ვინ არის "დევილსის" ახალწვეული ნიკო ჰიშირი?
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გარდა, გასულ უქმეებზე დრაფტი შედგა ჰოკეის ეროვნულ ლიგაშიც. და პირველად NHL-ის ისტორიაში, პირველ ნომრად აირჩიეს შვეიცარიელი ჰოკეისტი, კერძოდ, "ჰალიფაქსის" ფორვარდზე ნიკო ჰიშირზე შეაჩერა არჩევანი "ნიუ ჯერსი დევილზმა".

მეორე ნომრად აირჩიეს კანადელი ფორვარდი ნოლან პატრიკი ("ფილადელფია"), რომელიც დრაფტის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. მესამე ნომერი გახდა ფინელი მირო ჰეისკანენი ("დალასი").

ჰიშირი ისტორიაში მეშვიდე ევროპელია, ვინც დრაფტზე პირველ ნომრად აიყვანეს. ნიკო გახდა კვებეკის იუნიორთა ჰოკეის მთავარი ლიგის (QMJHL) საუკეთესო ახალბედა. თამაშის სტილის გამო, მას შვეიცარიელი მაკდევიდი უწოდეს.

2017 წლის დრაფტზე დამყარდა ფინური რეკორდი. ამ ქვეყნის 6 მოთამაშე - მცველები მირო ჰეისკანენი, იუსო ვიალიმიაკი, ურჰო ვააკაინენი, ჰენრი იოკიჰარიუ, ფორვარდები კრისტიან ვესალაინენი და იელი ტოლვანენი პირველ რაუნდში აირჩიეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. რეკორდი იყო 2002 წლის დრაფტის პირველ რაუნდში 5 ფინელი მოთამაშის არჩევა.

სულ 2017 წლის დრაფტზე 217 ჰოკეისტი აირჩიეს. აქედან ყველაზე მეტი - 80 მოთამაშე ჰყავდა კანადას, 47 - აშშ-ს, 27 - შვედეთს, 23 - ფინეთს, 18 - რუსეთს, 9 - ჩეხეთს, 3 - შვეიცარიას, 2 - დანიასა და სლოვაკეთს, თითო - ბელარუსს, გერმანიას, სლოვენიას, ნორვეგიასა და საფრანგეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა