სამი წლის მერე იამაიკელი ისევ ირბენს
რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში. მან ასევე დაამატა, რომ მომავალში არ გამორიცხავს სპორტულ ტელეარხზე ანალიტიკოსად მუშაობას.

ადრე 30 წლის იამაიკელმა განაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიადა მისთვის ბოლო იყო კარიერაში. ის პროფესიულ კარიერას მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს, რომელიც 5-13 აგვისტოს გაიმართება.

"არ შემიძლია ზუსტად ვთქვა - მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, - ამბობს ბოლტი. - არ მიყვარს წინ ყურება და შორს მიმავალი გეგმების დაწყობა. თუ საკუთარ თავში ვიპოვნი ძალებს, მაშინ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ იქ ვერ მნახავთ მწვრთნელის რანგში.

ვიცი, რომ შოუმენი ვარ, მაგრამ დიდად არ მიყვარს ტელევიზია, რათა ჩემი საკუთარი შოუ ან რაღაც მსგავსი მქონდეს. მე, უბრალოდ, ხალხის გართობა მიყვარს. შესაძლოა, მომავალში ჩემთვის საინტერესო იყოს ანალიტიკოსად მუშაობა სპორტულ არხზე.

როცა ვერ შევძელი ათენის ოლიმპიადაზე კვალიფიცირება, კარიერის დასრულება მომინდა. ძალიან საწყენი იყო. მაგრამ მამასთან და მწვრთნელთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ოლიმპიურ ოქროს მედალს აუცილებლად მოვიპოვებდი. შიში მიპყრობდა, რომ ტრავმები კარიერის ბოლომდე გამყვებოდა და გამოვტოვებდი 2008 წლის ოლიმპიადას, მაგრამ მხარდაჭერის წყალობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი გავხდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს
უსაინ ბოლტი, "მანჩესტერის" ფორმით, "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს
უსაინ ბოლტი დოპინგის მომხმარებლების სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს
"თუ დავლევ, ყველას გცემთ..." - ხაბიბი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა
ნესტა კარტერის საქმეს 15 ნოემბერს განიხილავენ
რამდენ კაცს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით და სხვა მხიარული სტატისტიკა