ტრავმის გამო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ლუკა ლოჩოშვილი და რატი არდაზიშვილი გამოაკლდნენ
1-ელ ივლისს, თბილისში, სასტუმრო "ჰუალინგში", ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანიც დაესწრო.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა [PHOTO]

- მშვენიერ ქვეყანაში ვართ - 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელების პრესკონფერენცია

2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, თბილისსა და გორში, 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს, პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

"არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია. ყველა გუნდი, რომელიც ტურნირზე იღებს მონაწილეობას, თავისი სიძლიერით გამოირჩევა.

დავეთანხმები ჩემ კოლეგებს იმაში, რომ ჩვენი ჯგუფი თანაბარია და წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია. ამ ყველაფერს ის სამი მატჩი გამოავლენს, რომელიც წინ გველის. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ უფრო კარგად მოემზადება კონკრეტული მატჩისთვის და ვინ უკეთ წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს.

ლოგიკურია, რომ ყველა გუნდის მწვრთნელს ერთმანეთზე ინფორმაცია გვაქვს. დღეს აქ არავინ გააჟღერებს, როგორ ითამაშებს. ყველა უშუალოდ მოედანზე ეცდება მაქსიმუმის გამოვლენას.

სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმა ვერ მოიშუშა და ის ამ ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება. ბულგარეთში შეკრებისას ტრავმა მიიღო არდაზიშვილმა და ისიც გამოგვაკლდა. არ გვეყოლება მეკარე დავით კერესელიძეც. სამწუხაროა, რომ ამხელა დონის ტურნირში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მათ ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ეს ფეხბურთია და მსგავსი შემთხვევები ხშირია.

ფეხბურთელები დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ, იციან, რა დონის ტურნირიცაა, მაგრამ მე, მედიამ და გულშემატკივარმა ეს ფსიქოლოიგურ ზეწოლაში არ უნდა გადავზარდოთ. ისინი ეცდებიან, თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ და ამისთვის მაქსიმალურად ემზადებიან.

რამდენიმე სათამაშო სქემა დავამუშავეთ და კონკრეტულ მატჩში რომელიც გამოგვადგებას, იმას გამოვიყენებთ", - თქვა ყოფიანმა.

ლევანი
ეხლა ესენი დაგვასხამენ თავსლაფსა!
Kaxa qartveli.
Bihebo warmatebebs gisurvebt da gmertma gamarjvebebi mogcet.
murtalo
ყიფიანის მწვრთნელობის კვალიფიკაციაში კარგა ხანია ეჭვი მეპარება. თან ჩანს, რომ თავი იმპერატორი ჰგონია. მის მიერ ჩატარებულ სელექციასაც ვერ მოიწონებს გულშემატკივარი, რადგან ძალიან ხშირად ისმის კულუარებში ამის შესახებ ნეგატიური...ლოჩოშვილის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ არდაზიშვილს რა დაემართა? ორი დღის წინ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩიხურას შემადგენლობაში. ტრამვირებულმა ითამაშა თუ ვცდები და ეს სხვა არდაზიშვილია?
bajo
ამას გონია რო ჰვენ ფეხბურტს არჰევენ ვაი სჰენს პატრონს.მე არაბიზე მეცოდება ამ ვატო ვიტოების გვერდიტ.
haha
"ლოგიკურია, რომ ყველა გუნდის მწვრთნელს ერთმანეთზე ინფორმაცია გვაქვს. დღეს აქ არავინ გააჟღერებს, როგორ ითამაშებს. ყველა უშუალოდ მოედანზე ეცდება მაქსიმუმის გამოვლენას." ყველამ ვიცით საქართველოს ტაქტიკა - ფაფხურა ფეხბურთი. გეგონება საიდუმლო იყოს.
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო