დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ბოლო ტესტ-მატჩს სტუმრად არგენტინის ნაკრებთან ჩაატარებს
დღეს, 24 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ბოლო ტესტ-მატჩს სტუმრად არგენტინის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა ქალაქ ჰუჰუიში თბილისის დროით 23:15 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "იმედი" წარმოადგენს.

არგენტინასთან თამაშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა და კომენტარი გააკეთა.

- მილტონ ჰეიგი: "შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება"

- "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია

- "ბორჯღალოსნების" Mannequin Chalange სან სალვადორში [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ტურნეში მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" მანამდე სტუმრად კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს, არგენტინელებმა კი ინგლისის არაოპტიმალურ ნაკრებთან ორივე ტესტი დათმეს (34:38 და 25:35).

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]

- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

საქართველოს და არგენტინის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ და გამარჯვება ყველა ჯერზე სამხრეთამერიკელებს დარჩათ. "ბორჯღალოსნებმა" "პუმებთან" სამჯერ მსოფლიოს თასზე წააგეს - 3:33 (2007 წ.), 7:25 (2011) და 9:54 (2015) და ერთხელ ტესტ-მატჩში - 18:29 (2013, სან ხუანი).

საგულისხმოა, რომ თუკი "ბორჯღალოსნები" ამჯერად არ წააგებენ არგენტინასთან, ხოლო იაპონია შინ ირლანდიასთან დამარცხდება, მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ და მე-11 ადგილს დაუბრუნდებიან.

- თუ "ბორჯღალოსნები" არ წააგებენ, რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ

გიორგი
კომენტარებში ხართ ზოგ-ზოგიერთი ჭირვეული ბავშვები. ნაკრებში იგრძნობა პროგრესი ხაზით თამაში ფლანგებზე უპირატესობის შექმნა სრაფი რაქი რაც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე რაგბიში. მიმდინარეობს თაობათა ცვლა ახალი გუნდის ჩამოყალიბება . 4 ლელო დავუდეთ არგენტინას ხოლო არგენტიმა 5 ლელო დაგვიდო მხოლოდ 1 ლელოთი მეტი. ეს იმ პირობებში როცა ჩვენი შიდა ჩემპიონატი არ არის პროფესიონალური და გუნდების უმეტესობას არ ჰყავს ფიზმომზადების და კვების მწვრთნელი ,,ხოლო მორაგბეები ენთუზიაზმზე თამაშობენ ,რამეთ კატასტროფული ხელფასია და კვების რეჟიმსაც კი ვერ იცავენ ამ ხელფასით. ა ლიგაში საერთოდ ექიმიც კი არ ჰყავს გუნდებს და არც ხელფასი აქვთ იქ მთლიანად სამოყვარულოა ენთუზიაზმზე მოთამაშე ხალხი. 2 წელია დარჩენილი კიდევ იმუშავებენ დისციპლინაზე აუტებში თამაშს გააუმჯობესებენ ხელით კომბინაციებს კიდევ დახვეწენ.ახალ მოთამაშეებს შეარჩევენ და ავალთ უფრო მაღალ დონეზე. 6 ერში კი ისედაც არ მიგვიღებენ სულ საფრანგეთი და ირლანდია რომ დავამარცხოთ რამეთ რუმინეთმა ეს მოახერხე 30 წლის წინ როდესაც ტოპ ნაკრები ჰყავდა მაგრამ ფეხებზე დაიკიდეს რუმინეთი .მანდ არის მთავარი ფული და მორჩა. საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და ის ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს 6 ერს.
zura
რა 6 ერი, ამ ნაკრებით 6 ერი კი არა სადაც ვთამაშობთ იმაზე მეტი არც გვეკუთვნის.
glaxuna
ორი დეზერტირი მორაგბე გაჩერდი მეგობარო,გ ა ჩ ე რ დ ი ... აზზრზე არა ხარ და ამიტომ. სად რაგბი და სად ფეხბურთი,ანუ ბრანჭია მამაკაცების სპორტი,ერთი შეჯახება და 15 წუთი რომ დგებიან! ვერც გორგოძე და ვერც ზირაქა ვ ე რ იქნება ფორმაში მსოფლიო თასის ფინალისათვის,ანუ წლების გამო მათ დღესაც ე ტ ყ ო ბ ა თ პრობლემები თამაშში...აქ უდიდესი ენერგია,ფიზიკა,სისწრაფე,ტემპი და სომძლავრე გჭირდება! მართლა ფიქრობ ?!- შენზე ნაკლებად უნდათ გააგრძელონ ქართული რაგბის ღ ი რ ს ე ბ ი ს დაცვა და თამაში არ უნდათ ?!
tngh---------->glaxunas
გულწრფელად მიხარია ამ საიტზე, რომ გხვდები. თანაც ბევრ საინტერესო კომენტარს სწერ. გეთანხმები, რომ უშანსოდ არ ვართ. არც საქართველო იღუპება, როგორც შენ ხშირად დაგვძახი.
ორი დეზერტირი მორაგბე
ირაკლის და მურტალოს წასაკითხად ვწერ. მაგ ლოგიკით მესი და რონალდო საერთოდ არ უნდა იყვნენ თავიანთ ნაკრებებში. ერთიც და მეორეც ფორმის პიკშია და არგენტინაშიც და პორტუგალიაშიც უამრავია მოთამაშე ვისთვისაც ნაკრებში "გზის დათმობა შეიძლება" სიხარული ნეიმარმა მთელ ბრაზილიას მიანიჭა წელს, გორგოძესა და ზირაქიშვილზე სახელოვანიცაა და დამსახურებაც არანაკლები აქვს უკვე, რა დაანებოს ნაკრებს თავი?? რა მაგალითს აძლევენ ახალგაზრდებს?? აფრასიძემაც მოგვანიჭა სიხარული და მოაწერა კონტრაქტსაც ხელი, რა.ახლა სხვას დაუთმოს ადგილი? გორგოძეს და ზირაქიშვილის გვერდით უფრო არ გაიზრდებოდა თაობა? დეზერტირები, დაურტყეს ბიჭებმა ხელფასები და მოიხადეს ვალი უკვე?? მაგათზე სახელოვანი სპორტსმენები გვყოლია, მაგრამ საქართველო ხელფასზე წინ დაუყენებიათ, თუნდაც ფაჩულია ავიღოთ.
სოსო
ეეჰ,სანამ მასეთ მკრეხელობას პირიდან ამოუშვებ,უნდა დაფიქრდე და მერეც როცა დაფიქრდები ათასგზის ხმა აღარ უნდა ამოიღო.მამუკაძე და ზირაქაზე მასეთი სიტყვები რომ ამოთქვა ,მათი მეათედი ოფლიდა ჯანი მაინც უნდა გქონდეს ჩაქცეული ნაკრებისათვის,დაწყვეტილ კუნთებზე და ძარღვებზე აღარაფერს ვიტყვი. ჩემი მხრიდან ეეჰზე,მართლა ეეჰ,არგუმენტები კი ირაკლის პოსტში წაიკითხე.
nikola
ორი ტესტ მატჩი მოიგეს ეს საკმარისია..იმ თამაშებმა აჩვენა ჩვენი ნაკრების სუსტი მხარეები როცა თამაშს იგებენ...ეხლა არგენტინასთან ცოტა კლასს აიმაღლებენ და გამოცდილებას მიიღებენ..ისე არ მინდა გამომივიდეს მოგება არ მინდოდეს,მაგრამ მე იმის მომხრე ვარ რომ ამ თამაშებში ჩვენი გუნდი მიუახლოვდეს სასურველ კონდიციას....
irakli81
ვეთანხმები იმ აზრს, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი ჭირდება და ახალი მოთამაშეების თამამად ინტეგრირება ნაკრებშუ ოცწლამდელებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ჰეიგს მის მოღვაწეობას ერთმნიშვნელოვნად ტდადებითად ვაფასებ და მადლობის მეტი მასთან არაფერი გვეთქმის. არგენტინასთან კი ჩვენი შანსები ძალიან მცირი მგონია, მაგრამ მაინც მაქვს ჩვენი ბიჭების იმედი. წარმათებებს ვუსურვებ ჩვენებს.
glaxuna
რაქებში და გადაყრაზე გიჟებივით თამაში,ფლანგებიდან მოლებით ლელოებზე,აგრესიული დაცვა და შეიძლება დაამარცხო არგენტინა !
ირაკლი
დეზერტირიც ხარ და ლილოს ბაზრობაც )))) რაც მაგ ბიჭებს სიხარული და სიამაყის გრძნობა მოუნიჭებიათ ჩვენთვის ეგრე არ უნდა მოვიხსენიოთ. ეგ ერთი )) ახლა მეორე, როცა მიდიხარ ნაკრებიდან სპორტსმენი, ცდილობ პიკში წახვიდე რომ ვიღაცამ არ თქვას ეს ისე ვეღარ თამაშობსო და სულ წარსულ იარ გაგახსენონ. ეს მეორე )) და ბოლოს, დეზერტირმა გორგოძემ ყველაზე კარგად იცის თავისი კონდიციები. იცოდა რო მომავალ მსოფლიო ცემპიონატზე ვერ დაეხმარებოდა ნაკრებს და იმ დროს წავიდა როცა კიდევ საკმაო დროა დარჩენილი რო სხვა მოთამაშე ჩაჯდეს მის ადგილას, შეეწყოს და შეუთამაშდეს ნაკრებს ორგანულად. ეგაა რა :)
murtalo
ზოგ-ზოგიერთმა ჯობია ჭკუას მოუხმოს, სანამ ჩვენს სახელოვან ვეტერანებს დეზერტირებად მოიხსენიებს... მას ჭკუის გარდა ნამუსიც არა აქვს.
JAGA-s
ოცნებებში ხარ გადავარდნილი მეგობარო. შეტევა საერთოდ არ შეგვიძლია, მარტო დაცვით ვთამაშობთ. ყველა კომპონენტში უფრო ძლიერია არგენტინა, შერკინებიდან დაწყებული.
ეეეჰ
რა მოგებაზეა ლაპარაკი, ვინც კარგი მოთამაშეები იყვნენ, "გზა უნდა დავუთმოთ სხვებსო" იქით ვალი დაგვადეს. ორი წამყვანი მოთამაშე რო გამოუკლო არგენტინის ფეხბურთის ნაკრებს ისიც საშუალო გინდი გახდება. ჩვენი ნაკრები განახევრდა იმ ორი კაცის დეზერტირობის გამო
J A G A
მე არ გამოვრიცხვა რომ დღეს შუა ღამეს ჩვენმა ლომებმა პუმები დატორნონ ) ) ) ეს სენსაცია იქნება და ამით ყველანი მაგრად გავიხარებთ )))) აბა ჰეეეე ლომებო, ტორებით გადაუარეთ პუმებს ...
სოსო
მიდით ბიჭებო,თქვენ გენაცვალეთ!აჩვენეთ არგენტინელებს,რომ მარტო ახალგაზრდები კი არა,თქვენც თამაშობთ უკვე თანამედროვე რაგბს.ვიცი მთელ თამაშს მასეთ ტემპში ვერ გაქაჩავთ,მაგრამ თამაშის დროს ფრაგმენტულად,ჩვენს ტრადიციულ თამაშს თუ იმ ახლებური თამაშით შეცვლით,იქნებ მოულოდნელობის ფაქტორმაც იმოქმედოს და ტემპსაც გავუძლოთ. ცვალებადი ტემპით თამაში ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია და იქნებ აქაც გაამართლოს. ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო,გაგიმარჯოთ!
c
დღეს არგენტინას ვუგებთ
svan
გამოვა ჰეიგი და იტყვის აი ორი მატჩი ხომ მოვიგეთ დადებითი შედეგია! მაგრამ ამ თამაშით 6 ერში ვერ ვითამაშებთ და იმედია მსოფლიომდე ეს მწვრთნელი წავა თორემ შევრცხვებით
ირაკლი
არგენტინა რასაც წარმოადგენს ყველამ იცის. ტემპი ბიჭებო, სწრაფი ტემპი. ეგაა რასაც ჩვენც ვერაფერს ვუპირისპირებთ და ეგაა რასაც ვერავინ ვერაფერს უპირისპირებს. სისწრაფე გვჭირდება. რაქის სწრაფი გაწმენდა, აზრიანი დარტყმები, მძლავრი მოლი და შერკინება და გვაქ შანსები. გიყურებთ მთელი საქართველო. ვიცით რო თავს არ დაიშურებთ და ამიტომ უყვარხართ ყველას. თქვენი იმედი გვაქვს. დალეწეთ დაჩეჩქვეთ რაგენაღვლებათ ))
მიროსან
ბიჭოოოო იმ კაცის დედავატირე გულში რო პატარა იმედის ნაპერწკალი არ უკიაფიბს- იქნება და მოახდინონ სასწაული ბიჭებმაო... :-) არგენტინა რო დღესდღეისობით ჩვენზე ერთი თავით მაღლა დგას ამას მარტო ბრმა თუ ვერ ხედავს, მაგრამ ასეთ თამაშებში უნდა მოვიდეს ის კლასი და გამოცდილება რაც აკლია ჩვენს ნაკრებს და რაც მოიხვეჭა არგენტინამ ზე რაგბში გაწევრიანებით... და კიდე... დამერწმუნეთ ჩვენ ბიჭებს რო რეგულარული პრაქტიკა ქონდეთ ბობოლებთან თამაშის, იმაზე ადრე ასწევდნენ სათამაშო დონეს მალა ვიდრე ეს არგენტინამ ჰქნა! წარმატებები ჩვენს ბიჭებს, ღმერთი თქვენკენ!!!
aburjga
ეხ, ნატავ დიდი ანგარიშით არ წავაგებდეთ?!
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს