ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიმიტრი ტატანაშვილი: საკუთარ გოლებს არასოდეს ვითვლი

დიმიტრი ტატანაშვილი: საკუთარ გოლებს არასოდეს ვითვლი

საჩხერის "ჩიხურას" 33 წლის თავდამსხმელი ეროვნული ჩემპიონატის "ასიანთა კლუბის" წევრი გახდა
ეროვნული ჩემპიონატის "ასიანთა კლუბში" 16 ივნისს ახალი წევრი გაჩნდა. საჩხერის "ჩიხურამ" სამტრედიაში ფოთის "კოლხეთი" 3:1 რომ დაამარცხა, დიმიტრი ტატანაშვილმა იმ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა და 67-ე წუთზე გატანილი გოლით საქართველოს ჩემპიონატების "ასიანებში" (ვისაც 100 და მეტი გოლი აქვს გატანილი) შევიდა. სულ კი იმერული კლუბის 33 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 102 გოლია.

"ლელომ" ტატანაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა...

- "ასიანთა კლუბის" წევრობა საპატიო ამბავია. გილოცავთ!

- არასდროს დამითვლია, რამდენი გოლი გავიტანე და, სიმართლე გითხრათ, "ასიანთა კლუბში" მოხვედრასთან ასე ახლოს რომ ვიყავი, არც ვიცოდი. მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა და ნამდვილად მეამაყება, რადგან საქართველოში ბევრ კარგ თავდამსხმელს უთამაშია, 100 გოლი კი ჩემპიონატში ბევრს არ გაუტანია. ასეთი ფაქტი ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერას ალამაზებს.

- ის თუ გახსოვთ, უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი ვის გაუტანეთ?

- პირველი გოლი? (იცინის) თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მაშინ თბილისის "სპარტაკში" ვთამაშობდი. ვასიკო ჭეიშვილი ავარჯიშებდა გუნდს...

- სხვათა შორის, ძალიან პერსპექტიული და საინტერესო გუნდი იყო...

- კარგი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელიც გვყავდა - გიგა ჟვანია, თენგო ჩიკვილაძე, კახა ალადაშვილი, დათო ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე... ნიჭიერი თავდამსხმელი იყო ლანჩხუთელი კოტრიკაძე. პატარა ბიჭები ვიყავით. გამოცდილება კი გვაკლდა, მაგრამ ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ, ლიდერებს არაფერს ვუთმობდით...

- ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი რომელი იყო?

- სამწუხაროდ, ჩემპიონატში ისეთი მნიშვნელოვანი გოლი არ გამიტანია, გუნდისთვის, ვთქვათ, პირველი ადგილი რომ მოეტანოს. ასეთი გოლი 2006 წელს, თასის ფინალში შევაგდე და ამ გოლით "ამერმა" "ზესტაფონს" 1:0 მოუგო. 2013 წლის ამბავიც კარგად მახსენდება - მაშინ "ჩიხურაში" ვიყავი და სუპერთასზე თბილისის "დინამო" 1:0 დავამარცხეთ. ეს გოლიც მე გავიტანე.

- ევროთასებზე რომელ გოლს გაიხსენებდით?

- თუ არ მეშლება, ევროტურნირებზე 10 გოლი მაქვს გატანილი. პირველად, "ამერში" თამაშის პერიოდში პოლონურ "ბელხატოვს" გავუტანე. გასვლაზე 0:2-ის შემდეგ თბილისურ შეხვედრაში მეტოქე 2:0 დავამარცხეთ, მაგრამ პენალტების სერიაში მაინც წავაგეთ. შარშან, გასვლაზე, "ზიმბრუსთანაც" კარგი გოლი გავიტანე...

- "ალტახთან" შეხვედრაზე რას იტყვით?

- მესმის, რთული მეტოქეა, მაგრამ "ჩიხურა" ევროპალიგის ახალბედა მონაწილე არ არის, გამოცდილება გვაქვს და ვემზადებით იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

- ეს ძალიან რთული იქნება. მოგების შანსი აქვს "ჩიხურას"?

- ავსტრიის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი სუსტი გუნდი არ იქნება. სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ უიმედოდ ნამდვილად არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიული საკლუბო ფეხბურთი და იქაური ბუნდესლიგა ჩვენსაზე მაღალი დონისაა. ცოტა გამართლებაცაა საჭირო, სწორად უნდა ვეთამაშოთ და შანსი აუცილებლად გვექნება.

- "ჩიხურა" ჩემპიონატში არასტაბილურად თამაშობს. ვიცე-ჩემპიონები ხართ და ჯერ მხოლოდ მე-5 ადგილზე იმყოფებით. ამის გათვალისწინებით, სამეულში მოხვედრას რეალურად მიიჩნევთ?

- ბევრი ტრავმირებული გვყავს, ჩემპიონატი კი ახალი ფორმატით ტარდება და მასთან შეგუება დაგვჭირდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მდგომარეობის გამოსწორებას მოვახერხებთ, რადგან შემადგენლობაც გვიწყობს ხელს, შეთამაშებულებიც ვართ და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე კლასიც საკმარისად გვაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს