აჩიკო გულედანი: "იმედია, მაყურებელი და გულშემატკივარი ისიამოვნებს"
კინოთეატრ "ამირანში" თბილისის "ლოკომოტივის" საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

ჩვენებას ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა, ვეტერანი ფეხბურთელი და ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი, ასევე, "ლოკომოტივის" მწვრთნელები, ფეხბურთელები, ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები, პარტნიორები, მოწვეული სტუმრები და, რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობა.

კლიპის გადაღება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე "ალტერვიჟენ ჯგუფმა" იმუშავა.

ჩვენებამდე "ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა მიმდინარე შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

"სეზონის დაწყებამდე ბრენდინგის მიმართულებით "ლოკომოტივში" გარკვეული ცვლილებები იყო. ასევე, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და ამ როლში გიორგი დევდარიანი მოვიწვიეთ. ჩემპიონატის პირველი წრე მე-4 ადგილზე დავასრულეთ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ლევან ყენიას საქართველოში და, კონკრეტულად, "ლოკომოტივში" დაბრუნება მოვახერხეთ. ლევანი "შალკეში" სწორედ ჩვენგან მოხვდა და "ლოკომოტივთან" ბევრი რამ აკავშირებს", - ამბობს "ლოკომოტივის" ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

მაკო მეტრეველი, "ლოკომოტივის" მარკეტინგის დირექტორი:

"კლუბი აქტიურად მუშაობს ფან-კლუბისა და ფანშოპის ჩამოსაყალიბებლად. ვმონაწილეობთ სხვადასხვა სოციალურ პროექტში, რაც, ვფიქრობთ, ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ამ კლიპის შექმნის მიზანიც გულშემატკივრების მოზიდვა და ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნაა".

აჩიკო გულედანი, მუსიკოსი, კლიპის ავტორი:

"ამ კლიპის მეშვეობით, მე და ჩემს ჯგუფს ფეხბურთისადმი ჩვენი ემოციებისა და დამოკიდებულების გადმოცემა გვინდოდა. გაგვიმართლა, რომ ისეთ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, როგორიც "ლოკომოტივია".

ვფიქრობ, კლიპი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა. იმედია, მაყურებელი და გულშემატკივარი ისიამოვნებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო