საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2 ივლისს, 20:00 საათზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობის გახსნით შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს მატჩს.

საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების გარდა, ევრო 2017-ის A ჯგუფში შვედეთისა და ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებები არიან.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი 1906", თბილისი);

მცველები: დავით კობოური ("დინამო", თბილისი), ნიკა მალი ("საბურთალო", თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი ("დინამო", თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი ("საბურთალო", თბილისი), თომა ხუბაშვილი ("საბურთალო", თბილისი), შალვა ბურჯანაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

ნახევარმცველები: გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), დავით სამურკასოვი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე ("დინამო", თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("საბურთალო", თბილისი), თემურ ჩოგაძე ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე ("საბურთალო", თბილისი), ვატო არველაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა)

უეფას ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის განრიგი:

A ჯგუფი

02.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30

შვედეთი - ჩეხეთი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00

საქართველო - პორტუგალია

05.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30

საქართველო - შვედეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00

ჩეხეთი - პორტუგალია

08.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00

ჩეხეთი - საქართველო

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00

პორტუგალია - შვედეთი

B ჯგუფი

03.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30

ბულგარეთი - ინგლისი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00

გერმანია - ჰოლანდია

06.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 2", 17:30

ინგლისი - ჰოლანდია

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00

გერმანია - ბულგარეთი

09.07.17

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00

ჰოლანდია - ბულგარეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00

ინგლისი - გერმანია

ნახევარფინალები

12.07.2017

"დავით პეტრიაშვილი", 17:00

12.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00

ფინალი

15.07.2017

"მიხეილ მესხი 1" - 20:00.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

rexeli
მოდით მწვრთნელის საქმეში ნუ ვერევით თვითონ იცის საიდან გამოიძახებს დინამოსან თუ საბურთალოდანვაცალოთ მუშაონა
tngh
წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვარ, თავს არ დაზოგავენ. ბოღმით სავსე პროფესორებს კი ვეტყოდი: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი "ბრძნული" კომენტარები ახალგაზრდებს მხოლოდ ვნებს. თუმცა რა ვიცი... იქნებ სპეციალურადაც კი აკეთებთ ამას, სპორტშიც, ხელოვნებაშიც, პოლიტიკაშიც...
barsa
რა არის მარტო დინამო საბურთალო და ლოკომოტივის გარდა აღარ არსებობს სხვა კლუბები? ეგ დაგვღუპავს და გვღუპავს კიდეც მიტო ვაჩვენებთ მაგარ შედეგებს
ლუკა
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს! როგორც დიდმა ილიამ თქვა: სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო. ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების უმრავლესობა ყოველთვის აღწევეს წარმატებას. იგივე ეხება ფეხბურთელებს. ბუნებრივია, 18 კაციან განაცხადში მოხვდა ის ვინც დღეს საუკეთესო არის. ვინც ვერ მოხვდა განაცხადში იმან უნდა იშრომოს, განვითარდეს და აუცილებლად მოხვდება მომავალში განაცხადში. მივიდეთ სტადიონზე და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს!
leqso
რა ჩემპიონატიც გვაქვს გუშინ ვნახე ამის ფონზე ნებისმიერი წარმატება სასწაული იქნება|!
kn
ფეხბურთელი ბავშვები უნდა ეძებოთ სამეგრელოს სოფლებში. ქართული ფეხბურთის მომავალი სწორედ რომ სამეგრელოდან და ქუთაისიდან წამოსულ ბავშვებშია.
Sandro k
ამათი თამაში ნანახი მაქვს ოთხთა ტურნირზე, ნახევარმცველების უმრავლესობა ფიზიკურად ისეთი სუსტები იყვნენ, რომ სწრაფი მოწინააღმდეგის ჩაქროლებით წარმოქმნილი ნიავზეც კი იქცეოდნენ, ამათ როგორ უნდა მიიტანონ ბურთი ჩაკვეტაძემდე ან არაბიძემდე
r-7-ს
ასეთი დემოკრატიული მიდგომა ფეხბურთელთა შერჩევისთვის იმ შემთხვევაში დაჭირდებოდათ, თუ რეალურად მოინდომებდნენ წარმატების მიღწევას. ამ შემთხვევაში მიზანი არა წარმატება, არამედ „გასაყიდი საქონლის“ ბაზარზე გამოფენაა, იმ იმედით, რომ „იქნებ ერთი ფინტი გაუვარდეს“ და ევროპის ნახევრად სამოყვარულო გუნდში ამოაყოფინონ თავი. კობიაშვილი და მუჯირი ხეჩიკაშვილის დახმარებით იგივე საქმეს აგრძელებენ, რასაც სიჭინავა და არველაძეები; განსხვავება მხოლოდ გვარებში და ფეხბურთის დაფინანსების თანხების ხარჯვის საჯაროდ გაცხადებაშია.
ბაჩო გ
მე კიდევ ერთს დავამატებდი,თუმცა ბევრჯერ მითქვამს მას მერე რაც კობი გახდა პრეზიდენყი და მწვრთნელები ავსაჯანები და ყიფუანები გახდნენ,ვიტყვი კიდევ ერთხელ.გუნდი სადაც მეგრული გვარის და გენის მოთამაშე არ არის ის გუნდი განწირულია წაგებებისთვის და სამწუხაროდ ამას 2 ივლისიდან ვნახავთ
r-7
მოდი შევქმნათ მეორე გუნდი აქ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან(ბუღრიძე,ქაფიანიძე,ქავთარაძე,კიკალიშვილი,ხარაბაძე,....)+ვისაც სასტარტოში არ ატამაშებენ და ყიფიანის სასტარტო პირველ გუნდთან ვათამაშოთ საჯაროთ.(როგორც ერთი პერიოდი აკეთებდნენ).მერე გამოჩნდება მწვრთნელთა კომპეტეტურობა და პატიოსნება
bajo
ვატო რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ამიხსნას ვინმემ,მოედანზე ტავისას ისცორებს რაც მე მინახავს მისი ტამასჰი.
darci
დინამოს აკადემიის მშობელი ვარ და მართლა გული დამწყდა უნიჭიერეს ფეხბურთელზე ლუკა ქაფიანიძეზე. საკლუბო წარმატებებს გისურვებ ქაფი.
Aleksandre
ყიფიანმა გამოაცხადა ხეჩიკაშვილის სამინისტროსა და ფედერაციის მიერ შერჩეული 18 კაციანი განაცხადის შემადგენლობა.
თათა
მესი და მარადონაც გადაწრილზე დაბალია მაგრამ........ ცივი წყალი დალიე ბოღმისგან არ გაიგუდო
kaxi
ქართველ ხალხს არაფერი ეშველება. ბოღმა გახრჩობთ. ნეტა თქვენ ხაართ საერთოდ გამოსაჩენი პიროვნება? არა მგონი. ფრთხილად ბოღმამ არ დაგახრჩოთ.
ggg777
ბურჯანაძე,ხუბაშვილი,ქოჩორაშვილი,კუცია, მალი,საღრიშვილი,ჩოგაძე,კვანტალიანი... აიყვანეთ,აიყვანეთ მარა მოედანზე მაიც ნუ გამოაჩენთ. ევროპაში მოგვეჭრება თავი ეს გადაჭრილები სად იპოვესო !!! დანარჩენი თქვენ იცით. წარმატებები ფეხბურთის მამებს და მშობლებს. აბა ერზე, ქვეყანაზე მაინც არავინ არ ფიქრობთ. რა განაცხადსაც გადავხედე ლოჩოშვილი და ბურჯანაძეც ტრანვირებულები არიან. პორტუგალიის მერე ეს ორი ფეხბურთელი გამოგვაკლდება მერე უკვე აღარ ვიცი რა ეშველებათ ფეხბურთის მამებს და მშოლებს. იმის მაგივრად რომ დაცვა უფრო ძლიერი გვყავდეს საბოლოოდ დაცვის გარეშე დავრჩებით პირველი თამაშის შემდეგ. ამას აკეთებენ ძალით რომ სალაპარაკო იყოს რომ დაგვაკლდენ ტრამვების გამო ფეხბურთელები. მე პირადად მგონია რომ ამ ტრანვების შესახებ იციან მაგრამ ეს ყველაფერი სივისთვის ჭირდებათ და რა მოუვა ფეხბურთელებს არავინ ფიქრობს!!! ყველაფერს 2 ივლის აეხდება ფარდა.
maqxim
თუ ყველაფერი კარგად წარმართეს, ამ ბიჭებიდან ბევრმა უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს. განსაკუთრებით მეიმედება გოირგი ჩაკვეთათე, ვატო არველაძე და რა თქმა უნდა გიორგი არაბიძე. წარმატებები ბიჭებს. ისე კარგი იქნებოდა თამაშები ცოტა გვიან დაენიშნათ. ამ სივხეში ასე ადრე ტამაშების დაჭყება ვის გაუგია!!
KAXA
ბუღრიძე გაუშვიათ ამ სულელებს, არადა ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესია, რისი იმედი აქვს ყიფიანს?
თომა
მორჩით ხალხნო ბოღმის ნთხევას. ბავშვებმა რა დაგიშავეს. წარმატება უსურვეთ ამდენ ლანძღვას. ქართველები არა ხართ.
გულშემატკივარო
ჩამოთვალე ის სხვა ფეხბურთელები, იქნებ ჩვენც აგიბათ მხარი და ვაგინოთ ერთხმად მწვრთნელს
კახი
წარმატებას ვუსურვებ მწვრთნელს და თვითოეულ ფეხბურთელს.რთული გზა გელით მაგრამ დიდი მონდომებით ყველაფერს მიაღწევთ.
გულშემატკივარი
ეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი არ არის,თბილისის 3 გუნდის ნაკრებია.უპატრონო ხალხს ან არ იძახებენ ,ან გაფართოვებული შემადგენლობიდან უშვებენ.უკეთესი ფეხბურთელები არიან სხვა გუნდებში,მაგრამ ყიფიანი არ დადის მათ თამაშებზე.რატომღაც ამ 3 გუნდის მიმართ აქვს სიმპათიები.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო