ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტორპედო-ტრენჩინი 0:3 - 1:8 მარტივი ფეხბურთით [VIDEO]

ტორპედო-ტრენჩინი 0:3 - 1:8 მარტივი ფეხბურთით [VIDEO]

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სლოვაკურ "ტრენჩინსა" და "ტორპედოს" შორის ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, ქუთაისური გუნდის ყველაზე პესიმისტი გულშემატკივარიც რომ ვერ წარმოიდგენდა. სლოვაკებმა 5:1 აჯობეს "ტორპედოს" და საპასუხო შეხვედრა, ფაქტობრივად, ფორმალობად აქციეს.

- ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]

ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 4:0 უნდა დაემარცხებინათ მეტოქე. პირველ მატჩში გუნდის ფიასკო, დიდწილად, 16-საათიან მგზავრობას დაბრალდა და საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა დასვენებული "ტორპედო" საკუთარი ქომაგის თვალწინ სასწაულის მოხდენას...

პირველ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხისა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქუთაისელი გულშემატკივრები "ტორპედოს" ბოლომდე გვერდით დაუდგნენ და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი სანახევროდ მაინც შეავსეს.

სამწუხაროდ, ქუთაისელი ქომაგი საპასუხო შეხვედრაშიც იმედგაცრუებული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დაუკლიათ, პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდათ. საბოლოოდ, ტორპედოელები "ტრენჩინთან" გვარიანად შერცხვნენ.

სტუმრებმა გაცილებით ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. მათ მარტივი, კომბინაციური ფეხბურთით შეძლეს ქუთაისელთა სისუსტეების გამოყენება და ორი მატჩის ჯამში 8:1(!) გაიმარჯვეს. სლოვაკების ორ-სამსვლიანი მარტივი, მაგრამ სწრაფი კომბინაციების შედეგად "ტორპედოს" დაცვა ჰაერივით გამჭვირვალე ხდებოდა. ამას მასპინძელთა ბავშვური შეცდომებიც დაემატა და ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი შავი ფურცელი შეემატა...

არადა, "ტორპედომ" შეხვედრა რიხით დაიწყო. მე-9 წუთზე გრიგოლ დილიძის ტექნიკური დარტყმა სლოვაკთა მეკარე ადრიან ჩოვანმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. ამ ეპიზოდს ქუთაისელთა ზედიზედ სამი კუთხური მოჰყვა და სამივე საკმაოდ მწვავე დარტყმით დასრულდა.

შემდეგ გიორგი ქიმაძეს არ გაუმართლა, როცა მარცხენა ფლანგზე დრიბლინგს კარგი დარტყმაც მიაყოლა, მაგრამ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

გამოუყენებელი მომენტების გამო "ტორპედო" დაისაჯა: 21-ე წუთზე "ტრენჩინის" ნიგერიელმა მარჯვენაფლანგელმა ჰილარი გონგიმ მასპინძელთა მცველებს ჩაუქროლა და ზუსტი დარტყმით სლოვაკები დააწინაურა - 0:1.

ამ გოლის შემდეგ გონს რომ მოეგნენ, ტორპედოელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ და ახლოსაც იყვნენ მიზანთან: 34-ე წუთზე დოლიძემ კუთხურიდან პირდაპირ კარისკენ ჩაახვია ბურთი, რომელიც მეკარემ აკრობატულ ნახტომში მოიგერია, დამატებაზე კი თორნიკე კაპანაძემ ვერ ივარგა.

შეტევაზე გადართულ ქუთათურებს უკან სივრცეები ღიად რჩებოდათ, რითიც სტუმრებს სწრაფი კონტრშეტევების წამოწყების საშუალება ეძლეოდათ. გოლის გატანასთან ახლოს იყო ანტონიო მანცე, მაგრამ მასპინძლები როინ კვასხვაძის დამაჯერებელმა თამაშმა იხსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, მარჯვენა ფლანგზე როდნი კლოსტერის აქტიურობის შემდეგ, ტორპედოელებმა დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს, რითიც კარგად ისარგებლა გიორგი ბერიძემ და მეორე მატჩის დიდი ანგარიშით წაგებაც რეალური გახდა - 0:2.

მალევე, მასპინძლები კიდევ ორ ეპიზოდში გადაურჩნენ აშკარა გოლს - კლოსტერის დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კი ქუთაისელებმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრეს.

სლოვაკებმა მალე მაინც იხეირეს - გონგიმ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა, დუბლი გაიფორმა და მასპინძლების წვალებას წერტილი დაუსვა - 0:3.

აღსანიშნავია, რომ დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, გულშემატკივრებმა ფეხბურთელები ოვაციებით გააცილეს და გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მხარდასაჭერად მის სახელსაც სკანდირებდნენ...

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

06.07. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

ტორპედო-ტრენჩინი 0:3

გოლები: 0:1 გონგი (21), 0:2 ბერიძე (48), 0:3 გონგი (64)

ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა (65. ადამაძე), გურული, ქიმაძე - დოლიძე, გიგაური, ხურციძე (46. მამასახლისი), კუხიანიძე, ტუღუში (57. კვირკვია) - კაპანაძე.

სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ტრენჩინი (4-1-4-1): ჩოვანი - რ. კლოსტერი (76. შულეკი), კლეშჩიკი, ლორენცი (81. ჯულიენი), სკოვაისა - ელმაჰდაუი - ზუბაირუ, გონგი, უბინკი, ბერიძე - მანცე (68. ჩატაკოვიჩი).

სათადარიგოები: სერმინეკი, მ. კლოსტერი, ჰალგოში, კვოცერა

მწვრთნელი: მარტინ შეველა

გაფრთხილება: მანცე (42), დოლიძე (85), ბერიძე (88), გონგი (90)

არბიტრი: მ. ზებეცი (ხორვატია).

მარტინ შეველა (ტრენჩინი):

"რთული თამაშის მოლოდინში ვიყავით. პირველი ტაიმი ნამდვილად არ იყო ადვილი. მეტოქე აქტიურ პრესინგს თამაშობდა, უპირატესობასაც ფლობდა და სახიფათოდაც გვიტევდა, მაგრამ, როგორც კი მოგვეცა შანსი, საგოლე მომენტი გამოვიყენეთ. მან უკეთეს პოზიციაში ჩაგვაყენა.

მეორე ტაიმში შემტევი ტაქტიკა ავირჩიეთ, რამაც გაამართლა. მოვიგეთ თამაში და შედეგით ძალიან კმაყოფილნი ვართ. მადლობას ვუხდი "ტორპედოს" კარგი მასპინძლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ".

კახა ჩხეტიანი (ტორპედო):

"მარცხს პირადად ჩემს თავზე ვიღებ. თავიდან იყო ისეთი მომენტები, რომ გაგვეტანა, შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში მივიღეთ გოლი და ამან ფსიქოლოგიურად მთლიანად მოგვშალა. ამ მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ ვაპირებ, ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე ვართ, ყველა თამაშში გამარჯვებისთვის და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენს გუნდს შესწევს ამის ძალა.

გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის და მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც დღეს დამწუხრებული გამოვედით მოედნიდან, ასეთი რამ აღარ განმეორდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zura

კიდევ რომ იძახიან დასკვნებს გამოვიტანთო როდემდე 15-20 წელია დასკვნებში ვართ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს

• S.P

erti ram ver gavige,he kargo adamiano hxetians mivmartav tu xels gihlian ar gadzleven sahualebas fexb.daimato,scori seleqcia da samuhao haataro datove dzmao gundi ras alandzgieb am nalxs tavs.

• ჩვენ თავ ჩაწეულნი სირცხვილისგან.

ერთი რამე გადაარჩეწნს ქართულ ფეხბურთს,რომ სასწრაფოდ გადადგეს მთელი ფედერაცია და ყველა ნაკრებთა მწვრთვნელები, ბავშვთა ფეხბურთში კი ფული დარდიმანდულად კი არ იძლეოდნენ,არამედ შედეგის მიხედვით, თუ რამდენი ნაკრების წევრი გაზარდა წლების გაანგარეიშების მიხედვით,და მალე შეხედავთ,რომ არამწვრთვნელებისაგან განთავისუფლდება ბავშვები და დაიწყება შედეგის დადება. არასდროს არ უნდა დაინიშნოს ხელმძღვანელოებად ფედერაციისა და გუნდების ხელმძღვანელებად ახალგაზრდები.

am etapistvir tb.dinamo aris qartuli fexburtis flagmani kvelafrit,infrastruqtura,akademia,profesionalizmi da kvelaferi safexburto.

• გივი ქუთაისელი

რატომ ტორპედოს არ აძლევენ მწვანე შუქს, რომ გუნდი გააძლიერონ, ეთერში ჩხეტო ამას ვერ იტყვის, ადამიანურად მესმის მა ადამიანის.ასეთია ცხოვრების მწარე რეალია.

• ლევანი

მწვრთნელი რაშვაშია იმდენათ ვერ გავიგე როცა იგებდა ტორპედო და მოგებების სერიები ქონდა მაშინ ხო იყო კაი ჩხეტიანი.. არ უნდა წავიდეს უბრალოთ ფეღბურთელების ყიდვაა საჭიროო და ლეგიონერების კაი რომ ჩამოიყვანო ცოტა მეტი ხელფასი რო გადაუხადონ აბა ისე არაფერი საშველი არ იქნება თუ არ დახარჯეს ფული აბა ისე როგორ გინდათ თქვე დალოცვილებო.. და ერთი კიდე მესი რონალდო ნეიმარი ინიესტა ბეილი და სხვა კიდე მაგარი იგროკები ესენი ციდან კიარ ჩამოფრენილან ყველა სკოლამ გაზარდა და სწორმა მიდგომამ და ვარჯიშმაა.. და მითუმეტეს ქუთაისში საფეღბურთო ქალაქში რომ არ ექნებათ ბავშვებს არანაირი პირობები რომ გავითარდენ სად ვარჯიშობენ უბრალოთ გული მიწუხდება და.მეცოდებიან რო ვუყურებ რა..არ გხხვენიათ ფეედერაციას გააკეთონ სკოლა საფეღბურთო ბაზები და ხელი შეუწყონ ამ ბავშვებს არამარტო ქუთაისში ბათუმში ზესტაფონში ზუგდიდში და ასე შემდეგ სხვა ქალაქებში კიდე... და განავითარონ ცოტა ეს სპორტი.. ეს დედააააფეთქებული მარტო თბილისი ხოარაა საქართველო.. და თბილისის დინამო.. 1981 თში რომ მოიგო ეს თასი და ლივერპულს რომ მოუგენ 3 0 მაგაზეაა ლაპარაკი სულ გავიგეთ გადაყვაყოლეს.იმ თასების თას რაა.მიხარია ბაზარი არაა როგორც ქართველი და მეამაყება რათქმაუნდა ვისაც მაგი არ ეამაყება ის ქართველი არაა.მაგრამ იმაას რატო არავინ არ იძახის რომ.იქ ბევრი ქუთაისადან წამოსულები რომ თამაშობდა ტორპედოში გამოჩდებოდა კარგი მოთამაშე ეგრევე დინამო წააათრევდა მოგლეჯილი ხესავით და იმას ვიძახი ამით რომ სანამ სხვა ქალაქებს არ განავითარებენ და ბავშვებს ნორმალურ პირობებს არ შეუქმმნიან მიდღემჩი არ გვეშველება და გლგვეყოლება სულ ლობჯანიძეეების ნაირი და დვალიშვილების ნაირი ფეღბურთელები.....

• Jango

მურთაზი მართლა მასეა, 1000% მართლაი ხარ. ჩემი რომ იყოს ბათუმის დინამო ან შუქურა გავუშვებდი ყველას და მაგ ბიჭებს მოვიყვანდი კლუბში მინიმუმ 3 წლიანი კონტრაქტებით და 3-3000 დოლარი ხელფასით..

• megre

საფეხბურთო გუნდი კიარა ნახირიაა

• მურთაზი

ახალგაზრდულ ნაკრებში მოთამაშე არც ერთი ფეხბურთელი არ ჩაუგდოთ ხელში ასეთ დამჟავებულ გუნდებს და მწვრთნელებს, არ ვიცი ალბათ აჯობებს, რომ ეს 19 წლიანების ნაკრები ახლავე გამოვიდეს ეროვნულ ლიგაზე სათამაშოდ ტორპედოს, ან სხვა გუნდის სახელით, ვიცი ეს ალბათ არა რეალურია, მაგრამ ხომ ვხედავთ რომ ევროპამ ჩაგვახრჩო ჩვენსავე ჭაობში.მე სპეციალიტი არ ვარ და არ ვიცი როგორ ამოვიდეთ ამ უფსკრულიდან, მე მხოლოდ გული მტკივა, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც ვისაც შეუძლია ამის გაკეთება თუ არავინ იცის, ან მიზან მიმართულად ახრჩობენ ჩვენს ფეხბურთს?

• ნოდო

უსაქმურების შეკრების ადგილი მწვრთნელს სინდის-ნამუსი რო ქონდეს პირველის თუ არა გუშინ მორჩენისას გადადგებოდა მარა ეგ წაგება მისი ბრალი კი არა მამა ზეციერის ბრალია :)

• giga

მეორე გოლზე ჩვენებს წრეში ბურთის თამაშზე ეგონათ თავი :D :D :D

• mamulo

ჩხეტიანო მწვრთნელი რომ არ ხარ ვინც ეს თამაშები ნახა ,ყველა დამეთანხმება.მაგრა სინდისის დიდი დეფიციტი რომ გაქვს და მუქთად ხალხის ფულის ჭამა გყვარებია,ესეც გავიგეთ ეხლა. წ ა დ ი ნუ დაგვაწყვიტე ნერვები. ჩაჩუა!-მოგვაშორე ჩხეტიანი --ეს მაინც გააკეთე!

• llcl

ოდნავ მაინც შემიმსუბუქა პიუნიკის 1:9 წაგებამ(2 მატჩის ჯამში) ეს ტკივილი, მაგრამ 2 ლუქსებურგული გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლამ უფრო გამიძლიერა

• zurab

ქუთაისელთა წაგებაზე უფრო ის მიკვირს,რად ვერ ვისწავლეთ ქართველებმა ენის გაჩერება. რა გრჯის,წინასწარ რომ იმუქრები, ამას ვიზამ და იმას ვიზამო. იმას გიქნეს?

• tazo

buxrik სადა ხარ ბიჭო?

• zurab

ქუთაისელთა წაგებაზე უფრო ის მიკვირს,რად ვერ ვისწავლეთ ქართველებმა ენის გაჩერება. რა გრჯის,წინასწარ რომ იმუქრები, ამას ვიზამ და იმას ვიზამო. იმას გიქნეს?

• Lasha

მეკარე, რომელიც ნაკრებზე აცხადებს პრეტენზიას, იმ სამიდან არც ერთს არ უნდა უშვებდეს. მეორე გოლისას უფრო მარტივად უნდა მოეგერიებინა და ამდენ მოწინააღმდეგესთან პასები არ დაეწზოთ. სხვა მომენტებში არ იყო კვასხვაძე ურიგო. დანარჩენი რა ვთქვა... ბავშვების გუნდივით იყო. მეტს რას უნდა ელოდო იმ ქვეყნის გუნდებისგან, სადაც სტადიონებს ანგრევენ და კორპუსებს აშენებენ.

• გარინჩა

მეორე გოლის შემდეგ კითხვები არ რჩება, ყველა უდნა წავიდეს, მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

გიორგი ბერიძემ ისევ გამოიჩინა თავი

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]

სლოვაკეთში "სპარტაკმა" ჭანტურიშვილის გოლით, ბერიძის "ტრენჩინი" დაამარცხა

ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა

როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა

როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

გიორგი ბერიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული

გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა

გიორგი ბერიძე "ტრენჩინიდან" "გენტში" ბრუნდება

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა

გიორგი ბერიძემ "რუზომბეროკს" დუბლი შეასრულა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგას მიუახლოვდა

ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე

გიორგი ბერიძე "გენტმა" ამჯერად უნგრეთის ჩემპიონატში გააიჯარა