მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევში საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეებმა ითამაშეს
გასულ უქმეებზე 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი მატჩები გაიმართა. ორივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები თამაშობდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები სან დიეგოში კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 52:16 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ონტარიოში ფრედ, 28:28 დასრულდა. შესაბამისად, აშშ-ის ნაკრები ადგილს C ჯგუფში დაიკავებს, სადაც ინგლისის, საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებებთან მოუწევს ასპარეზობა.

კანადის ეროვნული გუნდი კი შემოდგომაზე ასევე ორ მატჩს გამართავს ურუგვაის ნაკრებთან. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული D ჯგუფში მოკალათდება, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებიც არიან.

შესარჩევი ტურნირი განახლდა ზღვისპირეთში. აქ ტონგას ნაკრებმა სამოას ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 30:26 დაამარცხა. ეს ტონგელების პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე გათამაშებაში.

ახლა, მომავალ უქმეებზე, ეს გუნდი კიდევ ერთ მატჩს გამართავს შინ ლიდერ ფიჯისთან, რომელსაც ორ მატჩში ორი გამარჯვება აქვს.

თუ ფიჯელებმა ტონგას დამარცხება შეძლეს, ბოლო ტურის მატჩის მიუხედავად, პირველ ადგილს დაიკავებენ და ჩვენს ჯგუფში მოხვდებიან. წაგების შემთხვევაში კი, ყველაფერი ბოლო მატჩში გადაწყდება, სადაც ფიჯი სამოას სტუმრობს.

შესარჩევი

აშშ-კანადა 52:16

ტონგა-სამოა 30:26

სატურნირო მდგომარეობა

1. ფიჯი - 8 ქულა, 2. სამოა - 5, 3. ტონგა - 5

8 ივლისი

ტონგა-ფიჯი

15 ივლისი

სამოა-ფიჯი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დავითვალოთ ზარალი...
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მასპინძლები ქართული რაგბის ოჯახის წევრები გახდებიან
ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე ფიჯი ავსტრალიაში გაიწვრთნება
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ავსტრალიელები და უელსელები "ბორჯღალოსნებთან" მეტოქეობამ გაახარა
[ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...