ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველო-შვედეთის მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველო-შვედეთის მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

5 ივლისს, "მიხეილ მესხზე" გამართულ შეხვედრაში ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლიეს და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

- U19. საქართველო-შვედეთი 2:1 - თამაში, რომელსაც გადატრიალება შეუძლია [VIDEO]

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

- დიდი მადლობა ჟურნალისტებს! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენსავით ნერვიულობდა. ამიტომ ყველას გილოცავთ! ეს გამარჯვება ყველასია! ჯგუფიდან გასასვლელად შვედეთთან მოგება იყო საჭირო. თოთოეულმა ფეხბურთელმა საამისოდ ყველაფერი გაიღო და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, მაგრამ ეს ევროპის ჩემპიონატია...

- დღევანდელ შეხვედრაში უკეთ გამოჩნდა გუნდის შეტევითი პოტენციალი, ვიდრე პორტუგალიასთან. ეს მეტოქის დონემ განაპირობა?

- ჯგუფში 4 თანაბარი ძალის გუნდია. ფეხბურთელების მიმართ მინდა გამოვხატო პატივისცემა - პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ყველა ვფიქრობდით, რომ უკეთ შეგვეძლო თამაში, მოთამაშეებმა კი საკუთარი თავის ირწმუნეს და თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს.

- გვაქვს რესურსი, რომ ხარისხი თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ?

- ახლა მთელი ყურადღება ჩეხეთთან მატჩისთვის მომზადებას დაეთმობა და უკეთ თამაშს ვეცდებით. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ძალების აღდგენა შევძლოთ და თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- შემდეგი მატჩი საკმაოდ ძლიერ ჩეხეთთან გველის და გუნდი ძალების აღდგენას მოასწრებს?

- ჩვენ თანამედროვე აპარატურა და ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, ძალები რომ აღვიდგინოთ, თუმცა ეს მაინც თითოეული ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

- ეპიზოდებში არაბიძე გუნდური ფეხბურთიდან ხომ არ იყო ამოვარდნილი?

- არაბიძეს, ჩაკვეტაძესა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს საკუთარი ხელწერა აქვს. შესაძლოა, გიორგის რამდენჯერმე უფრო მარტივად შეეძლო თამაში, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ არაბიძე მატჩიდან იყო ამოვარდნილი. გიორგიმ შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. უბრალოდ, მე მას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი.

გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუხამოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არა რობოტები, არამედ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გამოადგებიან.

- არაბიძესთან ურთიერთობა რთულია?

- ჩემს გუნდში არავის აქვს განსაკუთრებული პრიორიტეტი. რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ჩემთან ან თანაგუნდელებთან ურთიერთობა უჭირდეს.

- რამდენიმე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. გუნდში დისციპლინის პრობლემაა?

- დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, ფეხბურთი ემოციური თამაშია და მიმაჩნია, რომ ეს ბარათებიც ემოციების ფონზე მივიღეთ.

- ჯგუფიდან გასვლის შანსზე რას იტყვით?

- შანსები ნამდვილად არის. ჩვენი მიზანი უცვლელია - საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვის.

კლას ერიკსონი, შვედეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

- იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა ან ზედმეტად ვნერვიულობდით და სწრაფი გოლი გავუშვით. მეორე ნახევარში უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა საქართველომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ ასაკში უმაღლესი დონის ტურნირზე ვთამაშობთ და უფრო მეტი ყურადღება გვმართებდა, ჩვენ კი კონცენტრაცია დაგვაკლდა. მიზანი ნახევარფინალში გასვლა იყო, რადგან ჯგუფში 4 თანაბარი დონის გუნდია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

roma
კოხრეიძე რატომ არ მოგწონთ ძალიან კარგად დაიხარჯა და კარგის მეტი არაფერი არ ითქმის მასზე, ბოლომდე იბრძოდა ყველა ბურთზე, უიმედო ბურთზეც კი ბრძოლობდა. არც არველაძე იყო ცუდი კარგად შემოვიდა. იტოკში მომწონს ამ გუნდის შემართება ყველას წარმატებას ვუსურვებ.
vaso
ჩეხები გამოგვცდიან. ბურთის დაჭერა და კომბინაციური თამაში, დალაგება , რასაც ქვია სათამაშო დისციპლინა აკლია გუნდს, ეს კი სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა. ვნახოთ, სწრაფი გოლი გვინდა თან 2, ტორე ბოლო 20 წუთი დავდგებით და შეტევის თავი აღარ გვექნება. აუცილებლად არველაძე უნდა დააყენოს თავიდანვე და და მალის ფრთაა გასაძლიერებელი, თორე არაფერიც არ გამოვა. მაგარი ძაღლი გუნდია ჩეხეთი ტრადიციულად, გერმანიისა არ იყოს ბოლომდე დგანან. წარმატებები. იტლიელმა მსაჯმა დაგვაღალატა.
ziz
ამ ბავშვებისგან მართლა შეიძლება კარგი ფეხბურთელების გაზრდა, და არ ვიქნებით კარგი ნაკრების ღირსები ეს ბიჭებიც რო ისევე დაიკარგონ როგორც ამათი წინა თაობა დაიკარგა
ზასტაველი
როგორც გმირს არ შეშვენდის ყოყოჩობა ასევე დიდ სპორტსმენს არ შეშვენდის ყოყოჩობა ზემოდან ყურება თორემ მისგან არა......დარჩება.
სოსო
ნუგო,თუ კომპიუტერის კლავიატურას მარცხენა მხარეს დახედავ ,ნახავ კლავიშს მაღლა მიმართული ისრით და ინგლისური წარწერით,შიფტ.თუ ამ კლავიშზე ხელს დააჭერ და მეორე ხელით დააჭერ ასო რ-ს,დაიწერება ასო ღ,ასევე ასო წ-ს ნაცვლად დაიწერება ჭ,ტ-დან თ,ესიდან შ,ჯ- დან-ჟ,ზ დან ძ,ც-დან ჩ.ცოტა წაივარჯიშე და უცბად აითვისებ,თორემ მასე ნახევარი ვერ გავიგე, რას ამბობდი.
NUGO-s
თავიდან გაწერე თორე ძნელი წასაკითხია ამდენი "სჰეცდომები'
სოსო
სანამ ტურნირი დაიწყებოდა,ბევრი სწერდა,რომ გუნდში მხოლოდ პატრონიანი ბავშვები ჰყავდათ აყვანილი,გაცილებით უკეთესებს კი ნაკრების კარი დაუხურეს.თუ ეს მართლა ასეა და ნეტავ მართლა ასე იყოს,მაშინ ქართული ფეხბურთის საქმე ძალიან კარგად ყოფილა. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას,არ დაგავიწყდეთ,რომ სააკაშვილმა სპორტის აკადემია დაშალა და ქვეყანაში აღარ ხდებოდა მძლეოსნობის და ფიზაღზრდის სპეციალისტების მომზადება.,მანამდეც რა პერიოდი გამოვიარეთ გეხსომებათ,ასე რომ სპეციალისტები რომ აღარ გვყავს, საკვირველი არ არის.იმედია ვაკუუმი საკმაოდ მცირე დროში ამოივსება,თორემ კვალიფიციური კადრის სიმცირე სპორტის ყველა სფეროში თვალში საცემია.ამას ერთ თვიანი კურსები ბერ უშველის,ამას აკადემიურ დონეზე რამდენიმე წლიანი სწავლა სჭირდება.
nugo
ბოდისჰი კოცჰორასჰვილი გამომრცჰა-ბოდისჰი...დზალიან მაგარი ბიცჰია-.. მესი და რონალდინიო, მესხი და მეტრეველიც ყსჰვებდნენ სჰეცდომებს ტამასჰისას და ნყ ცამოვდზახებტ ... კურდგება გავამახვილოტ რისი გაკეტებაც სჰეუდზლიატ ტანატ უმაგლეს დონეზე და იმაზე რომ მატ აკვტ მოედნის ხედვა ტანაც ამ ბიცჰებს კველას..სხვა ტასჰორის საგირასჰვილსაც რომელიც ცინა ტამასჰიტვის ზოგმა გააკრიტიკა მე ნამდვილატ ვხედავ ამ ბიცჰების ხელსჰი მოკიაპე კარტულ პეხბურტს...გტხოვტ ნუ დაკარგავტ ამ ტაობა და =ვინც ცჰამოვტვალე ცინა კომენტარცჰი... Mაისურადზეს დზალიან გლახად მოეკცნენ ნუ იზავტ იგივეს კიპიანტან... არიან კიდე მცვრტნელები სჰეუცხვეტ ხელი... კიპოიანი, მაისურადზე, დევდარიანი, ცეცადზე.... პეხბყრტის სამოცი ცელი..და კოველივე კარტულის მოკვარული
ჯიქია
არაბიძე კუცია ჩაკვეტაძე რომ ძალიან ნიჭიერები არიან ეს ყველამ დაინახა . მაგრამ ასევე მომეწონა ორივე შეხვედრაში ქოჩორაშვილი. არ ვიცი მარტო ჩემზე დატოვა კარგი შდაბეჭდილება ,, თუ რატომ არ ახსენებს არავინ. პირველი იმიტომ მომეწონა რომ ქართველ ფეხბურთელებში მებრძოლი მორბენალი სხარტი ბიჭები ძალიან გვაკლია. ქოჩორაშვილი კი სასწაული იყო ამ მხრივ ,სისწრაფე ბრძოლა სირბილი მაღალ სიჩქარეებზე და კიდევ ერთი რაც არაბიძეს აკლდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება როდესაც ფურთს იღებ ეს მომეწონა ქოჩორაშვილში.
nugo
ჩანკვეტაზე,კუცია,არაბიძე,ლაკვეხელიანი, კოხრეიდზე, ურგანადზე,კოვბოური.სარმყკასოვი...ამატ დაუმატეტ ლოცჰოსჰვილი, მალი, = ასევე ახალგაზრდა ოკრიასჰვილი, კაზაისჰვილი, კაკაბადზე-ეს უკვე დზალიან დზლიერი გყნდი კალიბდება (+ხარაისჰვილი არველადზე...). Gაისად ეროვნული ნაკრები სჰედზლებს მაგალი ადგილებისტვის ბრდზოლას
gizog
რათქმა უნდა მთელი გუნდი იყო ძალიან კარგი, თუნდაც იმიტომ, რომ გვაჩვენეს კარგა ხნის მონტრებული სანახაობრივი ფეხბურთი და რაც მთავარია არ დაგვჭირდა ნაცნობი გამოთქმა "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წ...". ვეთანხმები წინა კომენტარს გამორჩეულთა შორის გამორჩეულებსი აღსანიშნავია ლუკა ლაკვეხელიანის თავდადებული და ხარისხიანი თამაში, ბედნიერი იქნება ქართველი გულშემატკივარი თუ ეს ახალგაზრდა კაცი პროგრეს გააგრძელებს ასეთივე თავდადებული ვარჯიშით.
FIZIKA
შესანიშნავი შედეგი აჩვენეს ახალგაზრდებმა, რაც პირველ რიგში მათი ინდივიდუალიზმისა და თავდადების შედეგია. მაგრამ უკვე მივეჩვიეთ ნაკრებების ფიზიკური მომზადების ნაკლოვანებებზე საუბარს, არადა რა გახდა მართლაც ფედერაციისთვის ერთი სპეციალური პროგრამის განხორციელება ამ პრობლემის მოგვარებისათვის. ისე სელექციის დროსაც რომ გაითვალისწინონ ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციები ცუდი არ იქნებოდა. ამ ასაკის ახალგაზრდებში ამ კრიტერიუმით გამორჩეული რამოდენიმე თავდამსხმელი, რომელიც იმსახურებდა ამ ნაკრებში ყოფნას, თუნდაც იმ ზაპასების ნაცვლად, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ აშკარად დაუმსახურებლად არიან შერჩეულნი.
lo
მარცხენა მცველს დღესვე დავაყენებდი ეროვნულ ნაკრებში.
murtalo
ბოდიშის მოხდით ერთს დავამატებ.სულ ცოტა ხანში ამ ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელებს აუცილებლად ექნებათ შეთავაზებები უცხოური კლუბებიდან და მათი გაყიდვა საშუალოზე დაბალ ევროპულ კლუბებში დანაშაულად მიმაჩნია. თუ წავლენ საქართველოდან, მხოლოდ ტოპ ლიგებში, მერწმუნეთ ასეთი შეთავაზებებიც იქნება.
murtalo
ყველას ვულოცავ ნაკრების წარმატებულ თამაშს, რომელმაც სიამოვნება მოგვანიჭა.ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ ბავშვებს არავის მიმართ შიშის გრძნობა არა აქვთ და თავდაჯერებულობა არ აკლიათ ერთი ერთზე(ხშირად ორ-სამზეც) თამაშისას. Fეხბურთს ინდივიდუალისტები ალამაზებენ და მათ გამო დადის ხალხი სტდიონზე, თან ამ ბიჭებს მოედნის და პარტნიორების ხედვაც არ აკლიატ, ასე რომ მათი ჩარჩოებში ჩასმა არასწორი იქნება. რაც ამ ბიჭებს აქვთ იმას ვარჯიშით ვერ ისწავლი ამ ასაკში, პასის მიცემა კი ყველას შეუძლია(რათქმაუნდა პასსაც გააჩნია:). კომენტარებში ნახსენებ ფეხბურთელებს ლაკვეხელიანსაც დავამატებდი. მისი თამაშის ხარისხით არანაკლებ გახარებული ვარ, ნამდვილი აღმოჩენაა.
Irakli
ჩაკვეტაძე არაბიძე კუცია, ნამდვილად ტალანტები ფეხბურთელები არიან, რამდენიემ სხვა ფეხბურთელსაც კარგი მონაცემები აქვს. გვიჭირს თავდამსხმელი (ულკვე რამდენი თაობაა:)))). მაგრამ მთავარი, ეს გუნდი ვერ უძლებს 90 წუთი მაღალ ტემპში თამაშს, პრესინგს და ა.შ. ამდენი ატთეული მილიონია გადაყრილი სახელმწიფო პროგრამებით ფეხბურთის განვითერებაშ და საფუძველზე არავინ იზრუნა, მწვრთნელები! ამდენი ხანი აჯკადემიკოსებს გარდიდა კაცი რა გახდა ფიზმომოზადების მწვრთენელების მოზადება. მეორე ტაიმში აშკარად ვეღარ ასწრებენ გადაადგილებას, ზონების გადაკეტვას, სწრაფ კონტრშეტებვაზე წასვლას. ფედერაციამ მწვრთნელების სერიოზული სწვალების სიტემა თუა არ ჩამოაყალიბა წინ ვერ წავალთ (ორკვირიან გადამზადების კურსებს არ ვგულისხმობ)
roma
მე ვერ გავიგე რა გვინდა? ვიძახოდით რომ ქინქლაძის მსგავსი ტალანტები საქართველოში აღარ არიან და მაგიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებებსო. ახლა ამ ბიჭებს რომ ვუყურებ ზოგიერთი ქინქლაძეს თუ არ ჯობია არც ჩამორჩება ტექნიკით. ახლა კიდე არ მოგწონთ ინდივიდუალისტები, მოდით ვაცადოთ ამ ბიჭებს თამაში და რაც ჩვენ გვევალება ის ვაკეთოთ, მივიდეთ და ვუგულშემატკივროთ სტადიონზე, ვიყოთ მეთორმეტე ფეხბურთელი, დარწმუნებული ვარ კომენტარების ავტორებიდან 60 % არ ყოფილა სტადიონზე და ეს მეც მეხება, ბათუმში ვცხოვრობ მაგრამ ეს ბიჭები ღირსი არიან ნამდვილად რომ ჩამოვიდე თბილისში და თამაშს დავესწრო. სოღოლ ბიჭებო საუკეთესოებში საუკეთესო ბიჭები ხართ. წარმატებებს გისურვებთ ჩეხეთთან და რათქმაუნდა თქვენგან თავდადებით თამაშს ველოდები. მე ყოველთვის მჯერავს რომ თავდადებით თამაშს შედეგი მოაქვს.
კახა
იყო წარმატებული ფეხბურთელი მოითხოვს დიდ ნიჭს და თავდადებულ შრომისმოყვარეობას ე.ი პროფესიონალიზმს შედარებისთვის ფაჩულიას ნათქვამს მოვიყვან რამდენი წელია ნოვიცკი ენბეაში თამაშობს ყველადროის საუკეთესო მექულეებშია და ერთი იმდენი აცილებული ექნება მაგრამ არ ეზარება და ვარჯის მერე რჩება და კიდე 2 საათი სროლაში ვარჯიშობს რაც შეეხება არაბიძეს უდავოდ აქვს ტალანტი მაგრამ დასახვეწი ალბათ პირად მწვრთნელს ავუყვანდი პროფესიონალს და დაახვეწინებდა რაც შევამჩნია ბურთს რომ მიიღებს წამით თუ უფრო ნაკლებით ჩერდება და მერე იწყებს მოძრაობას რაც დიდ ფეხბურთში დიდი მინუსია საკყთარ თავზე მუშაობა გულით გამიხარდება და სულ ვუგულშემატკივრებ ისე როგორც ყველა წარმატებულ სპორტსმენს.
qutaiseli
პირველ რიგში იმისთქმა მინდა რო ზეტმეტი ქება არაა საჭირო ,,სხვა დანარჩენს რაც შეეეხება მარტო არაბიძე არ ათრევს ბურთს სხვებიც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ბურთან ვიდრე საჭირო იყო არაა ცუდი თაობა მაგრამ ესეთები ჩვენ გვყავდა მაგრამ დღეს დღეისობით რუსეთში ხეხავენ სკამებს,,ასე რო გადამრიე არაფერი უქნიათ გუშინ კი ბაზარი არაა ტექნიკური ბიჯები არიან მაგრამ გუნდური თამაში უნდა ისწავლონ,,ტუ დააკვირდით გუშინ პოზიციური შეტევიდან გუნდური შეტევიდან არაფერი გამოსვლია ის პირველი გოლი შვედების შეცდომიტ გავიდა მეორე კიდე ინდივიდუალურათ ითამაშეს კუციამ ორი კაცი მოტეხა და მერე ჩაკვეტაზემ შეუსრულა,,ერთადერთი გუნდური სახიფათო მომენტი იტყო როცა არაბიძე ერთი ერთზე დარჩა მალიმ რო მიცა ერთი შეხები მაგარი პასიი,დანარცენ შემთხვევაში სულ ინდივიდუალურატ, ბოლოსკენ არაბიძემ რაუქნა იმ შვედს თავბრუ დაახვია და მერე წაიქცა გადაამლაშა რო იტყვიანნ,ყველაფერი გამოჩნდება ჩეხებთან იქ უეჭველი მოსაგებია და ვნახოთ რას იზამენ ბიჯები,,წარმატებას ვუსურვებ და ცემზე ბედნიერი კაცი არიქნება არავინ თუ მოიგებენ და გავლიან
glaxuna
ყოჩაღ, მაგრამ ფიზიკა,ფიზიკა და კიდევ ერთხელ ფიზიკა,მასთან ბურთის ტარების ტექნიკა და სისწრაფეები დიდ მანძილზე ბავშვობიდანვე-დანარჩენი ყველა პრობლემა მარტივად დაძლევადია და მსოფლიო ფეხბურთსაც დაუბრუნდება ქართველობა! აქაც აშკარად გამოჩნდა,ისე დაიღალეს ბიჭები,რომ კიდევ 15 წუთი და შეიძლა წაეგოთ კიდეც(!) გ ა ი გ ე თ- ფიზიკაზე უსერიოზულესი მუშაობაა საჭირო,ფეხბურთი დღეს ,,მძლავრი ფეხის და ძლიერი ბეჭის,, გარეშე - უშედეგოა!
gizog
ქართული ფეხბურთი მუდამ გამოირჩეოდა ძლიერი იდივიდუალისტებით, თუმცა მაღალ შედეგებს ვერ ვაღწევდით. ახალკაცმა შეძლო ინდივიდუალიზმი გარკვეულ წილად დაექვემდებარებინა გუნდური თამაშისთვის, რითაც გახსოვთ იმ დროის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო გუნდი შექმნა მაღალი შედეგებით. თუმცა გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მას მუდამ საყვედურობდა, რომ ის ქართულ ფეხბურთს კლავდა. ახლა მინდა გიორგი არაბიძის შესახებ გამოვთქვა აზრი, ვისაც გიორგი მერებაშვილის ახალგაზრდობის წლები ახსოვს, როცა დინამოში თამაშობდა ყველა ვფიქრობდი, რომ ის დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ მოძებნა ოქროს შუალედი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის და ვერ გამოავლინა თავის შესაძლებლობის მაქსიმუმი და არ მიწყინოს თამაშობს საშუალო დონეზე საშუალო გუნდებში. დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი არაბიძე ამ შეცდომას არ გაიმეორებს. ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას, რომელიც მოედნის ცენტრში ბურთის თრევით ნამდვილად არ მიიღწევა სხვა ამბავია საჯარიმოში და ფრთაზე ინდივიდუალურად კაცის მოტყუება პასის მიცემა ან კარში დარტყმა. მაგრამ ეს უფრო მწვრთნელების სფეროა და აქ ქომაგის არაპროფესიანალური აზრის გამოთქმისთვის ბოდიშ ვიხდი კომენტარის მკითხველის წინაშე.
vako
მალადეც გიორგი კარგი გუნდი გააკეთე არ უნდა დაიშალოს ეს გუნდი. მიხედეთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს და ესენი თავის სიტYვას იტყვიან მომავალი ამათია.ვაისმა ამ ბიჭებით შეავსოს ნაკრები მაინც ვერ გადიან ჯგუფიდან ესენი კი გამოცდილებას მიიGებენ.
vako
მალადეც გიორგი კარგი გუნდი გააკეთე არ უნდა დაიშალოს ეს გუნდი. მიხედეთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს და ესენი თავის სიტYვას იტყვიან მომავალი ამათია.ვაისმა ამ ბიჭებით შეავსოს ნაკრები მაინც ვერ გადიან ჯგუფიდან ესენი კი გამოცდილებას მიიGებენ.
status quo
არაბიძემ თუ პასების მიცემა არ ისწავლა,გახდება ნული...
დავიდუსი
ყოჩაღ ბიჭებო! ასე გააგრძელეთ! არმეგონა ასეთი თაობა თუ მოდიოდა,მთავარია გაგრძელონ შრომა და თგვენგან 4-5 ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს,ძალიან კარგი იყო ჩანკვეტაზე,კუცია,არაბიძე. არაბიძეს მწვრთლენმა უნდა აუხსნას მეტი გუნდური თამასია საჭირო,წარმატებას გისურვებთ
დათო
მიდით ბიჭებო გენაცვალეთ, ,,თქვენს უკან სამშობლო,საქართველოა! როგორც ბელადი იტყოდა: ,,სიმართლე ჩვენს მხარესაა ჩვენ გავიმარჯვებთ"
zurab
ერთსა და იმავეს ვიმეორებ: ინდივიდუალები ქმნიან ფეხბურთში ამინდს, მაგრამ თუ არაბიძე ყოყოჩობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი ადგილი ნაკრებში არ უნდა იყოს და ახალგაზრდობით ამის გამართლება არავის სჭირდება.
[VIDEO] U21. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
სანქცია: უეფამ საქართველო აშკარად დაინდო!
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
ელიო სოუზა: ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
უეფამ გიორგი არაბიძე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებში შეიყვანა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო