უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც დღეიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან...

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც დღეიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. მოგეხსენებათ, მიზეზთა გამო ჩვენი ნაკრების თავკაცმა ნუგზარ სხირელმა არ შეცვალა ევროპაზე ნაჭიდავები შემადგენლობა და ახლაც იგივე გუნდი გამოვა: ლაშა ტალახაძე (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), თორნიკე ხიდეშელი (96), გიორგი საკანდელიძე (120).

დღეს ჩემპიონატში ტალახაძე, ჩოჩიშვილი, ხუციშვილი და ხიდეშელი იჭიდავებენ. გუშინ წილისყრაც გაიმართა და მათი მეტოქეებიც გაირკვნენ.

ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ტალახაძე ჩემპიონატს ამერიკელ ნიკ რობერტსთან შეხვედრით გახსნის, ფორტუნამ კი ბადის ამავე ნახევარში მოახვედრა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, მოლდოველი ანატოლი ბურუიანი, ვისთანაც ჩვენებური ევროპირველობაზე ნახევარფინალში დამარცხდა. მათი გზები ახლაც იმავე ეტაპზე იკვეთება...

ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ჩოჩიშვილი ჩემპიონატს კანადელ სკოტ ანტონი იოსეფ შილერთან შეხვედრით გახსნის. მისსავე ნახევარშია რუსიც, ოღონდ არა ის ანვარ გაზიმაგომედოვი, ვისთანაც ევროფინალი წააგო, არამედ ახალი კადრი - გაჯი აბდულაევი. ბადის ამავე ნახევარშია, ოღონდ ბევრად უფრო ქვემოთ, ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორიც, გერმანელი ფილიპ ჰერცოგი - მას ნახევარფინალამდე არ შეხვდება. მეორე ბრინჯაოსანი, აზერბაიჯანელი უმიდ მამადოვი, ვისაც ჩვენებურმა ევროპაზე მოუგო, მეორე მხარესაა და ფინალამდე ვერ შეხვდება.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ხუციშვილი პირველ შეხვედრას კოსტარიკელ ჰერიბერტო სანდი კასტილიოსთან გამართავს. ბადის ამ ნახევარში მოხვდა ბერძენი კონსტანტინ ალიოსეტსკინი, ვისაც წლეულს ევროპაზე მოუგო. აქვეა რუსთა წარმომადგენელიც, ოღონდ არა ჩვენებურის მიერ ევროპაზე დამარცხებული ზაურ მაკიევი, არამედ არსენ შალაევი. ბუდაპეშტში ჭიდაობს ჩვენებურთან ევროფინალში დამარცხებული თურქი სონერ დემირტასიც, მაგრამ ის ბადის მეორე მხარესაა, როგორც ევროპის უკრაინელი ბრინჯაოს პრიზიორი ოლეგ ზახარევიჩი და ის ტაჯიკი მანუჩეკჰრ ქიომზოდაც, ვისაც ხუციშვილმა შარშან ამავე რანგის ტურნირზე მოუგო. ჩვენებურის მხარესაა და ურიგო მოჭიდავე არ უნდა იყოს ირანელი რეზა ალირეზა აფზალიპაემამი, რომელმაც თავის ნაკრებში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი საეიდ ზავაქოლი შეცვალა.

ხიდეშელი პირველ წრეში ყაზახ ანდრეი ჩერვიაკოვს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ამ ასაკში მსოფლიოს მოქმედ ირანელ ჩემპიონ არფან მორადალი ამირის შეხვდეს. ევროპაზე ის რუსთან, მომავალ ჩემპიონ ვლადისლავ ბაიცაევთან დამარცხდა. რუსი ახლაც მის ბადეშია, ოღონდ ახალი კადრი - შამილ ახმედოვი. უკრაინელებმაც შეცვალეს მონაწილე და ევროპის პრიზიორს ამჯერად ასვენებენ. კონტინენტის მეორე ბრინჯაოს მედალოსანი, თურქი ფატიჰ იასარლი მეორე მხარესაა. არადა, ხიდეშელი მასთან მსოფლიოს პირველობაზე დამარცხდა.

ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებმა შარშან მსოფლიოს პირველობაზე თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. ორივე შარშანდელი მედალოსანი ამჟამადაც გუნდშია - ბრინჯაოს მფლობელი მარსაგიშვილი და ვიცე-ჩემპიონი საკანდელიძე. რაც შეეხება ამ გუნდის წლევანდელ ევროპირველობას, იქ ორ-ორი ოქრო-ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ირგუნეს. ჩემპიონები ხუციშვილი და საკანდელიძე არიან, ვიცე-ჩემპიონები - ჩოჩიშვილი და ხინჩეგაშვილი, ბრინჯაო კი ტალახაძემ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამუკა
გემოვნებაში ფრიადი შენ ძამიკო
ნია
და ჩვენი ბიჭი როგორია????
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება