მესხები , მეტრეველები ალბათ საფლავში ტრიალებენ, აზერების ასეთ "ბლატაობას". ახია ჩვენზე, არც ქვეყანა გვიყვარს და ფეხბურთიც დავასამარეთ, ფარსადანოვიჩის მერე ხომ ფედერაციაში ჯერ ვერ ვნახე ვინმე საქმის მკეთებლები, რომ მთავრობასთან ერთად შეიმუშაონ ფეხბურთის განვითარების პროგრამა. ის ფონდი მხოლოდ დაძაბულს გახდის ჩემპიონატს, კლასს კი ვერ აამაღლებს. ნეტავი ვცდებოდე
jiji
ეს გააზერებული ოსი აბა, კარგს რას იტყვის! რაც ამას ქართველი მცველებისგან სიმწარე ახსოვს! ფეხს არ ანძრევინებდნენ! ისე, ჩვენთვის სტიმულია. უნდა გადაუარო სახლშიც და მიხვდება, რომ კიდევ შეგვიძლია!"აგდამია" რა, "ბარსელონა" ხომ არა! გიას და ბიჭებს შეუძლიათ ეს, თუ ჯიგრიანად, ქართულად გაირჯებიან! მერე დასჭრას მაგან, თავები აგდამის ცენტრში, მოედანზე, კაპიტანს და მწვრთნელს! თვითონაც მიჰყვეს თუ უნდა..!
d;g
სამტრედიას ტუ გვინდა კარაბახტან სირცხვილი არ ჰამოს ბაკოსში დაცვაში უნდა იკვეს გამაგრებული და კონტრ შეტევაზე უნდა დაიჰიროს მეტოკე ; სხვა გვარად გავნადგურდებიტ
Rezo
კარგი სტატიაა ბიჭების სტიმულის ასაწევად... დავამტკიცოთ რო ცდება ბიძა....
levani
სამწუხაროდ მართალია, ვიყოთ იმედიანად (რომელიც ბოლოს კვდება), მარა ბოლოს როდის მოვუგეთ აზერულ კლუბს?
oto
აი სირცხვილი,დააქციეს ქარტული ფეხბურტი ქარტველმა ვირტხებმა
gg
სწორია ეგ კაცი.თუმცა ვნახოთ იქნებ გაგვივარდეს
dato
ცოტახანში უარესებს იტყვიან კარგად მივდივართ წინ კაია
Barsaa
Yყყყველამ მივიდეტ და Dაუმტკიცოტ რო Mაგრები ვარტ სამტრედია მაგარია
d/g
ცეცადზე დაცვა ტუარ გააზლიერე გაბალა მონაგონი იკნება
თბილისი
ვისაც ეჭვი ეპარება მალე ნახავს როგორ გადაუვლის „ყარაბაღი“,ორივე მატჩში.
qomagi
ეეჰ, ეს ის შემთხვევაა, როცა თავს ზემოთ ძალა არ არის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქომაგების უმრავლესობა გაღიზიანდა ამის ნათქვამზე, მაგრამ რეალობა მწარეა ...
ქომაგი
რა თქავა არასწორი და ,,ყარაბახია" და არა მანჩესტერ იუნაიტედი, ვინ ჩემი ფეხებია პირველი საკვალიფიკაციოდან იწყებს თამაშს.
DK
ერთი ჩაკვეტაძე მირჩევნია მთელ ამათ ჩემპიონატს....ფაქტია, რომ ფინანსურად და ორგანიზაციულად ჩვენზე უკეთ გამოიყურებიან, მაგრამ შრომისა და ნიჭის წყალობით ადრინდელი სტატუს-ქვოს აღდგენა სავსებით რეალურია. კარგია, რომ ასე ლაპარაკობს.....უფრო ადრე გაიღვიძებს ჩვენი პატივმოყვარეობა!
juve
თქვენ გაქვთ ნავთი! - ეგ არი თქვენი ნიჭიც, უნარიც, საკლუბო ფეხბურთიც და საერთოდ ყველაფერი!
rloma
11 კასციდან 10 უცხოელი გკაწწტ და რანაირად კწია მაგას აზერული პეხბურტი))
m.m
მონა რატომაა, რა თქვა არასწორი ამ კაცმა მე ვერ გავიგე, ჩვენზე მაღლა არიან ამ ეტაპზე
Guadua
ქართველები ქართულ ფეხბურთს მაინც თამაშობენ ავად თუ კარგად,ამათ კი ყველა ნაყიდი ჰყავთ, უბრალოდ გაუგებარი მოვლენაა აზერბაიჯანული ფეხბურთი. ვიყიდოთ ჩვენაც სულ უცხოელები და ვითამაშოთ დანიურ ან შვედურ სტილში, იქნება ეს ქართული ფეხბურთი? ორიდან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან საკუთარი სტილი, ან მხოლოდ რეზულტატი ნებისმიერ ფასად. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს. როგორც ცნობილია დღეისათვის ყარაბახის ხარჯები მეტია ვიდრე შემოსავლები. აი ესა მაგათი სიმართლე, იმავე დღეშია გაბალა, ამათ რესურსი აქვთ მაქსიმუმ კიდევ 1-2 წელი და მერე ალბათ სახელმწიფო დოტაცია მოუწევთ ან სომხებივით 6 კლუბიანზე გადავლენ ,თუმცა 8 კლუბიანზე უკვე ისედაც არიან.
Ultranationalist
შეიძლება ასეც იყოს რასაც ეს ამბობს მაგრამ ცოტა დიპლომატია უნდა გამოიჩინოს, ასე ფიქრობდნენ ბურსასპორშიც მაგრამ თავები დავაყრევინეთ
euhhh
zalian mwarea simartle(((ase kritikit chveni sportuli jurnalistebi miudeqit sakitxs da mjera gveshveleba.guli mikvdeba ase agdebulad rom saubrobs(samwuxarod simartles)((((kobis waakitxet es statia da mtlian pederacias,iqneb qartulma siamayem gamoapxizlot
მე
... და რა თქვა ამ კაცმა არასწორი!?
ქომაგი
გაგორდეს ამათი თავები! სტადიონზე მისვლას ნუ დავიზარებთ :)
ანესთეზეოლოგი
ეს მონა ნახე რა რა დღეშია, რა წარმოდგენა აქვს, პრემიერლიგაში გონია ალბათ თავი მაგრამ იმას ამბობს რასაც ხედავს ჩვენი "ბედოვლათი" კლუბების შედეგებიდან გამომდინარე. ამის წაკითხვის შემდეგ უბრალოდ თავმოყვარეობის საკითხია სამტრედიისათვის ყარაბაღის გაგდება
vd
აფსუს?
კახა ქირია
რა ძნელია როცა გინდა რომ პასუხი გასცა და ვერაფერს საწინააღმდეგოს რომ ვერ პასუხობ.არადა რა დრო დადგა-სად "ნეფთჩი" და სად "დინამო" პრინციპში მაშინ ნაკრებები არ იყვნენ
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ყარაბაღი VS სამტრედია - კავკასიური ფეხბურთის წრე
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ
ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]
პრობლემა: ალიევის, "ყარაბაღის" დოლარებისა და ჩამორჩენის ფონზე...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ვინაა "ჩელსი"-"ყარაბაღის" მატჩის მონაწილე "უცნობი ქართველი"
გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]