ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური
დღეს, 5 ივლისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში II ტურის შეხვედრას შვედეთის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს.

მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს, მაგრამ ისე, როგორც არასდროს, დღეს საქართველოს ნაკრებს თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა სჭირდება და კარგი იქნება, თუ არ დავიზარებთ და "მიხეილ მესხზე" მივალთ.

ამ გუნდმა გორში წააგო, მაგრამ ფეხბურთი ითამაშა და ის ჟინი აჩვენა, რასაც თითოეული ჩვენგანი ნაკრებებიდან ველით და ვითხოვთ. ჩვენი თანადგომით კი მათ ძალიან დავეხმარებით. სირცხვილიც იქნება - ევროპის ჩემპიონატზე მასპინძელი ქვეყნის ნაკრების თამაშზე ტრიბუნები სანახევროდ რომ ვერ შეივსოს.

ბოლოს და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ყოველდღე არ ტარდება და სანამ ბიჭებს შედეგს მოვთხოვთ, ცოტა ხნით შეწუხება საკუთარ თავებსაც უნდა დავაძალოთ.

4 ივლისს გიორგი ყიფიანის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა. სასიამოვნოა, რომ საერთო ჯგუფში ვარჯიშობდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი კოხრეიძე, რომლებიც გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" პორტუგალიასთან შეხვედრაში დაშავდნენ.

- გიორგი ყიფიანი: კარგად ვაცნობიერებთ, რომ შვედებთან შეხვედრა გადამწყვეტია

- გიორგი ჩაკვეტაძე: მაყურებლის თანადგომა ძალიან გვჭირდება

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს ეროვნული გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო. სლოვაკმა სპეციალისტმა ბიჭები გაამხნევა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა.

- წარმოუდგენელი ტალანტია - ვლადიმირ ვაისის რჩეულები 19-წლამდელებში

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი 1906", თბილისი);

მცველები: დავით კობოური ("დინამო", თბილისი), ნიკა მალი ("საბურთალო", თბილისი), ალექსანდრე კახიძე ("ინტერ ალფა", მოსკოვი), ლუკა ლაკვეხელიანი ("საბურთალო", თბილისი), თომა ხუბაშვილი ("საბურთალო", თბილისი), შალვა ბურჯანაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

ნახევარმცველები: გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), დავით სამურკასოვი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე ("დინამო", თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("საბურთალო", თბილისი), თემურ ჩოგაძე ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე ("საბურთალო", თბილისი), ვატო არველაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა).

- რამდენად კარგად იცნობ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს?

დღესვე, ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთისა და პორტუგალიის 19-წლამდელები ითამაშებენ. ეს შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.

U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო-შვედეთი 17:30

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"

ჩეხეთი-პორტუგალია 20:00

ალეკს
ჩვენ არ დავიზარეთ მაგრამ სტადიონის კარი და სალაროები დაკეტილი დაგვხვა.ძლივს შევედი არ ელოდნენ 8000 კაცს. ცოტა წინდახედულობა მართებს ფედერაციას
bejani
საზგვარეტიდან როგორ ვუკურო ვინმე ვერ ამიხსნიის დზალიან გტხოვტ
imereli
კიმაგრამ ამბავსჰვებმა დზირიტად ნაკრებსჰი რომიტამასჰონ არსჰეიდზლება.მაინცვერგავდივარტ მსოპლიოზე მიიგონ ამბავსვებმა გამოცდილება ბატონო ვაის.
გიგი
ამ პაპანაქება სიცხეში რატომ ნიშნავთ თამაშებს???? ან ბიჭებს რატომ ტანჯავთ ან ჩვენ გულშემატკივრებს რას გვერჩით???
qobuleti
წარმატებები ბიჭებო უნდა მოიგოთ დღეს
euhhh
pirveli taimi unda mvigot tore mere daggvlian da meoretami tavi davicvat,radgan pirvel oc wuts msoplio nakrebs gauqachavt daje,magram 20 wutis mere .....euhhhhh
gulo
რამდენი მომუშავე ხალხი გვყოლია!! ძალიან კარგი. ოღონდ თქვენ სამსახური გქონდეთ და ფეხბურთსაც ეშველება და თქვენც. მე დროის გამო მხოლოდ მეორე ტაიმზე თუ მივალ. ბილეთი კი მაქვს, რაც მთავარია...
giga
vaxo, გეთანხმები აბსოლიტურად. მეც მაგ დღეში ვარ. დროის გამო ვერ ვესწრები შეხვედრას. თუმცა ისიც ვიცი, რომ დრო და განრიგი უეფას მიერაა დაწესებული და აქ ჩვენები ვერაფერს გახდებიან.
kn
გორი ს.სამსახური ვაკეში დაიწყე და მოასწრებ. ისე თუ ვერ მოხვალ ძალიან დაგვაკლდები. ეცადე რომ მოხვიდე. გელოდებით.
haha
წარმატებებს ვუსურვებ. თავის არდაზოგვასთან ერთად, კარგი იქნება კოლექტიურად ითამაშონ და ჭკვიანურად.
vaxo
არასწორად არის შერჩეული დრო!!!ძალიან მინდა მისვლა მაგრამ 6ზე ორმ სამსახურს ამთვარებ როგორ უნდა მიხვიდეე??
ანზორა
როდესაც სამსახური გიმთავრდება 6 საათზე, როგორ უნდა მოხვდე სტადიონზე 17:30 საათზე? კიო უნდა იყო?
დათო
კარგი ბიჭები არიან იმედია თავს არ დაზოგავენ და გავიმარჯვებთ.
Fun-ს
ჩეხეთი-პორტუგალია არის 20:00 და ფიზიკურად ვერ მოასწრებდნენ.
mıkheıl kopaleıshvılı
cud dros arıs tamashı. sıcxeshı rogor unda ıtamasho kargad, 8 saatze kargı ıqneboda rom daenıshnad xalxıc movıdoda.federacıam unda gaıtvalıscınos xalxıs azrı. 2-1 movıgebt am tamashs.tu mcrtvnelı tavısuflebas mıscems tıtoeul motamashes , chvenı bıchebı magrad ıtamasheben.
gori
სამსახურს 6-ზე ვამთავრებს და მინიმუმ ნახევარი საათი მინდა დიდუბიდან ვაკემედე როგორ მივიდე თამაშზე???
mıkheıl kopaleıshvılı
დგეს არ ცავაგებტ. 2-1
Fun
17:30 როგორ უნდა მიხვიდე, დაენიშნათ 19:00 ზე ფედერაცია რაზე ფიქრობს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სანქცია: უეფამ საქართველო აშკარად დაინდო!
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!
ელიო სოუზა: ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
უეფამ გიორგი არაბიძე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებში შეიყვანა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო