ფერგიმ თხარა, თხარაო...

ალექს ფერგიუსონი ყველაფრით გამორჩეული კაცია: ის გახდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, ვისაც ფეხბურთის ასოციაციის თასის „უემბლის ეტაპზე“ აუკრძალეს გუნდთან ერთად ყოფნა და „მანჩესტერ სიტისთან“ ნახევარფინალურ შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებს თვალს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „იუნაიტედის“ თავკაცს ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ამ ხუთი თამაშიდან ოთხი პრემიერლიგის ტურს ემთხვევა, ერთი კი ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალს. „უემბლიც“ ამიტომ ვახსენეთ. მოგეხსენებათ, ფეხბურთის ასოციაციის თასს ტრადიცია აქვს ასეთი — ნახევარფინალები და ფინალი ლონდონის ლეგენდარულ სტადიონზე იმართება.

სერ ალექსის დასჯის მიზეზს „ლელოს“ მკითხველისთვის შეხსენება არ სჭირდება: „ჩელსისთან“ თამაშის შემდეგ მან მსაჯი მარტინ ატკინსონი საჯაროდ გააკრიტიკა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მისი კრიტიკული კომენტარიდან ყველაზე მეტად ყურში სიტყვა „უსამართლობა“ მოხვდა. ვინ იცის, ფერგის ამ სიტყვის ნაცვლად სხვა რომ ეხმარა სასჯელი ასეთი მკაცრი არც ყოფილიყო. ეთქვა, მაგალითად რომ ატკინსონი შეცდა ან რამე ასეთი, მაგრამ სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენება? ეს მეტისმეტი გამოდგა და ასოციაციის გარდა, საფეხბურთო საზოგადოების დიდი ნაწილიც აღაშფოთა.

სხვათა შორის, „იუნაიტედის“ თავკაცი 30 ათასი ფუნტითაც დააჯარიმეს, თუმცა ეს თანხა ფერგიუსონისთვის დაუძლეველი არ არის. ის თავად დასჯის ფაქტს გაუბრაზებია. სერ ალექსს მიაჩნია, რომ იგი სიმართლისთვის და ენობრივი უზუსტობის გამო დასაჯეს. „იუნაიტედის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტაბლოიდებს უამბო:

„ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მსაჯის იმდღევანდელი მოქმედება სწორად შეაფასა, თუმცა სიტყვა „უსამართლობაში“ განზრახ მიდგომა არ უგულისხმია. მას მერე, რაც თავისი პოზიცია განმარტა და სადისციპლინო კომისიას ზუსტად აუხსნა რა და რატომ თქვა, ის დარწმუნებული იყო, რომ აღარ დასჯიდნენ და ამიტომაც გამოვიდა წყობიდან როდესაც ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაციის ამბავი გაიგო“.

ფეხბურთის ასოციაციას სერ ალექს ფერგიუსონის საქმისთვის ცალკე განხილვა ჰქონდა დანიშნული.

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს კოლეგას მხარი თვით „ჩელსის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაუჭირა. იტალიელმა განაცხადა:

„მე ვუსმინე ფერგიუსონს და ვიცი რაც თქვა მატჩის შემდეგ. რასაკვირველია, ეს კარგი ნათქვამი არ იყო, მაგრამ ამისთვის ხუთი თამაშით არ უნდა დაესაჯათ“.

ფერგიუსონმა ატკინსონი ძირითადად დავიდ ლუიზთან დაკავშირებული ორი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელს მიაჩნია, რომ „ჩელსის“ მცველი ხავიერ ერნანდესისა და უეინ რუნის წინააღმდეგ უხეშობისათვის მსაჯს მოედნიდან უნდა გაეძევებინა, მან კი ბრაზილიელს ყვითელი ბარათი აკმარა. მოედანზე დატოვებული ლუიზი კი, ამ ორ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, შესანიშნავად თამაშობდა და გოლიც კი გაიტანა.

და მაინც, ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის რეაქცია ლუიზის გაგდება-დატოვებით არ იყო განპირობებული. ასოციაციამ მიიჩნია, რომ ფერგიუსონმა მსაჯის პატიოსნებაში შეიტანა ეჭვი. შეგახსენებთ, სერ ალექსის მატჩისშემდგომი ინტერვიუს ერთ მონაკვეთს:

„ბოლოს და ბოლოს რა გვინდა ჩვენ, პატიოსანი თუ მკაცრი მსაჯი? თამაშის წინ, როდესაც გავიგე ვინ დანიშნეს ჩვენი შეხვედრის არბიტრად, ეჭვი გამიჩნდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა“.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცს ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია იმიტომ მიუსაჯეს, რომ მარტინ ატკინსონის კრიტიკისთვის სამი თამაში ეკუთვნოდა და კიდევ „ორთამაშიანი“ ვალი ჰქონდა — წინა სეზონში ალან უაილის „მიწასთან გასწორების“ გამო „პირობითი დისკვალიფიკაცია“ ჰქონდა გადმოყოლილი.

დისკვალიფიკაცია 22 მარტიდან შევა ძალაში. ფერგი გამოტოვებს (უფრო სწორედ ტრიბუნიდან ნახავს) შემდეგ თამაშებს: 2 აპრილს სტუმრად „ვესტ ჰემთან“, 9 აპრილს შინ „ფულჰემთან“, 16 ან 17 აპრილს თასის ნახევარფინალს „მანჩესტერ სიტისთან“, 23 აპრილს შინ „ევერტონთან“ და 1 მაისს სტუმრად „არსენალთან“.

დავაზუსტოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუძლია ითხოვოს და ფერგიუსონის დისკვალიფიკაცია 19 მარტიდან ანუ „ბოლტონთან“ თამაშიდან შეაყვანინოს ძალაში, რის შედეგადაც ფერგი 1 მაისს, „არსენალთან“ თამაშში, მოედნის კიდესთან ყოფნას შეძლებს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა