კონტი და ჩალჰანოღლუ "მილანის" ფეხბურთელები გახდნენ
"მილანი" დიდ სატრანსფერო კამპანიაშია და შესაბამისად, იტალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მივყვეთ თემების მიხედვით და გავიგოთ, თუ რა ხდება შავ-წითელთა ბანაკში...

ჯანლუიჯი დონარუმა

ჯანლუიჯი დონარუმას სატრანსფერო საგა გრძელდება და თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ივლისის შუა რიცხვებამდე გასტანს. ბოლო ინფორმაციით, 13 ივლისს "როსონერის" მესვეურები ჯიჯოს პირად აგენტ მინო რაიოლას შეხვდებიან და სწორედ იქ გადაწყდება ყველაფერი.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მილანელები დონარუმას და მის აგენტს გაცილებით უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, ვიდრე აქამდე სთავაზობდნენ - "მილანი" მზადაა, რომ 18 წლის მეკარეს 5-წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ არა 25 მილიონი ევრო, ანუ წელიწადში 5 მილიონი, არამედ პრაქტიკულად გაორმაგებული თანხა შესთავაზოს - ჯიჯო გარანტირებულად აიღებს 35 მილიონ ევროს და ბონუსების სახით, კიდევ 15 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლება. ამასთან, დონარუმა გუნდის კაპიტანი გახდება.

ერთ-ერთი ვერსიით, დონარუმა დათანხმდება "მილანთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის შემდეგ ის მადრიდის "რეალში" გადაბარგებას შეძლებს და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროზე მეტი არ იქნება. "მილანისთვის" ეს პირობა მიუღებელია - ლომბარდიელებს ჯიჯოს სანაცვლოდ აღებული 50 მილიონი ევრო არ სჭირდებათ და შესაბამისად, მეკარეს ახალ, გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ...

ჰაქან ჩალჰანოღლუ

ამასობაში, "მილანმა კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხა - ლომბარდიული გრანდის ღირსებას ჰაქან ჩალჰონღლუ დაიცავს. მილანელებმა ლევერკუზენის "ბაიერის" შემტევი ნახევარმცველი 20 მილიონ ევროდ გადაიბირეს, ბონუსების სახით კი გერმანელებმა შესაძლოა, კიდევ 4 მილიონი ევრო მიიღონ. 23 წლის თურქი უკვე მილანშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულების გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას - ჰაქანი სეზონში 2,5 მილიონ ევროს მიღებს.

ჩალჰანოღლუს თებერვლის შემდეგ არ უთამაშია ფეხბურთი, რისი მიზეზიც ფიფას დისკვალიფიკაციაა - მსოფლიოს უმაღლესმა საფეხბურთო ორგანომ თურქს სატრანსფერო მაქინაციები არ აპატია და ფეხბურთს რამდენიმე თვით ჩამოაშორა. თუმცა, დისკვალიფიკაციას ვადა ეწურება, ჰაქანი კი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

ჩალჰანოღლუმ მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "ბედნიერი ვარ, რომ მილანში ჩამოვედი და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში ვიასპარეზებ. ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრა და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი".

ანდრეა კონტი

კიდევ ერთი ფაქტობრივად განხორციელებული ტრანსფერი - ანდრეა კონტიც მილანშია, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "როსონერისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს. 23 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ "მილანი" 22 მილიონ ევროს გადაიხდის. კონტის ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა "ატალანტას" რიგებში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა.

იტალიაში ერთხმად აღნიშნავენ, რომ ესპანეთთან ნახევარფინალურ პაექრობაში "აძურინის" ძალიან აკლდა დისკვალიფიცირებული კონტი, რომლის ადგილიც მილანელ დავიდე კალაბრიას ეკავა - მომდევნო სეზონიდან, კონტი და კალაბრია თანაგუნდელები იქნებიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
ანდრეა კონტი: კარიერის ბოლომდე "როსონერი" ვიქნები
სერია A. XXIV ტური: "იუვენტუსი" ბერგამოში ქულას დასჯერდა [VIDEO]
პოზიციით ფორვარდმა ფაბიო ბორინიმ "არსენალთან" მატჩში შესაძლოა, მარჯვენა მცველად ითამაშოს
უეფამ მიმდინარე კვირის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა
ტრავმირებულ ანდრეა კონტის 6 თვე გაუცდება
"მილანის" ახალი ფორმის პრეზენტაციაზე მაისურზე ჰაქან ჩალჰანოღლუს გვარი არასწორად ეწერა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
ჰაქან ჩალჰანოღლუ: შეხვედრის მთავარი "გმირი" მსაჯი იყო
ჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ნახევარი წლის უთამაშებელმა ანდრეა კონტიმ კვლავ ტრავმა მიიღო
ანდრეა კონტი კიდევ ერთ ოპერაციას გაიკეთებს და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს