ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა
ბოლო ქართულმა გუნდმაც ითამაშა ევროთასებზე. ითამაშა ისე, რომ ამას მართლა ჯობდა, არ ეთამაშა. კავკასიურ დერბიში განადგურება ძალიან უსიამოვნოა და, მით უმეტეს, უსიამოვნოა იმ უმწეობის შეგრძნება, ბაქოში გამართულმა შეხვედრამ ერთხელაც რომ გაგვიჩინა...

ის, რომ ჩვენი კლუბები ვერ გაძლიერდნენ ევროთასების წინ, ის, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ძალიან ბევრია ისეთი, მხოლოდ პირადულზე რომ ზრუნავს...

ის, რომ არ გვაქვს სტადიონები...

ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი უკეთესი უნდა იყოს და შეიძლება უფასოც...

...ეს ყველამ ვიცით და ამაზე იმდენჯერ დავწერეთ, მგონი, მკითხველს თავი შევაწყინეთ კიდეც. ეგაა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება და რა ვქნათ, გაისად წლევანდელი კოშმარი რომ არ განმეორდეს?

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, შეიძლება ასეთი ანგარიშები არა, მაგრამ შედეგი - ნამდვილად არ არის სენსაცია.

ევროთასების დაწყებამდე წერილი დავწერე - კრახს ველოდები-მეთქი, დაახლოებით ასეთი იყო იმ წერილის შინაარსი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქომაგი დამიკავშირდა და გამიწყრა - წინასწარ რატომ ტირიო?

იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ კიდევ თამაშამდე, ფურცელზე ჩანდა ყველაფერი. ჩანდა და ეს უშუალოდ შეხვედრებშიც დადასტურდა. თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას", ყველა გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შერცხვა!

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ყველამ ვიცით. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? ფაქტია: არ გამოდგება მოქმედება მხოლოდ დაწერილი წესებით. საჭიროა ქირურგიული ჩარევა, გნებავთ, შოკური თერაპია და ახლა ბევრი რამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო! მომავალი პირველობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა და რომელი კლუბიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მან უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა ითამაშოს. უნდა ჩანაცვლდეს იმ კლუბით, რომელსაც ჰყავს კერძო მფლობელი.

მეორე: წლევანდელი ევროოდისეის მონაწილე ქართული კლუბების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, ჯერ დავსვათ კითხვა - სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი? დაახლოებით იქ, სადაც ანდორის, გიბრალტარის და მალტის კლუბები არიან. აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგს ვეღარ შევედრებით - აბა, რომელი ჩვენი გუნდი გამოაგდებს თუნდაც ძველი დიდების ნაშთად ქცეულ "რეინჯერსს"?..

ჰოდა, ამ გიბრალტარის, ანდორის, მალტისა და მისთანების კლუბების ხელმძღვანელები შეგუებულები არიან იმას, რომ ამ ქვეყნებში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები და კადრებს მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. მაგალითად, ანდორისა და გიბრალტარის გუნდებში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ლუქსემბურგულ კლუბებში მოთამაშე ფრანგები და ასე შემდეგ.

საქართველო არ არის შუა ევროპა. ჩვენ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენთან ჩამოვლენ რუმინელები, ხორვატები, სერბები... ისინი არ ეთამაშებიან ასტრონომიულ თანხებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დღეს ჩვენი ნორმალური ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნდებიან, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კი არ შეუძლიათ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ითამაშონ ევროთასებზე. მათ საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ფეხბურთთან. სხვები დარბიან, ისინი კი დაღოღავენ...

და თუ მაინცდამაინც დასაქმებულები უნდა იყვნენ, იქნებ დაბალი ლიგების კლუბებში დასაქმდნენ. სანამ მასობრივად გაგვეზრდება კარგი თაობები, ფონს ლეგიონერებით უნდა გავიდეთ. მართალია, მესი აქ არ ჩამოვა, მაგრამ იმ ქართველ ფეხბურთელებზე კარგი კონტინგენტის მოძიება კია შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩვენს კლუბებშია თავმოყრილი.

პირველ ეტაპზე ეს აუცილებლად მოგვცემს შედარებით უკეთესობას მაინც. დღეს ესეც საქმეა.

უნდა ჩამოვიყვანოთ მწვრთნელებიც, რათა ყველა ქართული გუნდი ერთმანეთს არ ჰგავდეს მინდორზე, არ იყოს სამწვრთნელო იდეების ნაკლებობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივაცაა კრიზისი. ეს ევროთასებმა ნათლად აჩვენა - ყველა გუნდი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ მაისურის ფერით თუ გაარჩევდი...

დღეს თითქმის ყველა ქართული კლუბის ფეხბურთელი ფინანსურ სიდუხჭირეზე ტირის. დაინტერესდები, შიგნიდან ჩახედავ და... დაბალ ლიგებშიც კი კარგი ფეხბურთელები ათას ხუთას-ორი ათას ლარს ითხოვენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის სუპერხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზე რომ ცხოვრობს...

იმ ფულით, რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები იხდიან, შეიძლება უკეთესი გუნდების გაკეთება ლეგიონერებზე დაყრდნობით. ეგაა, ეს უნდა იყოს ერთჯერადი, მხოლოდ ორ-სამ წელიწადზე გათვლილი ღონისძიება, რომლის მასშტაბებიც შემცირდება მაშინვე, როგორც კი ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც წამოვლენ ბავშვთა ფეხბურთიდან, ძვლები გაუმაგრდებათ.

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა. რა ბედნიერები ვიქნებოდით ახლა, ლუქსემბურგის კლუბების ადგილას ქართული გუნდები რომ იყვნენ... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• quTaiseli

ქართულ კლუბურ ფეხბურთს საბჭოეთის დაშლის შემდეგ მართლაც არაფელი შეუქმნია ღირებული და ამას ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებები განაპირობებდა.მე ადრედაც დავწერე და ეხლაც იგივეს გავიმეორებ ეგეთი ძლიერი გუნდები როგორიც ადრე გვყავდა აღარ გვეყოლება სამწუხაროდ ფეხბურთი გახდა ბიზნესი და შავი ფულის გათეთრების კარგი საშუალება იყიდება ყველაფერი თურამე არსებობს ფეხბურთის ირგვლივ და იხდიან ძალიან დიდ ფულს ასერო თუ დიდი ფულიარიქნა დიდი ფეხბურთიც არიქნება ეს მილიონლარიანი გუნდები კიდე იარსებებენ მანამ სანამ დარმავოი ფულია.მერე კიდე ფაფუ.დინამოს მესაკუთრეს ფიფიას კიდე ეტყობა დიდი ფულის ჩადება არ შეუძლია მყიდველიც ვერავინ ნახა ისეთი რო თავის დახარჯული თანხა ამოიღოს და ყიდის იმედისმომცემ ფეხბურთელებს რო გუნდი არჩინოს.

• S.P

merabi-s.magis hemdeg hen rom cer bevri dro gavida.isev iq davbrundit tu ra ginda tqva. magi horeul 90-hi iko. Hemdeg ertxel dinamom jgufhic itamaha,zestafoni,goria da dinamo 2-3 etaps gadiodnen.da gdevandelivit ar ircxvenden tavs.

• achi

სახელს და გვარს რატო არ დაასაბელებ.. მაგალიტად მჩედლიდზე, ქაზაიშვილი, კაჭარავა, და ასეთი ბევრია... მიეციტ ამატ ხელპასი და ნახავტ თუ არ მოვიდნენ, როგორ იყო ეთ წელს გაგრა გაიხსენეთ მასშინ რატო იყო შესადლებელი და ახლა არა

• achi

SEVKO მართალი ხარ მაგრამ ჩვენ ვინ გვისმენს ბრატ

• merabi

გაიხსენეთ სახლში წაგებული 2-8 და 0-7 როდის იყო თან ვისთან პოლონეთის და საბერძნეთის მასშტაბით საშუალო დონის გუნდებთან, მაშინ არ ვიდექით კატასტროფის გზაზე? ვინმემ აიმაღლა ხმა? რამდენი წელი გავიდა და მეორდება ერთიდაიგივე.ერთი კაცი არ გამოჩნდა, ფულიც ქონდეს და ფეხბურთიც უყვარდეს? რისი ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს...

• SEVKO

კარაბახის სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა მხოლოდ სამი ლეგიონერი, დანარჩენი იყო ადგილობრივი აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელები არიან აზერბაიჯანის ნაკრების წევრები. აზერბაიჯანს აზერბაიჯანელი ლეგიონერები თითქმის არ ყავთ. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ეროვნული ნაკრები აზებაიჯანის ნაკრებს მოუგებს. მოდით ფეხბურთის ფედერაციამ გაუწიოს დახმარება ქართულ კლუბებს გადაუხადონ 4000-5000 ევრო ქართველ ღირსეულ ფეხბურთელებს (გვარებს არ ვასახელებ) და დარწმუნებული ვარ ის შედეგი გვექნება რაც აზერბაიჯანს. ეს ბოლო ახალგაზრდულმა ნაკრებებმა დაამტკიცეს.

• effe

ჩემი აზრით გამოსავალი ერთადერთია უნდა დაწესდეს ასაკობრივი ლიმიტი (ვთქვათ 23 წელი) რა დროსაც ვერ წავლენ უცხოეთში სათამაშოდ და ქართული გუნდები შეინარჩუნებენ ბირთვს აღარ იარსებებენ 6 თვიანი გუნდები (სამტრედია მაგის ნათელი მაგალითია)... მოდი ჯერ აქ დაამტკიცონ რა შეუძლიათ გაიყვანონ ქართული გუნდები ევროპულ ასპარაზზე და მერე წავიდნენ სადაც უნდათ... ნუ გამონაკლისები აქაც იქნება ზოგი უარს იტყვის მოქალაქეობაზე ზოგი ტოპ5 ჩემპიონატში წავა

• haha

ხალხო, რატომ არაფერს ვამბობთ იმაზე რომ თამაშის დაწყებიდან 12 წუთში 2 სამტრედიელს ყვითელი ქონდა და პლიუს პენალი აიკდეს? ესენი საბრძოლველად იყვნენ გამოსული და ისინი ფეხბურთის სათამაშოდ. ასევე ქნა ქუთაისმაც, გამოვიდა საბრძოლველად და წააგო ფეხბურთი.

• quTaiseli

რაღა შეღავათი უნდათ ეგრეთწოდებულ ბიზნესმენებს ეს მაინც დააკონკრეტეთ ამის დამწერებმა და ზოგადად როგორ აპირებთ იმის გაკონტროლებას ათ მილიონს ჩადებენ გუნდში თუ სამშიერთს და ყველაფულს სახლში არ წაიღებენ და საერთოდაც ეგ შეღავათები ყურით მოთრეული თემა მგონია რო კიდევუფრო გამდიდრდეს ზოგიერთი და მეტი არაფელი.ქართველი ფულიანი მეშოკის მენტალიტეტი ვინც იცის ყველა დამეთანხმება ამაში.

• სანდრო

სტატა კარგია , მაგრამ ქართული ფეხბურთი მკვდარია და როგორც მკვდარს საუკეთესო ვენოკიც ვერ შველის,ასევე სტაიებიტაც ვერაფერი ეშველება ვცდილობ მეტი აღარ დავწერო აქ არაფრი ეს ბოლო იქნებ აოდესმე ალბათ რაიმე გამოსწორდება,მაგრამ მე ამას ვეღარ მოვესწრები.არც მაქვს სურვილიქარტული ფეხბურთის მომავალია უცხოელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები,სადაც ქარტველტა მცირე რაოდენობა იქნება ასე რომ ეს ვერ და არ იქნება ქარტული ფეხბურთი. მადლობთ რაც აქამდე კომენტარი დამიწერია და რომ აქვეყნებით.

• Guadua

gia აი მასე რომ აზროვნებთ მთელს ქვეყანაში, იმიტომაც იჭრებით ყველა სფეროში. კერძო მფლობელის მოსვლა არ ნიშნავს რომ ეს ისეთივე ნაძალადევად მოსული მხოლოდ ქართველი კერძო მფლობელი იყოს როგორც ეს ტორპედოს შემთხვევაში მოხდა. ყველა კლუბი უნდა გამზადდეს ერთდროულად გასაყიდად და ერთდროულად გავიდეს აუქციონე "საერთაშორისოდ გამოცხადებულ აუქციონზე" და თუკი ეს ყველაფერი წესიერად იქნება გაკეთებული , ნახავთ რამდენი იქნება მყიდველი და მსურველი. საქართველოში რომ არაა მყოდველი ეს არაფერ შუაშია კლუბის გასხვისებასთან. ეგაა რომ სანამ თუნდაც 1 კლუბი რჩება ორივე ლიგაში სახელმწიდო საკუთრების ან მხოლოდ ბიუჯეტით ფინანსირებადი, მანამდის სიტუაცია არ დალაგდება ის ერთი მუდამ არევს ყველაფერს.

• gia

კერძო სექტორი უნდა შევიდესო ითქვა, კი ბატონო კარგი იდეაა, მაგრამ მას რა ინტერესი უნდა ამოძრავებდეს რა ეს საქმე მომგებიანია? რათქმა უნდა არაა მომგებიანი. კერძო სექტორი - ბიზნესმენი იმ შემთხვევაში დააბანდებს ფულს თუ მას გადასახადებში რამე შეღავათი ექნება. ნორმალური კლუბის შესაქმნელად მინიმუმ 10 მილიონი არის საჭირო. ამდენ ფულს არა მგონია ვინმე ტყუილა გადაყრიდეს. ამიტომ, საკანონმდებლო ბაზაა შესაცვლელი იმ პირებისათვის ვისაც თანხის დაბანდება სპორტში უნდა.სახელმწიფომ კი ბავშვთა ფეხბურთზე უნდა იფიქროს. მოკლედ ყველაფერს სჭირდება დიდი ფული როგორც სახელმწიფოს მხრიდან ისე კერძო სექტორის მხრიდან. მაგრამ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ფეხბურთის დარდი ვის აქვს, ვერ ხედავთ ხალს როგორ უჭირს. სახელმწიფოს პრიორიტეტები სხვა რამეზეა დაგეგმილი. ფეხბურთი, უკვე დიდი ფულის მქონე სახელმწიფოების სპორტი გახდა.

• OTAR

BATUMSHI 11 CELIA AR ICHEBEN STADIONIS ASHENEBAS ,APRIKASHIA AMAS AR GAAKETEBEN ES KRIMINALIA....

• 1

არცერთი ჟურნალისტი ხმას არ იღებთ და თქვენს აზრს ღიად არ აფიქსირებთ, რომ ზესტაფონის დაბრუნება ქართულ ფეხბურთში აუცილებელია. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?

• odala

მთავარი გავიწყდებათ - ფეხბურთი არ არის კარგი ბიზნესი საქართველოში და რომ გინდათ ყველა კლუბი კერძო იყოს, ეგ ამბავი არ გამოვა.

• gio

tu mtavroba ar mogvwons ari mitingebi shimshilobebi da ertibambavi...erti shekreba ra gaxda pederaciastan ro pasuxebi mivigot aq chven laparaks ra azri aq moqmedebaa sawiro da zewola pederaciis sheqmnil pondshi chveni gadasaxadebia romelsac klubebs ese uazrod da upatronod urigeben

• icit ras getyvit jurnalistebo

yvelas jobia is dawerot vin rogor chams gundebis pulebs gamodixart da chkuas gvaswavlit. magram geshiniat da ver dawert.. ro dacini aq samtredias momeci 20 milioni da ganaxeb yarabaxs ras uzam. samtrediam waagebs aba ras izams kapiki puli ar aqvs dgexar da ilandgebii,,,amixseni rato unda mougos samtrediam yarabaxs>??? ra qveyanac vart is pexburtiaa da amas sanam qveyana ar modzlierdeba ase iqneba pexburtic.. 4000 larad romeli legioneri chamogiva aaq kargi ro wer moiyvannono

• gurami

არაუშავს ბიჭებო რომ წააგეთ თუ ვერ გახვედით არაუშავს იმედია შემდეგში ცჰემპიონტა ლიგაზე ან ევროპაზე გახვალთ და გვასახელებთ დინამომ თუ ასე გააგრდზელა ცჰემპიონტა ლიგაზე მოხვდება და სამტრედიამ არ უნდა დაკარგოს შანსი

• gurami

საშუალო ხელფასი რაზეც კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში ნორმალურ უცხოელ ფეხბურთელს დაითანხმებ ეს შეიძლება იყოს 10000 ლარი თვეში, საუბარია ლეგიონერებზე აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან. თუმცა როგორც კი თავს გამოიჩენენ, შემოთავაზებებს მიიღებენ უკეთესს და შენარჩუნება გაჭირდება. პრინციპში შემდგარი და კარგი ქართველი ლეგიონერის დაბრუნებასაც არ უნდა ნაკლები თანხა თუ მეტი არა და ამ უფულობის პირობებში გადინებაა ფეხბურთელების და აბა რა იქნება? ფულია ჩასადები ფული, უფულოდ არ კეთდება საქმე და როდის უნდა გაიგოთ?

• საჩხერელი

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებს /ეროვნული ნაკრები/ ევროპაში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელები ყავდათ,მაგრამ რა შედეგი ქონდათ?

• DDD

როდემდე უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას,ყოველ წელს უარესობაა.

• კოლი-ს

მახსოვს აქ ერთი კაცი წერდა მაგ ფულის 10% საკმარისია ქართული ფეხბურთი მომგებიანი რო გახდესო და პროგრამაც მიაწოდა ფედერაციას. თანაც გარანტიას იძლეოდა თუ არ გაამართლებს დიდ ჯარიმას გადავიხდიო. ადრე მუჯირი უვარჯიშებია იმ კაცს.

• sayavria

ვეთანხმები ფედერაციის ბრალეულიბას. კაცი რომ ისეთი ტყუილით დაიწყებს მოღვაწეობას, რაც კობიაშვილმა და მუჯირმა ზესტაფონელ გულშემატკივრებს აკადრეს, ის კაცი აუცილებლად დაიჯება უზენაისი სამართლიანობის წინაშე, ღირსიცაა! ასე სანამ იქნება, მანამდე ვერ იხეირებს ვერც ახსლგზრდული, ვერც კლუბი და ვერც ეროვნუი

• კოლი

ალეკო,თქვენი ჭირიმე ,თქვენც იცით და ბევრმა სხვამაც აქ მპოსტავებმა როგორ წავიდეს საქმე უკეთესობისაკენ,მე არა მგონია კობიაშვილმა ან ხეჩიკაშვილმა იცოდნენ ჩვენზე ნაკლებად, გეფიცები ეკა ბესელიამაც თუ არ იცოდეს, მაგრამ არ აკეთებენ. რატომ არ აკეთებენ ? მე მგონი მთავრობისთვის ეს საქმე არაა პირველხარისხოვანი პრობლემა და იმიტომ , თან მათი პირადი და ფეხბურთის ინტერესებიც, ალბათ არ ემთხვევა ერთმანეთს. ვერც ჩვენი პატარა ფულიანი ბიზნესმენები გადაწყვეტენ ამ საქმეს,დიდ ფეხბურთს დიდი ფული უნდა, შეძლებს კი ჩვენი კერძო მესაკუთრე , კარგი სტადიონის აშენებას ,კარგი პირობების შექმნას,კარგი ხელფასების გადახდას, ძლიერი მწვრთნელის და ძლიერი ფეხბურთელების ჩამოყვანას ,ვერ შეძლებს.

• დათო- რუსთავი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეგ 250 მილიონი ლარი სახელმწიფომ და ფედერაციამ ფეხბურთის განსავითარებლად კი არ გამოყო, არამეტ ვიღაც ვიღაცეებმა ჯიბეები რომ გაისქელოს. მაგ ფულს ჯობია კონკრეტული მიმართულება მიეცეს და მოხმარდეს ; 1. საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ბაზების და აკადემიების აშენება, განვითარებას 2. ბავშვთა ფეხბურთში უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელების მოწვევას და ადგილობრივი მწვრთნელების სწავლა განვითარებას . 3.ნორმალური , ხარისხიანი მოედნების გაკეთებას არაა აუცილებელი დიდი ტევადობის სტადიონებით, საკმარისი იქნება 6 ან 15 ასიანი ტრიბუნებით ....

• gia

სწორია!!! სამტრედიის კონტიგენტით სხვა შედეგი არც დაიდებოდა.კლუბები აუცილებლად უნდა გახდეს კერძო.და მაგ ფულით გუნდებს რო უხდის,ჯობია სახელმწიფომ სტადიონები გააკეთოს ან ბავშვთა ფეხბურთი დააფინანსოს

aq velas erti hekitxvit mogmartavt.rogor fiqrobt es tanxebi,romlebic hveni gadasaxadebidan midis fex.ganvitarebis fondhi sinamdvilehi ras xmardeba??? es fexburtelebi arhevnebze vis hemoxazaven??? am fulit saxelmcifo fexburtelebis xmebs kidulobs!!!admn.ar dablokn gtxov!

• dave

Kudracha, რომ წერ ამცირებენ და ამცირებ კლუბის თანხებსო, და უფულოდ შედეგი ვის გაუგიაო, მაშინ ის მაინც დაწერე რამდენი უნდა მისცეს სახელმწიფომ თითო კლუბს, რომ შედეგი აჩვენონ ? და რაში რამდენი უნდა დაიხარჯოს, საინტერესოა გულშემატკივარის აზრი, რა თანხაა იმისთვის საჭირო გუნდმა გამართულად რომ ითამაშოს. აქვე იმასაც ვიძახით ლარი არ უნდა მისცეო და ვეღარ გავიგე :)

• quTaiseli

ყველაფრის თავიდა თავი ეგრეთწოდებული ახლებული აზროვნება და მენტალიტეტია და მეტი არაფელი ფულს აძლევს სახელმწიფო და შედეგზე პასუხისმგებელი არავინარის აიესარის მთავარი ნაკლი ამ პროცესის. და მეტი არაფელი.აპა მოთხოვე შედეგი თუ მოკიდებს მაგ ფულს ხელს არცერთი დღევანდელი კლუბის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი არმოკიდებს ვალდებულებებით თანხას ხელს.

• შოთა რუსთაველი

დროა ვიფიქროთ ნამდვილმა ფეხბურთის ფანებმა, შევქმნათ ისეთი საფეხბურთო კლუბი რომელის მიზანი საფეხბურთო წარმატებები იქნება მხოლოდ და არა სახელმწიფო ფულის ჯიბეში ჩაშვება. ეს სავსებით რეალურია თუ რამდენიმე ასეული კაცი, რომელსაც ფეხბურთი და საქართველო უყვარს ერთად დადგება.

• კახა ქირია

90წუთის განმავლობაში ერთხელ რომ დაარტყავ კარში ესაა ფეხბურთი.მწვრთნელი ეუბნება არ დაარტყაო თუ.....ძალიან ცუდ დღეში ვართ.ორ ადგილზე მუშაობაც არაა მისაღები,ჯერ ერთი არ დაგილაგებია,ხედავ რა დღეშია ფეხბურთი და შენ კიდე პარლამენტში გარბიხარ...არ ვიცი ესე რამ გაგახარბათ.....მე არ მესმის ერთი რამ,სულ მაღალ პოსტზე ხომ არ იქნება კაცი,აი მერე როგორ აპირებთ ცხოვრებას,ხალხს როგორ უნდა შეხედოთ თვალებში.ან ქუჩაში გამო ხვალ,ან რესტორანში დაჯდები.ან ქორწილში წახვალ და არ გაგიტყდება თქვენზე ცუდს რომ იტყვიან.ამიტომ გააკეთეთ კარგი საქმეები და მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ნუ ფიქრობთ

• Kudracha

თქვენ ჩემო კარგებო დამდგარხართ და ყველას ლანძღავთ და იმას არ ფიკრობთ რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ფედერაციაა! სხვებზე ლაპარაკს თავი Dაანებონ და ფეხბურთის განვითარება მატ ეხებათ Dა კეთილი ინებონ და ეს შეასრულონ. ასეთი თანხებით კარაბახს კიარა მე ვერ მომიგებთ))) ამცირებენ და Aმცირებენ ამ გუნდების ტანხებს და უფულოდ შედეგი ვის დაუდია? ამასთან ერთად ფეხბჯრთელების დიდი დეფიციტია საქართველოში!! არც Fეხბურტელი და არც ფედერაცია არა გვყავს ხალხნო!!!! სასაცილოები არიან ესენი თავისი განვითარების ფონდით)))) სადაც 15 და 10 ათასებს ღებულობენ რაში?)))). მალადეც განავითარეს ფეხბურთი! მალადეც ფედერაციას! მალადეც განვითარების ფონდი! და ყველაზე დიდი მადლობა ასეთი ღვაწლისთვის სპორტის სამინისტროს)))))

• Guadua

აი ყოჩაღ, კარგი სტატიაა, კარგი აზრებია, მითუმეეტს რომ მაგ აზრების ავტორები მრავალი თვეებია აქაური მპოსტავებიც არიან და სასიამოვნოა რომ მათ აზრებს იზიარებ, ხოლო თუ შეეცდები შენს ნააზრევად გამოაცხადო, შემიძლია გაგაკვირვო რომ მაგ იდეები დალაგებული და დახარისხებული, პრემიერ- მინისტრიდან დაწყებული კობიაშვილ- ყაველაშვილის საპარლამენტო მეილებით დანთავრებული უკევ დიდი ხანია დევს. სრულიადაა აღწერილი როგორ,რა წესით და რა პირობებში უნდა მოხდეს ორიევ ლიგის კლუბების გასხვისება. ასე რომ, ამერიკა არ აღმოგიჩენია,ძალიან გვიან დაწერე ის რაც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა დაგეწერა,და თანაც ეგაა რომ რეაქცია არაა აქვს ხელისუფლებას ამაზე, რადგან ძალიან ბევრი მათთან დაახლოებული პირი იკვებება ამ საბიუჯეტო ფულით, ბევრი კი მეპატრონესავით მოაჯდა მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე არსებულ კლუბებს. კობიაშვილს, ყაველაშვილს,იაშვილს, მუჯირს, ხეჩიკაშვილს , ძვირად დაუჯდებათ ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება და დროზე მოუგვარებლობა.ხალხი მათგან პირს იბრუნებს და უკვე მათ ლანძღვა-გინებაზე გადავა...სურთ ასე? მოსინჯონ, როგორია ეს. იყო სახალხოდ ლანძღული.

Tavis droze dila da zestafoni play offamde rom midiodnen mashin gundebs kai sheamdgenloba yavdt shedarebit ....qirurgiuli chareva ki ara tanxa schirdeba gunds shesabmisi pexburtelebis mosayvanad da shesanarchuneblad

• kika

კერძო სექტორი თუ არ შევიდა კლუბებში ისე არაფერი არ გვეშველება.სოციალიზმი არ ამართლებს, კონკურენცია არ არსებობს. სჯობს გვყავდეს კერძო 6 გუნდი ვიდრე სახელმწიფო 20 გუნდი. რისთვის ვუხადოთ ჩვენი გადასახადი ამ არაფრის მაქნისებს.

• aba baba

გაგიმარჯოს ღმერთმა - იმედია, დაიძრება ყინული

• მერაბი

სტატიის ავტორს ვეთანხმები. ამასთან, გუნდების რაოდენობაც დასაკლებია 10 გუნდი ჩემპიონატში (უმაღლეს დივიზიონში) საკმაო იქნება. ადრე, შოტლანდიას, ავსტრიას მეტი არ ყოლია.

• Gocha Juve

სრულიად ვეთანხმები სტატიის ავტორს! სამოყვარულო დონეზე თამაშობენ არათავმოყვარე ფეხბურთელები 2,3 ათასები და X5 გრიალი კარგათ უნდათ გულშემატკივარს კი ნერვებს გვაწყვეტავენ, ყველას გუნდის გულშემატკივარს მოუწოდებ პროტესტის ნიშნად კაციშვილი არ მივიდეს თამაშის საყურებლად და გამართონ საპროტესტო აქცია გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ! როგორც ევროპაში გულშემატკივრები ახდენენ ზეწოლას კლუბების ხელმძღვანელებზე!თუ არა და ამოვიდა ამათი ბაქიბუქი ყელში...

• fraternity

ნერვები მეშლება და ვღიზიანდები როდესაც ამ უმსგავსობას ამართლებენ იმით რომ თურმე ყარაბახს და აზერებს აქვთ სამტრედიის წონა ფული. შე ოჯახაშენებულო ფული თუ არ გაქვს თავმოყვარეობა ხომ გაქვს? თავს პროფესიონალ ფეხბურთელს ხომ ეძახი? სირბილი შენ არ იცი, გამძლეობა შენ არ გაქვს, თავით თამაში შენ არ გეხერხება, კონცენტრაცია შენ გეკარგება, ტაქტიკის შენ არაფერი გეხერხება, მოედანზე აზროვნება შენ არ გამოგდის, დარტყმა შენ არ იცი რომ ათასში ერთხელ მაინც როცა კი დარტყმას მოახერხებ ბურთმა კარამდე მაინც მიაღწიოს. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ ამას, ამათ დარტყმულს რივოკით დაეწევა და გაასწრებს საშუალო მომზადების ფეხბურთელი. ბურთი მიგორავს მიგორავს მიგორააააავს და რა თქმა უნდა მეკარე უკვე დიდი ხანია ელოდება ხელგაშლილი. ან საერთოდ ბუშტივით მიფრინავს და მერე ვეღარავინ პოულობს იმ ბურთს, ოღონდ არა იმიტომ რომ ძლიერად დაარტყა, იმიტომ რომ მახინჯურად, არა ფეხბურთელივით დაარტყა. ამ ყველაფერს რამე საერთო აქვს ფულთან? არა! ეს არის უთავმოყვარეობა, თორემ ფული ბევრ ქვეყანას და კლუბს არ აქვს მაგრამ გამოდიან და სურვილით და ჟინით მაინც თამაშობენ. ფუი

• lasha

ვის უნდა ეწყინოს?ეწყინოს კი არა ამ სტატიას თუ წაიკითხავენ გაწითლდენ უნდა და შერცხვეთ.

• sergeevna

25 welia vidzaxit dro chirdeba yvelafers da yvelaferi dalagdeba,,,,araferic aricvleba,erti sastavi dzgeba,gulaobs,meore modis unda gadzges da igulaos da ase iqneba manam sanam qartvelshi fulis shovis avadmyofuri da araswori miswrafeba ar sheicvleba adamoanuri suliskvetebit

• დათო-სიმართლე

სამტრედსკისს. სამტრედიის წაგებას ვინც მსაჯს აბრალებს, ფეხბურთის არაფერი გაეგება... ათას ხუთასი და ორიათასიც კი ბევრია ამ არ შემდგარი ვითომ ფეხბურთელებისთვის , ხალხი 12 საათიანი გრაფიკით მუშაობს ყოველდგე და 500 ლარი აქვთ თვეში, თან ამ ვაი ფეხბურთელებზე მეტი დატვირთვა აქვთ ყოველდღიურად , აი სიმართლე ესააა....

• ზაზა

ერთ-ერთმა სამტრედიის ფეხბურთელმა განაცხადა პირად საუბარში,რომ დილით-საღამოს ლობიოს გვაჭმევენო და რა ფიზიკა უნდა გვქონდესო(2-3თვის წინ)

• shen is dawero yvelas jobia pulebs rogor chamen

vai vaii

• jeje

samtrediashi vinem shalamberidze iqneba aseti situacia iqnebaa... moajda samtrediis gunds.. ojaxebit arian dasaqmebulebii.. da ytybze edzeben pexburtelebs... shalamberidzes kitxet erti burti ramdeni gramia tu iciss??? danishnet pexburtis mcodne direqtorii... da yvelam tavs mixedoss.. cecadzes rac sheexeba mouyvanet pexburteli da naxavt udzlieresi treneriaa. da rac sheexeba qarabaxs dzalian dzlieri gundia da samtrediaa verapers gaxdebodaa. da nu aandzuet yvelaperi..

• დათო ქომაგი

ბევრი ფიქრი არ უნდა , ეგ 250 მილიონი ინფრასტრუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს , სხვანაირად არ გვეშველება !!!! .....

• avto

გასაგებია რომ ბევრი მწვრთნელებზე აკეთებს აქცენტს,მაგრამ კაცმა ბურთის მიღება რომ არ იცის,როგორ გაეხსნას პასი როგორ გააკეთოს ეს არიცის იმას მწვრთნელი როგორ უშველის....სტადიონზე ის ხალხიც არ უნდა დადიოდეს ვინც დადის....მართლა სამსახურები არაა თორე ნამდვილად მთლად ცარიელი იქნებოდა სტადიონები ზირითადად უსაქმური მასა დადის სტადიონზე....ფეხბურტელებს რაც შეეხება ადამიანმა ისწავლა და სადღაც აგურს ატრევს სახლსი 200 ლარი რომ მიიტანოსდა ამათ 5000ბი უნდათ სიარულში....ნაგლობას მართლაც რომ არააქ საზრვარი....ახალი ფეხბურთელიც რომ არ ჩანს თორე საქართველოს ჩემპიონატს თამაშობს 20 ფეხბურთელი სულ ერთწელს ერთ გუნდშია მეორე წელს მეორეში...შე კაი ადამიანო თუ შარშან გორის დილაში არ ვარგოდა მაგჩემისა წელს დინამოში ივარგებს ან ტორპედოში ან ჩიხურაში? ნუ სულერთია...მოკლედ სტატიის ავტორს ვეთანხნები 100 პროცენტით

• martali

არცერთი ნორმალური,აღარაფერს ვამბობ ტოპ გუნდებზე,კლუბი ფონს ვერ გადის ლეგიონერების გარეშე,მადრიდის რეალი რომ მადრიდის რეალია ისიც სავსეა ლეგიონერებით,მიუხედავად იმისა რომ ყველა ამ კლუბს საოცარი აკადემიები აქვთ.,ასე რომ ფონდის ფულით სორს ვერ წავალთ ესაა სულის მოთქმა...ქართულ ფეხბურთში სანამ იმდენი ფული არ იქნება რომ ლეგიონერებით დონე ავწიოთ არაფერი გვეშველება!ამის პარალელურად უნდა მიეხედოს ბავშვთა ფეხბურთს და ინფრასტრუქტურას,ამის შემდეგ როცა წამოვა ნორმალური თაობა,ისინი გაუწევენ კონკურენციას ლეგიონერებს და იქნებ მათ გვერდით აღიზარდონ პროფესიონალებად.ესაა გამოსავალი და კიდე ის რომ უცხოელი მწვრთნელები გვინდა,არცერთი ჩვენი მწვრთნელი არაა იმ დონის რაიმე ორიგინალური შემოგვთავაზოს!ესაა სიმართლე!

• avto

გასაგებია რომ ბევრი მწვრთნელებზე აკეთებს აქცენტს,მაგრამ კაცმა ბურთის მიღება რომ არ იცის,როგორ გაეხსნას პასი როგორ გააკეთოს ეს არიცის იმას მწვრთნელი როგორ უშველის....სტადიონზე ის ხალხიც არ უნდა დადიოდეს ვინც დადის....მართლა სამსახურები არაა თორე ნამდვილად მთლად ცარიელი იქნებოდა სტადიონები ზირითადად უსაქმური მასა დადის სტადიონზე....ფეხბურტელებს რაც შეეხება ადამიანმა ისწავლა და სადღაც აგურს ატრევს სახლსი 200 ლარი რომ მიიტანოსდა ამათ 5000ბი უნდათ სიარულში....ნაგლობას მართლაც რომ არააქ საზრვარი....ახალი ფეხბურთელიც რომ არ ჩანს თორე საქართველოს ჩემპიონატს თამაშობს 20 ფეხბურთელი სულ ერთწელს ერთ გუნდშია მეორე წელს მეორეში...შე კაი ადამიანო თუ შარშან გორის დილაში არ ვარგოდა მაგჩემისა წელს დინამოში ივარგებს ან ტორპედოში ან ჩიხურაში? ნუ სულერთია...მოკლედ სტატიის ავტორს ვეთანხნები 100 პროცენტით

• giga

ქირურგიული ჩარევა კი არა ევთანაზია თუ უშველის წამოჭრილ პრობლემას.

• gia

ყველას თავისი აზრი აქვს ფეხბურთის გადარჩენაზე და არავის არ მოყავს რამე გააზრებული, ზუსტად ესე რო მიუდგა კობიც იმიტოა რომ აყვავდა. ისევ განვითარებული ქვეყნების მაგალითი რომ ავიღოთ რამე კვლევა გააკეთე ავტორო და იმის მიხედვით დადე ეს გადარჩენის გეგმა თუ უკვე გადარჩენილი გყავს რომელიმე ქვეყნის ფეხბურთი და ეხლა ქართულის აყვავებას აპირებ? სანამ რამე გზას ავირჩევთ უნდა ვიცოდეთ რომ სწორად მივდივართ კიდვ ტყუილად 350 მილიონი რომ არ გადავყაროთ. ასჯერ და ათასჯერ უნდა გავზომოთ სანამ ერთხელ გავჭრით, ეს ვერ ვისწავლეთ ჯერ და იმედია შემდეგი უკვე განათლებული თაობები შეძლებენ ამას თორე უშუქობაში გაზრდილი თაობა რომ ისევ ბნელში ცხოვრობს ფაქტია.

• igive

გთხოვთ ჩემიც წაიკითხოთ იგივე სიტუაცია კალათბურთში მით უფრო ასაკობრივ ნაკრებშI 14, 16 და 18 წლამდელებში .გაბრიჩიძე არათუ მოსაშორებელია დასჭერია,მას მიყოლებული ყიფიანის უფროსი შვილიც და არველაძეებია გასატანია

• beso

მტავრობამ უნდა შეწყვიტოს სახელმწიფო კლუბების დაფინანსება ახლავე. უმაღლეს ლიგაში უნდა ტამაშობდეს მხოლოდ კერძო კლუბი და მხოლოდ მატ უნდა გაეწიოტ დახმარება რარაც დონეზე. დაფინანსდეს ბავშვტა ფეხბურთი სრულად. სხვა ამ საქმეს არაფერი ეშველება.

• vasil

ფეხბურთი არ არსებობს საქართველოში,უქომაგე რეგბს ჭიდაობას კალადბურთს ანგრევენ ბიჭები,თამაშს რომ აგებენ ეს ბუჭები ამაყები გადიან მოედნიდან იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ მოსაგებად,გული მტკივა რომ ჩვენი ფეხბურთი ასეთ დღეშია

• samtredski

სამტრედიას კარში პირველი პენალტი იყო ? ათ წუთში ორი ყვითელი საკვანძო ფეხბურთელებზე იყო? ვსიო ისედაც განწირული გუნდი თავსივე მოგუდა ვითომ შეუმჩნევლად და დამთავრდა ყველაფერი . თბილისში სომეხი მსაჯი დანიშნონ და მოგება ვისია ?

• Giorgi

ყველაზე პირველი რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი კლუბების პრივატიზირებაა - სანამ რეგიონებს აქვს კარმუშკა ადგილობრივი კლუბების სახით ეს უბედურება არ დამთავრდება, მეორე - კლუბები უნდა განთავისუფლდეს უაზრო გადასახადბისგან და უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი - სანამ ეს პროცესი არ დაიწყება და სანამ ფედერაცია არ აკრძალავს პროფესიულ ლიგაში უსტადიონო და რეგიონის გამგებლობაში მყოფ ე.წ. "კლუბებს" და ლიგას არ გახდის ბიზნესად ვიქნებით ასე მაჩანჩალა და ბოლოს სან მარინოც მოგვიგებს; რეფორმები უნდა კარდინალური ქართულ ფეხბურთს.

• giorgi

თამაშის მოგებასეიძლება თუ სომეხ მსაჯს დაგვინიშნავენ.

• გია

იმ ფულს რასაც ჩვენ კლუბებს ვაძლევთ და ბოდიში და ამ ბალასტ ფეხბურტელებს ვტენით, ჯობია დაიხარჯოს ბავშვთა ფეხბურთში.ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ პროფესიონალურ ფეხბურთზე და ჩავატაროთ ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც მაქსიმალური ასაკი 23 წელი იქნება. ახლგაზრდა ფეხბურთელებს ამბიციაც მაღალი აქვთ და გაზრდის საშუალებაც მიეცემათ.უნდა გაიხსნას უფასო საფეხბურთო სკოლები (აკადემიები) ინტერნატები აი აქ მივმართოთ თანხის ძირითადი ნაწილი. 16-17 წლის ფეხბურთელები უკვე დავაწინაუროთ კლუბებში სადაც ხელფასებიც ექნებათ, არა ისეთი რასაც ახლა ე.წ. ბალასტს ვაძლევთ. თავიდან ევროპულ სარბიელზე ვერანაირ შედეგს ვერ დავდებთ მაგრამ გამოცდილებას ხომ მივიღებთ.ამაში ბუნებრივია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ის 250 მილიონი უნდა მივმართოთ, ასევე უნდა გავაუმჯობესოთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ბავშვებს ჩამოვუყვანოთ უცხოელი მწვრთნელები, ბავშვები ვატაროთ უცხოურ შეკრებებზე და ტურნირებზე, გადმოვიტანოთ უცხოელების გამოცდილება. აი აქ მივმართოთ ეს ფული და არა იმ გაზულუქებულ ფეხბურთელების ხელფასებზე რომლებმაც სირბილიც კი არ იციან.ამ პროექტის განხორციელებას რამოდენიმე წელიწადი დასჭირდება მაგრამ მერე შედეგი აუცილებლად იქნება ამაზე უკრთრსი მაინც ვიდრე ახლა გვაქვს.

• tedo

უცხოელებით უცხოეთსი ნათამაშები ფეხბურთელებით გაძეძგილი გუნდებიც გვინახავს ჩასვრილები სხვათშორის არავის დაუშლიათ ლეგიონერებით გუნდების გაძლიერება საქმე Fეხბურთელებში კიარა მწვრთნელები არგვყავს .

• სერგო

ბრავო ავტორს და დიდი მადლობა სიმართლისთვის!

• dito

სამტრედიის კარში პირველი პენალი რო დადოს აქაურმა მსაჯმა მოკლავენ მაგ უბედურს და ამიტოა რო ეს უნიჭო მცველები ეგრე ჭიდაობენ იქაც და ატაკა კიდეც იმ თურქმა11 მეტრიანი არ ეკიდაა კალაძე და სამტრედიააა???

• dave

წაგებული თამაშების მერე, ყველა კლუბის წარმომადგენელი ცუდ ფიზ.მომზადებაზე საუბრობდა, ეს მაშინ როცა 18 ტური ქონდათ ნათამაშები ეროვნულ ჩემპიონატში ! ამ დროს ფორმის პიკში თუ არა, ახლოს მაინც უნდა ყოფილიყვნენ მასთან. ეს, ერთი და მეორე, გასაგებია რომ ყველა კლუბს ვერ ექნება საკუთარი ფიზ.მომზადების ცენტრი, იმიტომ რომ ასეთი დარბაზის მოწყობა არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული, მაგრამ უკვე თითქმის ყველა ქალაქში არსებობს ასეთი დარბაზები, თანაც არაერთი... მიღებული ფულიდან გამოყავი რა 1000 ლარი, აირე გუნდური აბონიმენტი და კვირაში 2-3 დღე იარე და მოემზადე ძალოსნურადაც.მაგრამ არ ფიქრობს ამაზე არავინ და ისევ ინფრასტრუქტურის არქონას ჩივიან (მოედნებს არ ვგულისხმობ, თუმცა თორპედოს, სამტრედიას, და ჩიხურას ასეთი საკუთარი გააჩნია), გამოიყენე რა არსებული რესურსი, მაინცდამაინც საკუთარი დარბაზი უნდა ერქვას ?

• oto

ამ პეხბურთელებს ხელპას როგორ აზლევენ,აზრზე არ არიან პეხბურთელების გარდა ყველაპერი არიან

• ქუთაისელი

ქართულ ფეხბურთს ლეგიონერები კი არა, მენტალიტეტის შეცვლა უშველის. 1. დაწესდეს მინიმალური ნორმატივები სირბილში; 2. დადგინდეს ტოტალური ფეის-კონტროლი ტოტალიზატორებში ფეხბურთელების და მათთან დაახლოებული პირების; 3. გარემონტდეს სტადიონები და მოწესრიგდეს მინდვრის საფარი; 4. აიკრძალოს მე-4-მე-10 ადგილებზე კლუბების შეკრება საზღვარგარეთ სახელმწიფოს ფულით.

• გია

კერძო უნდა იყოსო ყველა კლუბიო, რომ ვამბობთ და თქვენ გგონიათ საქართველოში არის ხალხი რომელიც ამით არის დაინტერესებული. კერძო რომ იყოს კლუბი რა მოგებას მიიღებს . საქართველოში კერძო საფეხბურთო კლუბები ყველანი ზარალიანია. იმიტომ რომ შემოსავალი კლუბებს ფაქტიურად არ აქვს.ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებლად სახელმწიფო უნდა ჩაირთოს, სხვა გამოსავალი ფაქტიურად არაა, ოღონდ მთლიანად შესაცვლელია საფეხბურთო პოლიტიკა რომელიც დღეს ჩვენს ფედერაციას და სახელმწიფოს აქვს.ამის ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს ფეხბურთის ნამდვილმა სპეციალისტებმა უკეთ იციან ეს და მათ უნდა დავუჯეროთ.

• S.P

dges saqartvelohi arian jurnalistebi ogond gamonaklisebi,visac ar ehinia simartlis tqma,visac ar ehinia havze tqvas havi da tetrze kide tetri.gaixaret bat.aleko.tqven koveltvis simartlis mxares xart.

• oto

მართალია

• ქუთაისელი

სისულელე! ფეხბურთის და ზოგადად სპორტის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. სახელმწიფო ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. და ჩემი როგორც გადასახადის გადამხდელის ფული არ უნდა დაიხარჯოს საშუალოზე დაბალი კლასის ევროპელების რჩენაზე. კერძო ინვესტორს არავინ არ უშლის ჩადოს ფული ფეხბურთში, თავისი ფულით თუ უნდა მესი ჩამოიყვანოს, მაგრამ სახელმწიფო ფული არ უნდა ემსახურებოდეს არა-საქართველოს მოქალაქეების გამდიდრებას.

• tbiliseli

ალეკო მადლობა! შენ ჩვენი ყველას სათქმელი თქვი!

• vau!

აი, ბოლომდე შენ აზრზე ვარ. წაიკითხოს ფედერაციამ!

• ბერჩლიანი

ყირგიზეთიდან და ტოჯიკეთიდან რომ მოვიწვიოთ ლეგიონერები, ვითომ რა დაშავდება? -იქაიურებს უფრო სტიმული ექნებათ... ან სულაც რაც ფეხბურთში იდება 25 მილიონია თუ რაც არის, თავდაცვის გაძლიერებას რომ დავახარჯოთ ხომ შეიძლება? ფეხბურთით ეხლა მარტო უნამუსო ადამიანები არიან დასაქმებულები 90%-ით. ჩვენ ამით, სხვა თუა არა უსაქმურებს და თაღლითებს მუქთა სალაფავს შეუწყვიტავთ!

• Bravo12

1500ლარად რომელი ლეგიონერი ჩამოვა?რომლებიც ჩამოდიან კი ხედავთვრაც არიან.სიდებილეა მეტი არაფერი სიდუხჭირეზე საუბარი,თუ დუხჭირი და მათხოვარი ხარ ელიტაში არაფერი გესაქმება.მერე რა რომ ქვეყანას უჭირს?არც აზერებს ულხინთ მარა ფეხბურთში ფული იხარჯება.

• zvio

ალეკო შენ გენაცვალე ჩემი სათქმელი თქვი ბოლომდე. ასეთი სიმართლე არ წამიკითხავს!

• samtredielebisgan

ვინც სამტრედია აუგად მოიხსენიოს გული გაუპოს დანამა გუნდმა წააგო გუნდთან რომელსაც სამტრედიის წონა ფული აქ ამით ყველაფერია ნათქვამი.

• თორნიკე

ქართული უნდა იყოს მხოლოდ გუნდის სახელი, სხვა დანარჩენი უნდა მოვიწვიოთ..

• vakho

მართალია, და ყველა ფეხბურთელს უნდა აეკრძალოს ტოტალიზატორში თამაში, აუცილებელი არაა თავის გუნდზე ყომარობდეს, რა უნდა გამოვიდეს, როცა თამაშის შედეგზე მეტად თავის დადებულ ბილეთზე ფიქრობს. ეს თვითონ კლუბების მფლობელების მოსაგვარებელია.

• zviadi

გუნდი, რომელსაც ევროპის პრეტენზია აქვს, უნდა იყოს ულაპარაკოდ კერძო. სამტრედიამ იმ შემადგენლობიდან, რომლითაც ჩემპიონატი მოიგო, ნახევარზე მეტი ან გაყიდა, ან თავად წავიდა, გუნდი კი ერთი თამაშისათვის შეიძლება შექმნა, მაგრამ სეზონისათვის ეს არ გამოვა.რაც შეეხება ფედრაციას, კობიაშვილი უნდა წავიდეს ფედრაციიდან, მას პარლამენტარობაც ეყოფა, და ფეხბურთსუფრო მონდომებული და მოტივირებული ხალხი უნდა ჩაუდგნენ სათავეში, თუნდაც უცხოელი, რომელიც ამ მაიმუნობაში არ იქნება გასვრილი

• დათო- რუსთავიდან

გაგინაწყენდებიან და ცივი წყალი დალიონ ..., სრულიად გეთანხმები აფრიკელები და არც ყველა სამხრეთ ამერიკელი ითხოვს დიდ ხელფასებს . ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ერთი მთავარი რამ გამოგრჩა ინფრასტრუქტურას უნდა მიეხედოს, ბაზების,პატარა და კოხტა სტადიონების გარეშე არაფერი გამოვა ოგონდ ხარისხიანი მოედნებით, ამ ყველაფრის გარეშე არც ლეგიონერი გაგიჩერდება აქ და ვერც ნორმალური ფეხბურთელები გაიზრდე

• ვაუ

უეჭველი ბაზარია

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]