რამდენიმე თვის წინათ ფიდეს პრეზიდენტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
რამდენიმე თვის წინათ ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის თვითგამოცხადებული საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა და მას სიგელი გადასცა, რასაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპროტესტო წერილი მოჰყვა. ილუმჟინოვმა ჩვენს ქვეყანას მოუბოდიშა, ფიდეს საპრეზიდენტო საბჭომ კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ერთადერთ სუვერენულ ორგანოდ აღიარა.

- სკანდალი: კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის დე ფაქტო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

და აი, გუშინ შევიტყვეთ, რომ ილუმჟინოვი თბილისში ჩამოვიდა. მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია:

"როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, თბილისში იმყოფება ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი. თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. თავად ფიდეს პრეზიდენტმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და ვიდეო. აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს: კირსან ილუმჟინოვის ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის არ მიუწოდებია არც ფიდეს სამდივნოს და არც თავად ფიდეს პრეზიდენტს.

აქედან გამომდინარე, ცხადია, კირსან ილუმჟინოვის საქმიანი ვიზიტი არ არის დაკავშირებული ჭადრაკის პოპულარიზაციასთან და ჩვენთვის უცნობია, რა მიზანს ისახავს მისი საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა."

გუშინვე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს დავუკავშირდით:

- უწინ, როცა კირსან ილუმჟინოვი თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა და ჭადრაკით იყო დაინტერესებული, თავად ფიდეს სამდივნო ან მისი პირადი თანაშემწე გვატყობინებდა ილუმჟინოვის საქართველოში ჩამოსვლის თარიღსა და დროს. ისიც ვიცოდით, რა საქმეზე გვეწვეოდა და ჩვენც ყოველმხრივ ვცდილობდით, ორგანიზებულად შევხვედროდით, - გვითხრა გიორგი გიორგაძემ. - ამჟამად ბატონი კირსანის თბილისში ინკოგნიტოდ სტუმრობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით შევიტყვეთ.

ეს ვიზიტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან შეთანხმებული არაა და, შესაბამისად, არ არის დაკავშირებული ჭადრაკთან. ეტყობა, თავისი ბიზნესინტერესები აქვს ან სხვა საქმე, რომელიც ჭადრაკს არ უკავშირდება. ასე რომ ყოფილიყო, ან ჩვენს ფედერაციას, ან ევროპის საჭადრაკო კავშირის თავკაცს შეეხმიანებოდა.

- თქვენ თავად ხომ არ გიცდიათ დაკავშირება?

- რატომ, რა მიზნით? კაცს, რომელიც საჭიროდ არ მიიჩნევს, სტუმრობის შესახებ გაუწყოს, რა ვუთხრათ, თბილისში რატომ ჩამოხვედით, რატომ არ გვეწვიეთო?!

- იქნებ სექტემბერში ჩვენთან გასამართავი მსოფლიოს თასის საორგანიზაციო საკითხები აინტერესებს?

- მერე ვისგან უნდა შეიტყოს ეს ყველაფერი, თუ არა ჩვენგან? თანაც არ შეიძლება, მისი ვიზიტი მსოფლიოს თასს უკავშირდებოდეს. მართალია, ის დღესაც ფიდეს პრეზიდენტია, მაგრამ უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. ამიტომ მსოფლიოს თასის ჩასატარებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ამდენად, ილუმჟინოვის თბილისში ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი ჩვენთვის უცნობი და გაუგებარია.

giorgi
ჰო, აბა ბიჭო, ხაჭაპური მოენატრა და იმიტომ ჩამოვიდა.. დაარღვია კანონი? - დაარღვია. ჰოდა, გადაიხადოს ადმინისტრაციული ჯარიმა და დაადოს იმ ბოდიშს. ეს ჯარიმა მისთვის მზესუმზირის ფულია.. საწყალი მოხუცი ბიცოლაჩემი საქართველოში ცხინვალიდან რომ შემოვიდა (სხვა გზა არ ქონდა, ლარსი გადატვირთული იყო), უკან დაბრუნებისას საშინელი პრობლემები შეუქმნეს და 1 თვე აყურყუტეს აქ. ჯარიმას ასაკმა გადაარჩინა. იმისთვის თუ იყო კანონი, კირსანასთვის სხვა ქაღალდზე წერია???
999
რას გიქვიათ ჩუმად ჩამოსვლა თქვე სიაფანტებო? უჩინმაჩინის ქუდი ეხურა?
გია
ნიფხავ ჩახდილი საქართველო,და თავზე ნიფხავ წამოხურული,ლაჩარი ქართველები! ხხტტფუუუუუუუ!
ქართველი
მიდით ესროლეთ მობილურები და წყლით სავსე ბოთლები. იურტა და რამე..
გიორგი
რა არის გაუგებარი? კირსანა ცუდად მოიქცა როცა აფხაზებს შეხვდა, მართალია ბოდიში მოიხადა მაგრამ ეგ თავის იურტაში შეინახოს. ჩვენებს გულში წყენა აქვს და როცა დატორმუზებულია აღარ გამოიდეს თავი. წინა პატივისცემები ხომ მაგრად დაგვიმახსოვრაო.
დისიდენტი
კანონი ოკუპაციის შესახებ - შეჩერდა???
aburjga
გაჩერდით, გაჩუმდით. იქნებ იმან გამოგზავნა ვისაც ჭადრაკზე უფრო მეტის მოგვარება ხელეწიფება. გაჩერდით! აცალეთ ადამიანებს ცხოვრება და საქმეების მოგვარება!
ratom?
თქვენ თავად ხომ არ გიცდიათ დაკავშირება? - რატომ, რა მიზნით? კაცს, რომელიც საჭიროდ არ მიიჩნევს, სტუმრობის შესახებ გაუწყოს, რა ვუთხრათ, თბილისში რატომ ჩამოხვედით, რატომ არ გვეწვიეთო?! რაცხა აეთი პასუხი არ მესმის
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ჭადრაკი თოვლში?
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
სკანდალი: კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის დე ფაქტო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
საჭადრაკო აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა