ნადალი პირველი ვერ გახდება
უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ბოლო მეოთხედფინალისტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მისი შეხვედრა ფრანგ ადრიან მანარინოსთან ორშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ სიბნელი გამო სამშაბათისთვის გადაიდო.

ჯოკოვიჩმა პირველ სეტში იოლად დაადასტურა ფავორიტის სტატუსი. მან უკვე მეორე გეიმში შეასრულა ბრეიკი, შემდეგ მერვე იგივე გააკეთა და 6:2 მოიგო. მეორე სეტის სტარტიც ანალოგიური გამოვიდა - ბრეიკი მეორე გეიმში და თითქოს, ამ პარტიაშიც სერბს იოლი გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მანარინომ მეშვიდე გეიმში მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც ფრანგი 4:2 დაწინაურდა, თუმცა, ჯოკოვიჩმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო, ორმაგი სეტბოლი მოიპოვა და მეორე ცდაზე ორამდე გაზარდა სეტებში უპირატესობა.

მესამე სეტი წინა ორის მსგავსად დაიწყო - ჯოკოვიჩმა ისევ სტარტზე გააკეთა ბრეიკი და ამჯერად შეძლო უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება - 6:2, 7:6(5), 6:4.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მესამე ჩოგბურთელია, ვინც სეტის წაუგებლად მიაღწია მეოთხედფინალამდე. ასევე დაუმარცხებლები არიან როჯერ ფედერერი და მარინ ჩილიჩი.

ორმო ცენტრალურ კორტზე

ადრიან მანარინოსთან მოგების (6:2, 7:6, 6:4) შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა უიმბლდონის ცენტრალური კორტის საფარის გამო.

"მატჩის მსვლელობისას მივუთითე მთავარ არბიტრს იმაზე, რომ პირდაპირ მოწოდების ხაზთან მოედანზე პატარა ორმოა. მან ზუსტად მთხოვა მეჩვენებინა ეს ადგილი და ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

სიმართლე გითხრათ, ამ უიმბლდონზე კორტები არც ისე კარგია. ბევრი ჩოგბურთელი მეთანხმება ამაში. ამინდსაც გავლენა აქვს ბალახზე. როგორც ჩანს, ბალახი - ყველაზე რთული საფარია იმისთვის, რომ იდეალურად იყოს მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ეს რთულია. ისინი ძალიან ცდილობენ, მაგრამ უკეთეს კორტებზე მითამაშია", - განაცხადა ნოვაკმა.

ნადალი პირველი ვერ გახდება

მიმდინარე უიმბლდონის შედეგების მიხედვით, ესპანელი რაფაელ ნადალი ვერ გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც რაფამ მერვედფინალი წააგო ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან - 3:6, 4:6, 6:3, 6:4, 13:15.

უიმბლდონის დაწყებამდე, ATP-ის კლასიფიკაციის პირველ ადგილზე ოთხი ჩოგბურთელი აცხადებდა პრეტენზიას: ენდი მარეი, რაფაელ ნადალი, სტენ ვავრინკა და ნოვაკ ჯოკოვიჩი. ახლა კი პრეტენდენტი ორი დარჩა - მარეი და ჯოკოვიჩი. ამასთან, მარეის შეუძლია უკვე ოთხშაბათს გაინაღდოს პირველი ადგილი - თუ მეოთხედფინალში სემ კუერის დაამარცხებს. თუ ის ამას ვერ მოახერხებს, ჯოკოვიჩს მწვერვალზე დასაბრუნებლად ტიტულის მოგება დასჭირდება.

მეოთხედფინალებში ხვდებიან:

დღეს

მარეი (ბრიტ, 1)-კუერი (აშშ, 24)

ჩილიჩი (ხორ, 7)- (ლუქ, 16)

ფედერერი (შვეიც, 3)-რაონიჩი (კან, 6)

ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ბერდიხი (ჩეხ, 11)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის