"დიდი საფეხბურთო დღესასწაულია საქართველოში. რეზის დიდი დამსახურებაა, დღეს ევროპის ჩემპიონატს რომ ვმასპინძლობთ"
არჩილ არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" სასელექციო სამსახურის უფროსი გახდა. უზბეკურ კლუბში ის ტყუპისცალს ეხმარება. ამჟამად, საქართველოშია და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ადევნებს თვალს.

რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით - ჯერ უზბეკურ ამბებზე ვკითხეთ, მერე კი ევროფორუმზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ასპარეზობა შევაფასებინეთ...

- მას შემდეგ, რაც თქვენ და შოთა "ფახთაქორში" წახვედით სამუშაოდ, არ გვისაუბრია. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

- გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. ჩვენ საქმე გვაქვს დიდ პროექტთან და უაღრესად საინტერესო, საქმეზე შეყვარებულ ხალხთან. სამომავლო პერსპექტივას ვხედავთ და ესაა მთავარი.

- თავად უზბეკეთზე რას იტყვით?

- ტაშკენტში პირველად ორი წლის წინ ვიყავი ვეტერანთა მატჩზე, მაგრამ მაშინ საფუძვლიანად ვერ მოვახერხე ქალაქის დათვალიერება. ახლა კი ეს შევძელი და უნდა გითხრათ, ძალიან ლამაზია იქაურობა, ტაშკენტი მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, უაღრესად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს...

რაც შეეხება საკლუბო ინფრასტრუქტურას, ახალი სტადიონის მშენებლობას იწყებენ. გარდა ამისა, კეთდება ახალი ბაზაც. კლუბის მესვეურთა მიზანია, "ფახთაქორი" იყოს უზბეკეთში პირველი გუნდი და, გარდა ამისა, წარმატებით იასპარეზოს აზიის ჩემპიონთა ლიგაში.

- მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონობა ძალიან რთული იქნება...

- გეთანხმებით, ძალიან რთული იქნება, ლიდერ "ლოკომოტივს" მთელი 11 ქულით ჩამოვრჩებით... ვნახოთ, ჩვენ ცდასა და მონდომებას არ დავაკლებთ. მეორე-მესამე ადგილზე გასვლა უფრო რეალურია, თუმცა, თეორიულად, ჩემპიონობაც შესაძლებელია. ასეა თუ ისე, "ფახთაქორმა" უზბეკეთში პირველი პოზიცია უნდა დაიბრუნოს! გარდა ამისა, უნდა ითამაშოს ისეთი ფეხბურთი, რომელიც ტრადიციულია გუნდისათვის - შემტევი, შედეგიანი...

კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვიდგას გვერდით, უკვე დავიმატეთ სამი ლეგიონერი. ვფიქრობ, გუნდში მათი მოსვლა დადებითად აისახება "ფახთაქორის" თამაშის ხარისხზე.

- ახალწვეულების თაობაზე ცალკე უნდა გკითხოთ...

- დავიმატეთ მცველი სიმიჩი. მას დიდი გამოცდილება აქვს, ზურა ხიზანიშვილთან ერთად თამაშობდა თურქეთში. ავიყვანეთ ტიაგო ბეზერაც. ისიც თურქეთში თამაშობდა, ცენტრალური ნახევარმცველია. რაც შეეხება კანუტს, ის ბოლოს ისრაელში იყო. ამ ეტაპზე სულ ესაა.

- დაიწერა, "ფახთაქორი" რაიან ბაბელის დამატებასაც აპირებსო...

- მეც ვნახე ეს ინფორმაცია, მაგრამ გარწმუნებთ, მსგავსი არაფერი არ არის. რამე რომ იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა.

- თქვენი უშუალო ფუნქცია როგორაა განსაზღვრული?

- სკაუტინგი ჩამაბარეს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, "ფახთაქორის" სასელექციო სამსახურის ხელმძღვანელი ვარ.

- გადავიდეთ თბილისში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე. როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს პორტუგალიასა და შვედეთთან მატჩებში?

- ბოლოდან დავიწყებ. ამ გუნდის თამაშს სისტემატურად ვადევნებ თვალს და უნდა გითხრათ, რომ ორი წლის განმავლობაში ეს იყო მისი საუკეთესო მატჩი. პრინციპში, ასეთივე თამაში იყო პორტუგალიასთან, მაგრამ შვედეთთან მეტოქეს ბევრი არაფერი შევაქმნევინეთ და ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ პორტუგალია შვედეთზე ძლიერია, მაგრამ ყველანაირად უნდა შევაქო ჩვენი ბიჭები.

ზოგადად, დიდი საფეხბურთო დღესასწაულია საქართველოში. რეზის დიდი დამსახურებაა, დღეს ევროპის ჩემპიონატს რომ ვმასპინძლობთ.

- გამორჩევით უნდა გკითხოთ ორ ფეხბურთელზე - ჩაკვეტაძესა და არაბიძეზე...

- არაბიძისთვის, ალბათ, ცოტა უფრო რთულია... მე არ ვამბობ, რომ მას ან კონცენტრაცია აკლია, ან მონდომება. უბრალოდ, მაინც არის ის მომენტი, რომ გიორგიმ უკვე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში...

განსაკუთრებით კარგია ჩაკვეტაძე. და საერთოდ, მთელი გუნდი კარგად თამაშობს, თუმცა მაინც უნდა გამოვყო სამურკასოვის, ლაკვეხელიანისა და კუციას შესანიშნავი თამაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭები ასევე გააგრძელებენ.

ფაქტია, ძალიან კარგი თაობაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები არ დაიკარგონ, გააგრძელონ პროგრესი და განვითარება, შესაბამისად, მაქსიმალურად გამოადგნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს თაობა დავკარგოთ.

- რას იტყვით მომდევნო მეტოქე ჩეხეთის ნაკრებზე?

- ფაქტია, ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს გადამწყვეტი დაპირისპირება. ჩეხების თამაშის ფრაგმენტები ვნახე. ვერ ვიტყვი, რომ მათზე ამომწურავი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მაინც შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძლიერი, ტაქტიკურად გამართული და ორგანიზებული გუნდია.

ვნახე თქვენი შეფასება და გეთანხმებით - უძლეველი არ არის, მაგრამ ამისთვის ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ჩეხების ამოცანას ის აიოლებს, რომ ფრეც აძლევთ ხელს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ მოგებაზე უნდა ითამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kako
აფიორები...
liga
აქ ხო დააწყვეს და აამაღლეს ფეხბურთის დონე და იქ ხომ მთლად ააყვავებენ
გუჯა
ფულს გააკეთებენ ძმები ტაშკენტში და ფახტაკორი სულ ფეხებზე არ კიდიათ?შოთას გაწვრთნილი გუნდი გინახავთ სადმე?ვერსად გუნდი ვერ გააკეთა.სამაგიეროდ ფული ხო მოხვეტა.
sake
კი მაგრამ სანდროს კომენტარში ბოღმა სად დაინახეთ?ეს ხომ გულისტკივილია ზუსტად იმ თაობის მიმართ,რომელზეც მთელი საქართველო დიდ იმედს ვამყარებდით,იმ ნაკრების დარი შემდგომ რომელი ნაკრები იყო?რომ არა ის "ქართული მამობრივი"მიდგომა ძალიან ბევრი ფეხბურთელის მიმართ,დღეს ბევრი ის ბიჭები კარგ გუნდში ითამაშებდა.
rosi
ეს არველაძე ნახე გვეკაიფება რა უნდა შენ ძმიშვილს მანდ სხვის ადგილს რო იკავებს გამეცი პასუხი თუ გაქ.
სანდრო
ნიკას და სხვასაც.მე რას მისწორებ შეცდომებს ინვალიდი კაცი ვარ ერთი ხელი პარალიზებული მაქვს და ძლივს ვკრიფავ ტექსტს შეცდომები ტექსტის აკრეფისაა. შენ ისა თქვი ტყუილი დავწერე თუ არა?!ბოღმა ტქვენ ხართ და ფეხბურთის უნებლიე მტრები
patrioti
თქვენი ნამწვრთნელევი არ გაიშვას...მართლა სადაც ფულია იქ ხართ,ძაან არ გაინტერესებდეთ რა ქართული ფეხბურთი...რეზომ და სიჭინავამ დაღუპეთ ფეხბურთი...არც ესენი ბრწყინავენ ,თან ფედერაცია თან დეპუტატობა შეიძლება ცოტა ხანში ამბიცია ამბიცია და ბაქი ბუქიიიი
სანდროსნაირი
სანდროს თანამოაზრე დღეს ბევრია, ძოგი ხმას არ იღებს, ზოგი შეეჩვია ამ უბედურებას და ზოგმაც დაიკიდა! ის სიტუაცია კი რაც ნეპოტიზმსა და აღებ-მიცემობას უკავშირდება ქართულ ფეხბურთში, არანაირად არ შეცვლილა, რაც იყო არველაძეების ხელში იგივე გრძელდება. ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ახლა ამას ერთი ინტერესი აქვს როგორმე ვატომ ითამაშოს და მეტი არაფერი ადარდებს ამ ნაკრებში.
gg
ეეჰ რამდენი კაი თაობა და ბიჭები დაკარგულა ვინ დათვლის,იმათი ცოდვა აწევს ქართულ ფეხბურთს და იმიტომაც ვერ გაიმართა წელში,სამწუხაროდ დღესაც იგივე სიბინძურე ხდება ბავშვთა ფეხბურთში და ისევ ის ხალხი ტრიალებს ქართულ ფეხბურთში ვინც ანგრევს და ანგრევდა ამ სპორტს ფულის გულისთვის...
s.p
arveladzec iq aris sadac didi fulia.
S. K.
რამდენი სანდრო ცხოვრობს ამ მადლიან თბილისში. რამე სხვა სახელით ჯობს (და არა სანდრო)გავაკეთო კომენტარები, თორემ ასეთ კომენტარ-შედევრსაც მე მომაწერენ. ნუ მოგერიდებათ, დადეთ!
lasha
ქართული ფეხბურთი:):)
sandros
მოდი ჯერ ქართული ისწავლე და მერე ილაპარაკე.რა ბოღმიანი ხალხი ხართ ასე რამ გაგამწარათ.
nika
ბოღმასთან ერთად წერაც არ იცით...
სანდრო
აჩი ცემო კარგო კაცო იმის უფლება ვის ქონდა 1995 წელს დაბადებულთაუნუჭიერესი თაობისნაკრბი რომ დაშალეთდა დაკარგეთ?შეკრული გუნდი რომელმაც ინგლისი,ესპსნეთდა უკრაინა ჩამოიცილა და ევროპის ცემპუიონატზე იტამასა ნახევარფინალი არათუ სახში არამედ უცხო ქვეყაბასი სადაც საფრაბნგეთიც ცამოიცილა ჯგუფში და გერმანიას საკმაოდ კარგად ეტამასა ისე რომ თვითონ გერმანელები აღნიშნავდნენ, ნახევარფინალი კი ჰოლანდიასთანმწვრტნელის მიერ არასწორად სერცეული სასტარტო შემადგენლობის და მსაჯის არასწორი გადაწყვეტილების ჩვენიგაძევებულიკაპიტნის(მცველი და 10 კაცით დარჩენილები დავმარცხდით, ხოლო ჰოლანდიამ გერმანიას მოუგო და ცემპიონი გახდა.შემდეგ წელს კი ეს ძცემპიონი თბილისში დავამარცხეთ და ჯგუშიც ჩარჩა. ვინ დაკრგა ის ბიჭები ? რომლებიც ეხლა ზოგი სადაა ზოგი სად და ეხლა საკუტარ ქვეყანაში ძცემპიონბის გარდა რომ არანაირი სედეგი არ იქნება მისაღები რას იტყვი?იმ გუნდს საქართველოში რომ ეტამასა ევროპა აუცილებლად ცემპიონი გახდებოდა!
xorxe
რეზის დამსახურებაა არა? დავით პეტრიაშვილი არ გახსოვს ხო???
bajo
რაოოო სტადიონი და ბაზა ახლა სჰენდებაოო აი ამატი ბაქიბუქი რეზი რო ასჰენებდა 10 ცელი და დგესასაც არ ასჰენებულაა.უსტადიონო და უბაზო ფახტაკორს არ ჯობდა აქ ჰამოსულიყავიტ და აქვე მოპარული მილიონები აქ ჰაგედოტ.
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] დებიუტი შედგა - ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
უზბეკი ფეხბურთელი: ამიტომ არ ჩამოვართვი ხელი შოთა არველაძეს, შემდეგ კი...
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
შოთა არველაძემ "ტრაბზონსპორს" უზბეკი ფეხბურთელი შესთავაზა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
შოთამ უზბეკები გადარია - არველაძეს ჩემპიონობას "რეინჯერსიდანაც" ულოცავენ, "ფახთაქორის" დირექტორმა კი პირობა მისცა, რომ...
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია