იბრა კი უზრდელიაო

მარკო როსისთვის მიმდინარე სეზონს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მისი "ბარი" ბოლო ადგილზეა სატურნირო ცხრილში და პრაქტიკულად გავარდნილია კიდეც სერია B-ში - ამასთან,. ვისაც არ ეზარება ყველა ამ ფეხბურთელს იმეტებს საცემრად. გავიხსენოთ "ინტერი"-"ბარის" შეხვედრა და ის ეპიზოდი, როდესაც როსის კრიატიან კივუმ სახეში ჩაარტყა ხელი და ძირს დაანარცხა. მაშინ, რუმინელის არასპორტული საქციელი ვერ შენიშნა მატჩის მთავარმა არბიტრმა და კივუმ შეხვედრა ჩვეულებრივად ჩაამთავრა. თუმცა, სადისციპლინო კომიტეტს არ გამოპარვია ეპიზოდი და მოგვიანებით, კრისტიანს რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. სამართლიანობა

მოითხოვს აღინიშნოს, რომ კივუმ ინანა უმსგავსო საქციელი და ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

გავიდა ხანი და მარკო როსის მეორე მილანური გრანდის ფეხბურთელი ეუხეშა, ამჯერად ზლატან იბრაჰიმოვიჩი. გასულ ტურში, შვედმა ხელი ჩაარტყა მეტოქეს მკერდის არეში და "ბარის" უკანახაზელი კვლავ გაზონზე აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში, კარგად გაერკვა არბიტრი ვითარებაში და ზლატანი მოედნიდან გააგდო, რასაც სადისციპლინო კომიტეტის საკმაოდ მკაცრი ვერდიქტი: სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა. შედეგად, იბრას სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის, მილანური დერბის გამოტოვება მოუწევს. მოვეშვათ იბრას და მარკო როსის გადავცეთ სიტყვა, რომელიც აღნიშნულ ინციდენტებს იხსენებს:

"სიმართლე გითხრათ, "ინტერთან" მატჩი უფრო მწარედ მახსენდება, რადგან კივუმ სახეში ჩამარტყა და ეს ძალიან, ძალიან მტკივნეული იყო. ამასთან, არბიტრმა ვერ შენიშნა რუმინელის ქმედება და იგი მოედანზე დატოვა. ტკივილს უსამართლობის განცდა დაემატა, რასაც მარცხიც მოჰყვა, რამაც საშინელ განწყობაზე დამაყენა. იბრას დარტყმა ნაკლებად მტკივნეული იყო, ამასთან შვედი დაისაჯა და გაძევებულ იქნა მოედნიდან, რასაც ჩემპიონატის ლიდერთან ქულის აღება მოჰყვა, რამაც უზომოდ გამახარა. ამასთან, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კივუ ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა - რუმინელმა მეორე დღესვე დამირეკა და ბოდიში მომიხადა. ძალიან დამწუხრებული იყო მომხდარით და მთელი გულით მოინანია. რაც შეეხება ზლატანს, არც დაურეკავს და არც თამაშის შემდეგ ვუნახივარ. უზარდელია, რადგან არავითარი სურვილი არ აქვს, რომ ჩადენილის გამო ბოდიში მოიხადოს".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა