"უნიკახამ" გიორგი შერმადინს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ძალაში სამედიცინო შემოწმების შემდეგ შევა
გიორგი შერმადინი, რომელმაც გასული სეზონი "მორაბანკ ანდორაში" გაატარა და ესპანური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, ესპანურსავე "უნიკახაში" გადავიდა.

შერმადინმა გასულ სეზონში 3-ჯერ მოიგო თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და ამდენჯერვე გახდა ტურის MVP.

მისით არაერთი ძლიერი გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა ყველას მალაგურმა კლუბმა აჯობა - "უნიკახამ" შერმადინს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ძალაში სამედიცინო შემოწმების შემდეგ შევა.

"მალაგელებთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე. 11 ივლისს მივდივარ სამედიცინო შემოწმებაზე, რომელსაც 1 დღეში გავივლი და საქართველოში დავბრუნდები.

"ანდორას" ძალიან სურდა ჩემი დატოვება, თუმცა "უნიკახამ", რომელიც ევროლიგაში თამაშობს და ზოგადად, გაცილებით შეძლებული გუნდია, ისეთი პირობები შემომთავაზა, რომ "ანდორა" მას ვერ შესწვდა.

მომავალ სეზონში ისევ ესპანეთის ჩემპიონატში ვითამაშებ, ასევე, ევროლიგაშიც მოვსინჯავ ძალებს.

"უნიკახაში" ცენტრის პოზიციაზე სლოვენიელი ალენ ომიჩი და სერბი დეიან მუსლი თამაშობენ. საკმაოდ ძლიერი ბიჭები არიან და ზოგადად, გუნდსაც დიდი ამბიციები ექნება", - განაცხადა გიორგი შერმადინმა.

გასულ სეზონში "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია მადრიდის "რეალთან" 0:3 წააგო, ხოლო ევროლიგის პლეი ოფში ვერ გავიდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი შერმადინის "უნიკახა" "ვალენსიასთან" შინ დამარცხდა და გადამწყვეტი მატჩი სტუმრად ელის
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ვალენსიაში იმარჯვა და სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
გიორგი შერმადინის და ტედ მაკფადენის 12-12 ქულა და მოგება-წაგება
გიორგი შერმადინი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "უნიკახა" პლეი-ოფს გამოეთიშა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
შერმადინის "ტენერიფემ" "ბარსელონა" დაამარცხა და თასის ნახევარფინალში "უნიკახას" შეხვდება
შერმადინის "ტენერიფემ" "ბარსელონა" დაამარცხა და თასის ნახევარფინალში "უნიკახას" შეხვდება
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში