ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დერბების დღე

დერბების დღე

ინდიან უელსის ტურნირების მორიგ სათამაშო დღეს, მამაკაცებთან შედარებით, ქალ ჩოგბურთელებს შორის გაცილებით საინტერესო ბრძოლები გაიმართა
ინდიან უელსის ტურნირების მორიგ სათამაშო დღეს ქალებს შორის გაცილებით საინტერესო ბრძოლები გაიმართა. კაცებმა მესამე წრე დაასრულეს და გუშინ იქ თითქმის ყველა შეხვედრა ორი სეტში დასრულდა, ამიტომაც მიმოხილვა ქალების მატჩებით დავიწყოთ.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, ბელგიელი კიმ კლაისტერსის გამოვარდნა. მსოფლიოს მეორე ჩოგანის მარცხის მიზეზი მისი თამაში არ ყოფილა, უბრალოდ ფრანგ მარიონ ბარტოლის წინააღმდეგ ბელგიელს მხარი ატკივდა და მეორე სეტის მსვლელობისას ყველასთვის მოულოდნელად შეწყვიტა ბრძოლა. იმ მომენტისთვის კიმს პირველი სეტი 6:3 ჰქონდა მოგებული, მეორეში კი 1:3-ს აგებდა. მატჩის შემდეგ კლაისტერსმა განაცხადა, რომ პირველად იგრძნო ტკივილი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ და გადაწყვიტა ზედმეტ რისკს მორიდებოდა. აღსანიშნავია, რომ ბარტოლის აქამდე სამიდან სამი მარცხი ჰქონდა ბელგიელის წინააღმდეგ.

ახლა კი გადავიდეთ იმ შეხვედრებზე, რომლებშიც მსოფიოს ყოფილი პირველი ჩოგნები არკვევდნენ ურთიერთობას. ერთი იყო რუსული დერბი მარია შარაპოვასა და დინარა საფინას შორის. ამ ჩოგბურთელებს არ აქვთ ურთიერთშეხვედრათა მდიდარი ტრადიცია - აქამდე ისინი ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში თანაბარი იყო - 3:3.

დღეისთვის მარია და დინარა რეიტინგში განსხვავებულ პოზიციებზე იმყოფებიან - შარაპოვა ოცეულში შედის, საფინა კი ორშაბათიდან დაბრუნდება პირველ ასეულში. მიუხედავად ამისა, მაყურებელს მაინც ბრძოლის იმედი ჰქონდა, რადგან საფინამ წინა წრეებში ის ჩოგბურთი აჩვენა, რომელსაც მისი გულშემატკივარი აგერ უკვე ორი წელია ელოდება.

მაგრამ შეხვედრა ჩოგბურთელთა რეიტინგის შესაბამისი აღმოჩნდა. შარაპოვამ თავიდანვე მოიპოვა ინიციატივა და თავის სტილში შეუტია. საფინა ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და მაშინვე წააგო თავისი მოწოდება. დინარას სუსტი მოწოდება ჰქონდა და ამით უადვილებდა საქმეს მეტოქეს, თანაც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. ყველაფერმა ამან კი ის გამოიწვია, რომ მარიამ 61 წუთში გაანადგურა თანამემამულე - 6:2, 6:0. შარაპოვა შემდეგ წრეში ჩინელ შუაი პენგს შეხვდება, რომელიც ერთადერთი განუთესავი ჩოგბურთელია მეოთხედფინალში. აზიელმა რუსი ნადია პეტროვა გამოთიშა ბრძოლას.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგნებმა შეადგინეს კიდევ ერთი წყვილი. ეს იყო სერბული დერბი ელენა იანკოვიჩსა და ანა ივანოვიჩს შორის. იანკოვიჩი აქ ტიტულს იცავდა, თანაც ბოლო ორი მატჩი მოგებული ჰქონდა თანამემამულისთვის, მაგრამ ივანოვიჩმა, რომელიც საფინას მსგავსად ცდილობს ღრმა კრიზისიდან გამოსვას, ძალიან კარგი თამაში აჩვენა და ორ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 6:2. ახლა ანას მეოთხედფინალში უკვე ნახსენებ ბარტოლისთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

რაც შეეხება მსოფლიოს ამჟამინდელ პირველ ჩოგანს კაროლინ ვოზნიაცკის, მან რუს ალისა კლეიბანოვასთან მატჩამდე იცოდა, რომ აღარ ემუქრებოდა რეიტინგში პირველი პოზიციის დაკარგვა, რადგან კლაისტერსმა დათმო მატჩი ბარტოლისთან. დანიელმა გუშინდელ მატჩში წააგო ამ ტურნირზე პირველი სეტი. ეს საწყის პარტიაში მოხდა, როცა ვოზნიაცკიმ ვერ დაალაგა თამაში და ვერაფერი მოუხერხა რუსის აგრესიულ სტილს. მაგრამ მეორე პარტიიდან მოყოლებული, როგორც კი კაროლინმა შეცდომებს უკლო, კორტზე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და მომდევნო ორ სეტში კლეიბანოვამ მხოლოდ ოთხი გეიმი აიღო - 2:6, 6:3, 6:1.

ერთბაშად ორ შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გაირკვა. შაარ პეერმა როლან გაროსის ჩემპიონ ფრანჩესკა სკიავონეს აჯობა და ახლა იანინა ვიკმაიერს შეხვდება, ვიქტორია აზარენკამ კი ოთხი მატჩბოლი მოიგერია (თანაც სამმაგი მეტოქის მოწოდებაზე) და სამსაათიან მარათონში დაამარცხა აგნიეშკა რადვანსკა.

როგორც გიხარით, მამაკაცები მესამე წრეს ასრულებდნენ და მხოლოდ ერთ მატჩში გათამაშდა სამი პარტია. ძალიან იოლად მოიგო ზედიზედ მე-16 მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ამ შეხვედრაზე არც გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ერნესტ გულბისის უცნაური სტატისტიკა - ლატვიელს მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი "ვინერსი" (აქტიური მოქმედების მოპოვებული ქულა) ჰქონდა, ამასთან 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ასევე ერთი ნაბიჯით წავიდნენ წინ როჯერ ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, ენდი როდიკი და სხვა განთესილები.

გამონაკლისი იყო ორი განუთესავი მოთამაშის ბრძოლა. რაიან ჰარისონი და მილოშ რაონიჩი ტურნირზე უაილდ-ქარდებით მოხვდნენ. კანადელი აშკარა ფავორიტი იყო - მან ამას წინ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო და დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ ახალგაზრდა ამერიკელმა გასაღები მოუნახა კანადელის თამაშს და სამ პარტიაში მოიპოვა გამარჯვება. ახლა ჰარისონს როჯერ ფედერერთან ელის შეხვედრა.

ATP

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 645 000 დოლარი

1/16 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-ერნესტ გულბისი (ლატ, 31) 6:0, 6:1; რაიან ჰარისონი (აშშ)-მილოშ რაონიჩი (კან) 7:6, 4:6, 6:4; ენდი როდიკი (აშშ, 8)-ჯონ ისნერი (აშშ, 30) 7:5, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 29) 6:0, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ტომას ბელუჩი (ბრა, 26) 6:3, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 18)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 10) 6:1, 6:3; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 12)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 17) 7:5, 6:3; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 16)-მიკაელ ლოდრა (საფ, 24) 6:3, 6:3.

1/8 ფინალი

ნადალი (1)-დევარმანი; მონტანიესი (23)-კარლოვიჩი; როდიკი (8)-გასკე (18); ტროიცკი (13)-ჯოკოვიჩი (3); კოლშრაიბერი (32)-დელ პოტრო; კუერი (21)-რობრედო (25); ბერდიხი (7)-ვავრინკა (12); ჰარისონი-ფედერერი (2).

WTA

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ალისა კლეიბანოვა (რუს, 22) 2:6, 6:3, 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 2) 3:6, 3:1 კლაისტერსის უარი; შაარ პეერი (ისრ, 10)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5) 6:4, 3:6, 7:6(3); ანა ივანოვიჩი (სერ, 19)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 6) 6:4, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9) 4:6, 6:3, 7:6(3); მარია შარაპოვა (რუს, 16)-დინარა საფინა (რუს) 6:2, 6:0; შუაი პენგი (ჩინ)-ნადია პეტროვა (რუს, 18) 6:4, 5:7, 6:3; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 23)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 25) 7:5, 7:5.

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-აზარენკა (8); პეერი (10)-ვიკმაიერი (23); შარაპოვა (16)-შუაი პენგი; ივანოვიჩი (19)-ბარტოლი (15).

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია

"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე

"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს