პოლი და ჰარდენი ერთად ითამაშებენ
დიდი ტრეიდი განხორციელდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი კრის პოლი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს. ამ გუნდმა ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად, პოლის აწ უკვე ყოფილ გუნდს "კლიპერსს" დაუთმო მცველები პატრიკ ბევერლი და ლუ უილიამსი, ფორვარდი სემ დეკერი და 2018 წლის დრაფტში პირველ ნომრად არჩევის უფლება.

იმისთვის, რომ ეს გარიგება განხორციელებულიყო, პოლი დათანხმდა "კლიპერსთან" ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას. მომავალ სეზონში 32 წლის კალათბურთელი 24.2 მილიონ დოლარს მიიღებს.

აღნიშნავენ, რომ პოლს ძალიან უნდოდა ჯეიმს ჰარდენთან ერთად თამაში და ახლა, "ჰიუსტონს" უძლიერესი უკანა ხაზი ეყოლება მთელს ლიგაში.

ამერიკულ პრესაში ბჭობენ, თუ რამ გამოიწვია პოლის წასვლა "კლიპერსიდან". საინტერესო ვერსიას გვთავაზობს SportsCenter, რომელიც ირწმუნება, რომ გამთამაშებელი უკმაყოფილო იყო მთავარი მწვრთნელით დოკ რივერსით. კონფლიქტის მიზეზი გახდა კარმელო ენტონის არშემდგარი ტრანსფერი "კლიპერსში".

"ნიუ იორკ ნიქსი" მზად იყო გაეშვა ფორვარდი ჯამალ კროუფორდის, პოლ პირსისა და ოსტინ რივერსის სანაცვლოდ, მაგრამ კალიფორნიელთა დამრიგებელმა უარი თქვა ამ გარიგებაში თავისი ვაჟის ჩართვაზე. ამან კლუბის გასახდელში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია და ეს დაეტყო თამაშის ხარისხს. პოლმა ეს საქციელი ასე შეაფასა - დოკ რივერსმა საკუთარი შვილი კლუბის ინტერესებზე ზემოთ დააყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პლეი-ოფის პირველი სენსაცია - სეზონის ლიდერი საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პოლის ისტორიული საღამო და კონფერენციის ნახევარფინალი - მსგავსი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
ლუკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში აფეთქდა! "დალასი" და "ბოსტონი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები