ინგლისში ნაკრების კაპიტნის სამკლავურის რიო ფერდინანდისთვის ჩამორთმევას და ჯონ ტერისთვის დაბრუნებას გაუგებრობები მოჰყვა
ინგლისში ნაკრების კაპიტნობის გარშემო ალიაქოთი იზრდება: რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრიტანეთში რამდენიმეწლიანი ყოფნის მიუხედავად ინგლისელთა ეროვნული გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ბოლომდე მაინც ვერ გაიგო, "სად მოხვდა და როგორი ქუდი უნდა დაიხუროს".

ამას მისი სამშაბათის საქციელის მიხედვით ასკვნიან: მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ კაპელოს სამკლავურის რიო ფერდინანდისთვის ჩამორთმევა და ჯონ ტერისთვის დაბრუნება სურს, ყველა ელოდა, რომ ის მანჩესტერში ჩავიდოდა და ფერდინანდს პირადად მოუბოდიშებდა. ასე იყო კიდეც გამოცხადებული. ამბობდნენ, რომ მანჩესტერში ჩასვლა თავად კაპელომ დაგეგმა - მით უფრო რომ ჩინებული საბაბი ჰქონდა: სამშაბათს "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაში "მარსელს" ხვდებოდა - მაგრამ საოცარი რამ მოხდა: იტალიელი მწვრთნელი და მისი ასისტენტი ფრანკო ბალდინი მანჩესტერში ჩავიდნენ, ფეხბურთს დაესწრნენ, ვეტერანი კი არ უნახავთ.

შეგახსენებთ, რომ ამ ისტორიაში ბალდინიმაც ერთობ უცნაური როლი ითამაშა. როგორც კი კაპელომ ტერისთვის კაპიტნობის დაბრუნების სურვილი გაამჟღავნა, ფერდინანდმა სწორედ ბალდინის დაურეკა. მწვრთნელის ასისტენტმა მცველს უპასუხა, რომ ტერის კაპიტნობა ერთმატჩიანი იქნებოდა და 26 მარტის ანუ უელსში თამაშის შემდეგ სამკლავური მას დაუბრუნდებოდა. ეს რომ ტყუილი იყო, მეორე დღესვე გაირკვა - კაპელომ განაცხადა, რომ მას ერთმატჩიანი კაპიტანი არ სჭირდება და გუნდის ბუნებრივ ლიდერად ტერი მიაჩნია.

როგორც ტაბლოიდები წერენ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მარსელის" თამაშის შემდეგ ფერდინანდმა "ოლდ ტრეფორდი" გაწბილებულმა დატოვა. მას დარჩა მწარე შეგრძნება, რომ მოატყუეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით "სანმა" დაწერა:

"რიო ვეღარ მიხვდა, რა ხდება მათ თავს. კაპელომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამიერიდან ნაკრების კაპიტანი ტერი იქნება, მაგრამ არ ეყო ვაჟკაცობა, ფერდინანდთან მისულიყო და ეს პირში ეთქვა. გამოდის, რომ თუ გაზეთში წაკითხულს და ტელევიზიით მოსმენილს არ ჩავთვლით, რიომ ოფიციალურად არც კი იცის, ისევ კაპიტანია, თუ სამკლავური სხვასთან გადადის. ასე მოქცევა ადამიანთან, რომელიც წლების განმავლობაში ნაკრებს ერთგულად ემსახურებოდა, არაფრით შეიძლებოდა. ეს სრული უპატივცემულობის გამოხატვა იყო".

ბუნებრივია მკითხველს გაუჩნდება კითხვა, რატომ ვერ შეხვდნენ მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთს "ოლდ ტრეფორდზე" - ფერდინანდი ხომ ტრავმის გამო არ თამაშობდა და ასეთ დროს კლუბის თანამშრომლები, სტუმრები და სხვა "საშვიანები" ერთ-ორ მეზობელ სექტორში ნაწილდებიან ხოლმე. ტაბლოიდები პასუხს ამაზეც იძლევიან და წერენ, რომ კაპელო თამაშს თვალს "დირექტორების ლოჟიდან" ადევნებდა, ფერდინანდი კი სტადიონის გადაღმა ტრიბუნაზე იჯდა.

ინგლისურმა პრესამ ისიც შეიტყო, რომ რიო ფერდინანდს ინგლისის ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა მესიჯი მისწერა. ერთ-ერთში, მაგალითად, ეწერა: "მინდა დავადასტურო შენდამი დიდი პატივისცემა. შენნაირ ადამიანებს ასე არ უნდა ექცეოდნენ".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა