არსებული კი ქვეყნის სირცხვილია...
წლების წინ თბილისის "დინამო" (ადრინდელი საქართველოს ნაკრები) აზერბაიჯანულ, უზბეკურ, სომხურ, მოლდოვის გუნდებთან თავს არ იკლავდა, რადგან ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ კლასით მაინც მოუგებდნენ და პირველ ტაიმში თუ არა, მეორეში აუცილებლად დაამარცხებდნენ.

დრონი მართლა მეფობენ და ახლა ასე აზერბაიჯანული კლუბები გვეთამაშებიან - ისინიც არ იკლავენ თავს, რადგან იციან, რომ კლასით მაინც დაგვამარცხებენ და რომ ეს გარდაუვალია. მათ თამაშში ის მედიდური დამაჯერებლობა იგრძნობა, რომელსაც ადრე თავად ვავლენდით მათ მიმართ...

"სამტრედიის" ფეხბურთელები ამბობდნენ, ჩვენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ გუნდს და ქალაქს კი არა, ქვეყანასა და მის სახეს წარმოვადგენთო. ევროთასებზე გასული ყველა გუნდი ქვეყნის სახეა და სამწუხაროა, რომ ეს სახე საშინლად გამოიყურება.

საჩხერის "ჩიხურას" თუ არ ჩავთვლით, რომელმაც საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი ქულა მოუტანა, ჩვენმა გუნდებმა დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვეს: 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 ფრე და 6 მარცხი - მსგავსი კატასტროფა არ გვახსენდება...

იყო დრო, როცა საშუალო დონესთან ახლოს ვიყავით. ახლა ფსკერზე დავეშვით და ჩვენსა და მათ შორის უზარმაზარი უფსკრულია. გადავხედოთ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში უსუსტესი ქვეყნების გუნდების შედეგებს: ლუქსემბურგის "დუდელანჟი" კვიპროსის აპოელ-თან გასვლაზე 0:1 დამარცხდა...

სომხეთის "ალაშკერტმა", ასევე გასვლაზე, ბელორუსის ბატე-სთან 1:1 ითამაშა...

ლიტვის ჩემპიონმა "ჟალგირისმა" ბულგარეთის "ლუდოგორეცი" 2:1 დაამარცხა...

ირლანდიური "დანდალკი" შინ ნორვეგიულ გრანდ "რუსენბორგს" ებრძოლა (1:1)

არის აქ სადმე 0:4, 1:5 ან 0:5?!

კატასტროფული შედეგები ლოგიკურად აისახა რეიტინგში: 10 ივლისს, 2017/18 წლების სეზონში ევროთასებზე ნაჩვენები შედეგებით ("სამტრედიის" თამაში ჯერ არ შეუტანიათ) უეფას განახლებულ რანგ-ლისტში საქართველო, 55 ქვეყანას შორის, 51-ე ადგილზეა!

ამ რეიტინგში საქართველომ რეალურად მხოლოდ კოსოვოს გაასწრო, ჩეხეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს კი ამ ეტაპზე კლუბები არ გამოუყვანიათ. ყველა დანარჩენი ჩვენ წინაა - ლიხტენშტეინი, მალტა, ლიტვა, ჩრ. ირლანდია, ისლანდია, ლუქსემბურგი, ფარერები, ესტონეთი, გიბრალტარი, სომხეთი, ლატვია, მოლდოვა, თქვენ წარმოიდგინეთ, ანდორა და სან მარინოც კი!

ეს ის არის, რისიც წლების განმავლობაში გვეშინოდა. ამ წარუმატებლობას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი და, ალბათ, მთავარი - ქართული ფეხბურთის 25-წლიანი ნგრევის სავალალო ისტორიაა, როცა ფეხბურთს თვალის დაუხამხამებლად გამოაცალეს საფუძველი, გაუსხვისეს სტადიონები, მოედნები, საფეხბურთო სკოლები და დაუფიქრებლად გასცეს იქ სახლების მშენებლობის უფლება; უპატრონოდ მიაგდეს საფეხბურთო სკოლები და გუნდები. ქართული ფეხბურთი მაშინ მოკლეს, როდესაც სტადიონი გაყიდეს ვაკის სტუდქალაქში, ავლაბარში (სკა), ნინოშვილის ქუჩაზე (ძველი 35-ე სკოლა), ჯიქიაზე ("ოლიმპი"), ჭავჭავაძის გამზირზე ("ირაო"), დიდუბეში ("ნორჩი დინამო"), ნაძალადევში (ეგრეთ წოდებული ტრიკოტაჟის სტადიონი) - ფეხბურთმა სულ 23 სტანდარტული სტადიონი დაკარგა.

ფეხბურთის მტრობით დაწყებული ნგრევა თვალსაჩინო რეგრესში აისახა და წლებია, თაობებს საკუთარი ქვეყნისა და ფეხბურთისადმი უნდობლობა და ნიჰილიზმი გაუჩნდათ. როცა უკვირთ, რატომ გარბიან ეროვნული ლიგის წამყვანი მოთამაშეები უცხოეთში, ბოლო წლების ევროთასებია ამის პასუხი - უიმედობისა და უნდობლობის გამო. ამ ახალგაზრდებს საზღვარგარეთულ გუნდებში თამაში ცხოვრებისეულ გამოსავლად მიაჩნიათ.

აქ ერთი რამ არის საინტერესო და გულშემატკივარს დავესესხები, რომელმაც კლუბების ხელმძღვანელებს რიტორიკულად მიმართა - იბრძოლეთ, ევროტურნირზე მოხვდით და მოსამზადებლად 6 თვე გქონდათ, შემადგენლობის გასაძლიერებლად კი არაფერი ან ვერაფერი გააკეთეთო!

შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ ქომაგს, რომელიც წერს: "ფეხბურთი ეროვნული საქმეა და სანამ საქართველო პატივისცემას არ დაიმსახურებს და სახელს არ დაიბრუნებს, ლოდინი მოგვიწევს. გაბრაზებითა და გინებით მხოლოდ ერთმანეთს მოვუშლით ნერვებს, საქმეს კი არაფერი ეშველება".

უკვე მერამდენედ ჩაგვახედეს სარკეში, იქ ჩვენი მოძველებული ფეხბურთიც იმდენჯერ დავინახეთ და ჯერ ვერაფერი გამოვასწორეთ. რა გვეშველება უახლოეს მომავალში და რაც მთავარია, რა გველის უახლოეს წლებში - იგივე სირცხვილი? მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია - ჩვენ უკან სიცარიელეა და მალე ფარერები და სან მარინოც აღარ იქნებიან იქ, სადაც არიან.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამით ფედერაცია აქცენტს მასობრიობაზე აკეთებს და კლუბების დაფინანსების სისტემით ხალხს გუნდების შექმნისკენ უბიძგებს. ეს სამომავლო გათვლაა.

ქართულ ფეხბურთს საკუთარი სტრატეგია და საფუძველი სჭირდება. იმიტომ, რომ საბჭოური ინერცია დასრულდა, ახალი ქართული ფეხბურთი არსად ჩანს, არსებული კი ქვეყნის ღირსების შემლახველად გადაგვექცა...

უეფას რეიტინგი

ქვეყნები კლუბები ბონუსები ქულები საშ. ქულ.

1. ინგლისი 0/7 16.000 16.000 2.285

2. ლიხტენშტეინი 1/1 0.000 2.000 2.000

3. გერმანია 0/7 12.000 12.000 1.714

4. ესპანეთი 0/7 12.000 12.000 1.714

5. პორტუგალია 0/6 8.000 8.000 1.333

6. იტალია 0/6 8.000 8.000 1.333

7. საფრანგეთი 0/6 8.000 8.000 1.333

8. მალტა 2/4 0.000 5.000 1.250

9. სლოვაკეთი 4/4 0.000 5.000 1.250

10. ყაზახეთი 3/4 0.000 4.500 1.125

11. აზერბაიჯანი 4/4 0.000 4.000 1.000

12. ისრაელი 4/4 0.000 4.000 1.000

13. ირლანდია 3/4 0.000 4.000 1.000

14. მაკედონია 3/4 0.000 4.000 1.000

15. პოლონეთი 3/4 0.000 4.000 1.000

16. ბოსნია 3/4 0.000 4.000 1.000

17. დანია 4/4 0.000 4.000 1.000

18. უნგრეთი 3/4 0.000 3.500 0.875

19. ბულგარეთი 3/4 0.000 3.500 0.875

20. სლოვენია 3/4 0.000 3.500 0.875

21. ლიტვა 3/4 0.000 3.500 0.875

22. ნორვეგია 4/4 0.000 3.500 0.875

23. შვედეთი 4/4 0.000 3.500 0.875

24. ფინეთი 3/4 0.000 3.500 0.875

25. კვიპროსი 4/4 0.000 3.500 0.875

26. შვეიცარია 1/5 4.000 4.000 0.800

27. ბელგია 0/5 4.000 4.000 0.800

28. რუსეთი 0/5 4.000 4.000 0.800

29. ჰოლანდია 1/5 4.000 4.000 0.800

30. თურქეთი 1/5 4.000 4.000 0.800

31. უკრაინა 0/5 4.000 4.000 0.800

32. ჩრ. ირლანდია 1/4 0.000 3.000 0.750

33. ჩერნოგორია 2/4 0.000 3.000 0.750

34. ისლანდია 3/4 0.000 3.000 0.750

35. სერბეთი 2/4 0.000 2.500 0.625

36. ლუქსემბურგი 3/4 0.000 2.500 0.625

37. ბელორუსი 3/4 0.000 2.500 0.625

38. ფარერები 1/4 0.000 2.500 0.625

39. ესტონეთი 1/4 0.000 2.000 0.500

40. გიბრალტარი 0/3 0.000 1.500 0.500

41. ხორვატია 3/4 0.000 2.000 0.500

42. ალბანეთი 2/4 0.000 2.000 0.500

43. სომხეთი 1/4 0.000 2.000 0.500

44. უელსი 1/4 0.000 2.000 0.500

45. ლატვია 2/4 0.000 1.500 0.375

46. ავსტრია 3/4 0.000 1.500 0.375

47. მოლდოვა 2/4 0.000 1.500 0.375

48. შოტლანდია 2/4 0.000 1.000 0.250

49. ანდორა 0/3 0.000 0.500 0.166

50. სან მარინო 0/3 0.000 0.500 0.166

51. საქართველო 1/4 0.000 0.500 0.125

52. ჩეხეთი 1/5 0.000 0.000 0.000

53. კოსოვო 0/2 0.000 0.000 0.000

54. რუმინეთი 1/5 0.000 0.000 0.000

55. საბერძნეთი 1/5 0.000 0.000 0.000

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

quTaiseli
კალაძეს დაუქცევია თურმე ქართული ფეხბურთი მილანიდან ხოლო ფეხბურთის ფედერაციის ადრინდელი ჩინოვნიკები ვინცეს მოიმოქმედა და კიტრად მოქონდა თავი თურმე ნურასუკაცრავად რას ლაპარაკობ.კაი რა ყველამ კარგად იცის რა როგორ იყო ზოგი სადარის გაქცეული და ზოგი სად. თურმე დღევანდლამდე წინ მიდიოდა ქართული ფეხბურთი როარა კალაძე.დდ მიტოა ჩვენი ფეხბურთის საქმე კარგად.სანამ ეგ კობიასვილი მოვიდოდა მახსოვს ხინკლის და ქაბაბის ვალები ქონდათ გუნდებს სასადილოებში და ეხლა სული კი მოიტქვეს მარა სულაქველიძის თქმისარიყოს არ შეუძლიატ ბაბა ამათ მეტი არა.რაციციან იმას ჯახირობენ და მორჩა.
უკან და უკან
ქვეყანა რომელიც ყველაფერში უკან მიდის ფეხბურთში როგორ უნდა წავიდეს წინ.ერთადერთი რაგბი გადარჩა უტიფარი კალაძის ბანდისგან თორემ იმასაც ბოლოს მოუღებდნენ.
tamazino
"სინათლის" სტადიონი, ვარკეთილის სტადიონი, მესამე მასივში და...რომლებიც გაასხვისეს, ან დაანგრიეს
ზურას
მართალი ხარ მეგობარო! 10000000000% უმთავრესი მიზეზი ეგაა!
beni
ათამაშეთ მამიკოს და დედიკოს ბიჭები თუ მაგრები ხართ რაგბში.
zviads
ზურა მართალია.. 5 ლარი ჩამირიცხე, სტუმრები მყავს სახინკლის ფული მომე.. ესაა ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელების ძირითადი საქმიანობა, ალბათ ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ეგრეა..
ზურა
ეგ ყველაფერი მართალია,მაგრამ ძირითად მიზეზზე მაონც არ ლაპარაკობ,სტადიონის დანგრევა კია არ კლავს ფეხბურთს,მაიმუნობა ,მამიკოების ბიჭები,უპატრონოების დაჩაგვრა,გაუნათლებელი,უვიცი კორუმპირებული მწვრთნელები,თავი რომ მწვანე კიტრი გონიათ,ძმაკაცის შვილები,ტრენერის შვილები და კიდევ მრავალი მაიმუნობა და არაკაცობა,აი ეგ უფრო სპობს ქართულ ფეხბურთს და არა სტადიონების ნაკლებობა და რატომღაც ამაზე არავინ წერთ...რატომ?
quTaiseli
ხოდა მოუსყიდია აპა ბიძინას მთელი სპორტული სამყარო დაესარი რადგან ყველა სპორტის სახეობას სახელმწიფო აფინანსებს ეს ერთი და მეორე რაგბს პირადად ამ კაცმა მიხედა ისე საიდან იცი ვინ ვის აძლევს ხმას ესეც საინტერესოა.კობიაშვილის კაიფი არა მარა ბევრი ეხლანდელი და ყოფილი პოლიტიკოსების და ხელისუფლების მაღალჩინოსნების კაიფში ყოფნა გამიგია კიდეც და მინახია ვიდეოში.
ნოდარი
ანგროიას არ შიძლება არ დაეთანხმო, კომუნისტების გინებაში მაგრები არიან!
11
არც ერთ ფედერაციას არ უზრუნია ქვეყანაში ფეხბურთის ნორმალურად განვითარებაზე, ყველა პროექტი, რაც ოდესმე განხორციელებულა, ვიღაცეების პრაგმატულ მიზნებს ემსახურებოდა. ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე კი ყველა აპელირებდა. ახალი ფედერაციის იმედი მქონდა, იმდენად მიზანდასახული პროგრამით მოდიოდნენ, თუმცა უარესი მივიღეთ. რაც ამ პროგრამამ გაუკეთა ფეხბურთს, ისეთი ცუდი აქმამდე არაფერი მომხდარა. კორუფცია, ნეპოტიზმი და აღებ-მიცემობა დაკანონდა სახელმწიფო ფულის ხარჯზე. რომელი ლეგიონერების და უცხოელი კონსულტანტების ჩამოყვანაზე მსჯელობთ, ჯერ ქვეყნის შიგნით ტრანსფერებს გადახედეთ. გადადიან გადმოდიან აბსოლიტურად უსარგებლო ფეხბურთელები კლუბიდან კლუბში ნაცნობობით, მეგობრობით და არა უნარებით და საჭიროებით. რატომ არცერთხელ არ ინტერესდება ფედერაცია ამ ტრანსფერების სამართლიანობით? გასაგებია კერძო კლუბის საქმეებში ჩარევა არაკანონიერი იქნება, მაგრამ სახელმწიფო ფულის ხარჯვის მართლზომიერება ხო უნდა შეისწავლონ. კლუბებს ადგილზე ყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც არ/ვერ ტვირთავენ სათანადოდ და კიდე მოყავთ იმათზე დაბალი დონის ე.წ. „გამოცდილები“. სეზონში რომ 1-2 თამაშს ჩაატარებ უსახურად, ეს ითვლება გამოცდილებად? სახელმწიფო ფული რომ არ იყოს, ასეთ ფეხბურთელებს კერძო მეპატრონე ხელფასს არ გადაუხდიდა საკუთარი ჯიბიდან. ფედრაციას კიდე ალბათ რაღაც ბაზა აქვს დასასაქმებელი ახლობლების, მეგობრების, პატრონიანების და ფონდიდან ფულის ყოველ გადარიცხვას ალბათ ამ სიასაც აყოლებენ ფთანხების სწორად დახარჯვის რეკომენდაციად.
სიმართლე
აქ გულშემატკივარი ნერვებს იშლის კობიაშვილი კაიფობს ამით მგონი. კობიაშვილს რა?
B-52
სამწუხაროდ დღესდღეობით ფეხბურთისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული ფული პირდაპირ მიედინება ვიღაცეების ჯიბეში. სულ ეს არის!!!
ავტორს
გეთანხმები სტადიონის ნგრევაში, მაგრამ მაინტერესებს ეგრეთწოდებული პროფესიონალი კლუბები რომლებსაც ფეხბურთელები ყავთ ხო უნდა მოამზადონ ნორმალურად და სირბილი მაინც ასწავლონ? ასეთი უჯიგრო თამაშები არ მინახავს არსად. ეს არის მწვრთნელების და ფეხბურთელების ბრალი. მეორე აუცილებელია სფფში დაინერგოს გერმანული სტანდარტი და ჩამოიყვანონ პროფესიონალი კონსულტანტები, ქართული მენტალიტეტი ისეთია შორს ვერ წავალთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვაფუჭებთ ფულის გამო, რატო წავიდა ლობჟანიძე დანიაში? არაბიძე და კიდევ სხვები? იმიტომ რომ იქ მეტს გადაუხდიან და აქ დონე საერთოდ არ არის. ეჰ არაფერი გვეშველება კიდევ 10 წელი
mindia
კორუფციაა გაქანებული ფეხბურთში!რევოლუციაა საჭირო მაგ სფეროში!ყოფილი ფეხბურთელების და ფულიანი მამიკოს ბიჭებით გააჯერეს ბავშვთა ფეხბურთი.ხელფასებს ქაფავენ მარტო!
სიმართლე
მაგ ფულით მართველი პარტია ფეხბურთის განვითარებას კი არ აფინანსებს , მათ ვისაც ფეხბურთთან შეხება აქვს ბიუჯეტის ფულს ურიგებს ოღონდ არც კი ეკითხება ამ ფულს ისევ ფეხბურთში დახარჯავს თუ ჯიბეში ჩაიდებს. ანუ არჩევნებისთვის ერთგვარი მოსყიდვა გამოდის , ხმა მე მომეცით მერე მე ფულს მოგცემთ და რაშიც გინდათ დახარჯეთო....
007
... არ გრცხვენია , ბ- ნო კობიაშვილო? - დაიღლიავე ახლა ის ერთი ქულა ,ჩამოჯექი პარლამენტში და ... დაამღერე გიტარაზე! ...მაინც პარლამენტში რას ეძებ ჩემამდე არდადის ... ბ- ნო პრეზიდენტო !...
1
ამაში ფულის გადაყრა, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, დანაშაულის ტოლფასია ფედერაციის მხრიდან. ფედერაციამ სახელმწიფოს ფულით დააფინანსოს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები და ბავშვთა ფეხბურთი. არავითარ შემთხვევაში კლუვბების სახელფასო ფონდი. მაშინ მოშორდება ის ხალხი ფეხბურთს, ვინც იქ ფულის საშოვნელადაა. ფეხბურთსაც ის გუნდი ითამაშებს ვისაც კერძო დაფინანსება ექნება.
გიორგი
ფეხბურთი როგორ განვითარდება,როდესაც ზესტაფონის გუნდს სტადიონზე არ უშვებენ და სავარჯიშოდ და სათამაშოდ ყოველდღე წყალტუბოში დადის.გულშემატკივრები კი გასვლითს ვინ ჩივის,საშინაო შეხვედრებსაც ვერ ვესწრებით.
კახა
რა სტადიონი რის იმფრასტრუქტურა მოზარდებიდან დაწყებული უმაღლეს ლიგამდე თამაშების მიცემ მოცემამ და მხოლოდ ჯიბეზე ფიქრმა დაღუპა არამარტო ფეხბურთი არამედ ქვეყანაც ვაი რომ რეგრესი არ გაჩერდება სანამ შვილებს პროფესიებად ზრდით ის გახდი ფული გექნებაო 40 წელი ატარა ღმერთმა მოსე და ებრაელები როცა იმ ადგილამდე სადაც მიიყვანა 2 კვირის გზა იყო თაობა თაობა გამოცვალა სხვა გზა არ არი მხოლოდ უფალს უნდა ვევედროთ მიტევება და გზის ჩვენება.
levani
რას ვიტყვი იცით? ფეხბურთს ფულისთვის არ უნდა თამაშობდე, მაშინ ექნება შედეგი. ყველა ქართველი მწვრთნელი, დაწყებითებს ვგულისხმობ და მერეც, არ ფიქრობს ბავშვის აღზრდას პატრიოტად, მეგობრად, საქმის მოყვარულად, ამას თავი რომ დავანებოდ, ბურთის გაგორებასაც ვერ ასწავლის ნორმალურად. ყველა დაუყოვნებლად გასაშვებია ფეხბურთიდან. ასარჩევია ახალგაზრდა მწვრთნელთა ჯგუფი და ევროპაშია გასაშვები სასწავლებლად რომ სამი ოთხი წლის შემდეგ აქ დაბრუნებულებმა შეძლონ ბავშვების შერჩევა აღზრდა. ხოო ეხლა კი ყველაზე მთავარი; თუ ვინმემ იცით, გამაგებინეთ რა არის ფეხბურთის ფედერაცია ან სპორტის სამინისტრო და რა ფუნქცია ევალება ან ერთს ან მეორეს
სოსო
ზესტაფონის დაშლა იყო ბოლო ლურსმანი ფეხბურთის კუბოზე,მას ფეხბურთის ფედერაცია წლობით ებრძოდა და როცა კოკაიამ ხელი ჩაიქნია,ტველა მიხვდა,რომ ფულის ჩადება ქართულ ფეხბურთში მაზოხიზმი იყო,ზესტაფონს ახალი ფედერაცია როგორღაც გვერდზე რომ დასდგომოდა,კიდევ დაფიქრდებოდა ვინმე,მაგრამფედერაციამ თავიც კი არ შეიწუხა და ეტყობა კოკაიასაც არავითარი სურვილი აღარ აქვს ხელმეორედ ნერვების წყვეტისა და ფულის ფლანგვისა.არადა დინამო,ზესტაფონი,ლოკომოტივი,საბურთალო,მათ ფონზე დილა და ტორპედოც უკეთ ამუშავდრბოდა და გვირაბის ბოლოს სინათლეც აკიაფდებოდა.არ ვიცი,მე ასე მჯერა,რომ ზესტაფონის აღდგენა ,თუნდაც სპორტული პრინციპის დარღვევით,მისი უმაღლეს ლიგაში ორი წლით დარჩენა,დიდი ბიძგი იქნებოდა კლუბებში კერძო ფულის დაბანდებისათვის,ხოლო 4-5 ქალაქში სტადიონების მწყობრში ჩაყენებით ქართულ ფეხბურთს უკვე შეექმნებოდა ის მინიმალური საყრდენი,საიდანაც უკვე შეიძლება აღმასვლის დაწყება.
S.P
strategia aqvs sff as.tanac mtavrobistvis hkvianuri da momgebiani.grmad aqvs tavis sacecebi fexburthi icis rogor daapuros,daasaqmos xalxis gadaxdili fulebit misi aqtivistebi,sadzmo-samegobro,sadzmakaco fexburthi da mere arhevnebze rogor miigos sahiro xmebi.esaa realoba. admn.aba hen ici tu mimblokav.
quTaiseli
რათქმაუნდა სბჭოთა კავშირისდროინდელი ფეხბურთელები იყვნენ ევროპის ჩემპიონები ოლიმპიური ჩემპიონები მსოფლიოს ფინალისტები ახალგაზრდებს ვგულისხმობ სისტემა იყო აწყობილი კონვეიერის წესით ფაქტიურად წყვეტა არციყო იყო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და პროფესიონალების მაღალი დონე.როცა დაინგრა ყველაფერი ჩვენც დავშალეთ თურამე იყო ასევთქვათ ძველი და ცუდი. და მივიღეთ კატასტროფა.სკოლაინტერნატები ფაფუ ფეხბურთის სპეციალიზირებული სკოლები ფაფუ და მივიღეთ ფუფუ.ხოდა ჯერ კიდევ გზაშივართ ნგრევის ჯერ არ დაგვისრულებია ეგ საქმე.პარლამენტარების და პატრულის მეტი არავინ აღარ დარჩა ამ ქვეყანაშიდა ბებიები და ბაბუები ფეხბურთს ვერ ითამაშევენ ახალგაზრდების მაგივრად.ეხლა დიდი ფულის გარეშე კიდე ნორმალურ გუნდს ვერ შექმნი.ტყუილუბრალოდ ნუ იკამათებთ აქ და ნუ იჩხუბებთ ერთმანეთთან არ ღირს ეს საქმე ამად და მიტო.ძველი თაობის გულშემატკივარი ვარ და ირონიას ვერ ვმალავდი როცა ჩისკოს აქებდენ.ეხ რა დრო დადგა.
mamulo
სანამ ქვეყანა ეკონომიურად არ გაძლიერდება,სანამ მოსახლეობის 67% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და კიდევ 22 % ნახევრად მშიერია,სანამ 350 ბავშვი შიმშილიდან იღუპება ქვეყანაში,მანა ფეხბურთს არაფერი ეშველება.ის მილიონები, რასაც ფედერაცია ფლანგავს ამ ვითომ ფეხბურთელებზე დანაშაულია.მხოლოდ კერძო კლუბები ეროვნულ ლიგაში!
ეჰ
ამაზე რატომ არ იღებს ფედერაცია ხმას. ჭამა მისი ყველასი და ამიტომ
eh
კერძო კაპიტალი. ზესტაფონის მაგალითი თვალნათელია. გააგდეთ ფაქტიურად და ფეხბურთიც წავიდა უკან. პირიქით ბევრი კერძო კლუბი უნდა შექმნილიყო. კოკაია ბაზებსაც აშენებდა და შემდეგ თავი დაანება. არ გახსოვთ?
otar
პეხბურტის იფრასტრუტურა რეგიონებსჰი-0
გია
24-25წლის ფეხბურთელი ბურთს რომ ვერ აჩერებს და დაფეხვილია, ფედერაციის ბრალია ?????
giorgi
ყოველივე ამის ფონზე 19 წლამდელების გამოსვლამხალხს მაინც გაუღვივა იმედის ნაპერწკალი, ეს ბიჭები არავისზე ნაკლებად არ გამოიყურებოდნენ და მწვრთნელის პასუხისმგებლობაა მთლიანად რომ გამოვარდნენ, სტილი კარგი იყო მაგრამ დეტალებში ბევრი შეცდომის ნახვა შეიძლებოდა.
vd
ამ საქმეში კველას თავისი წვლილი მიუზგვის ფეხბურტის ე.წ მამებს,ჟურნალისტებს,ფეხბურტელებს,გულშემატკივრებს,..მამებს იმიტომ,რომ უნარი არ გააჩNIAთ და მხოლოდ ფული აინტერესებტ,ფეხბურტელები,იშვიატი გამონაკლისის გარდა ვარსკვლავებს მხოლოდ გარეგნულად ბაძავენ,შრომა ეზარებატ,ჟურნალისტებზე არა პროფები სხვა სპეროროსჰი არ მეგულება,გულშემატკივარი რომ კავდეს ქარტულ ფეხბურტს ამატ კველას დედა ბუდიანად ამოაგდებდნენ..ეს რბილად ნატკვამია..ძალზედ სამწუხარო რეალობაა!!!
სიმართლე
თავს უშველეთ ვისაც რამეს გინდათ რომ მიაღწიოთ. რომელი სელექციონერი ჩამოვა აქ ფეხბურთელის სანახავად? მომავალში 0.125 ქულა სანატრელი გაგვიხდება.
Gocha Juve
სრულად ვეთანხმები სტატიის ავტორს მერაბ მამულაშვილს!ეტყობა თავმოყვარეობა სულ დაკარგეს რომელ ქვეყნის პრესტიჟზეა ლაპარაკი, საკვირველი ის არის რომ კრიტიკასაც ვერ იტანენ მწვრთნელები თუ ფეხბურთელები! ფრუიძე გამოდის და ფორმატის შეცვლას იმიზეზებს თურმე წარუმატებლობის მიზეზი თითქოს ეგ ყოფილიYოს და კიდევ რა ვიცი ათასი რამე... იმას თუ ხვდებიან რომ ფეხბურთელების და მწვრთნელობის მაღალ კვალიფიცირებას განიცდიან და ისევ და ისევ არასათანადო ფიზიკური მომზადება, სისწრაფე! ასეა თუ ისე ნათქვამია მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო...
გივი
კობიაშვილმა პრეზიდენტობაზე თავი მოიკლა და მერე პარლამენტში მოჯდა!
babaia
მოგენატრებათ მამათი კიდე კომუნისტების დროს რომ აძაგებთ
androia
ქართულ ფეხბურთს მომავალი არა აქვს მწარე რეალობა ესაა . საბჭოთა სპორტული სკოლები ერთ ერთი უძლიერესი იყო მთელ მსოფლიოში. ყველაფერი რაც საბჭოეთიდან კარგი დაგვრჩა მოსპეთ სკოლებიც . სპორტიც მუსუკაც ხელოვნებაც. ეს ერი არაფერს არ იმსახურებს. მარტო კომუნისტების გინებაში ხართ მაგრები. კომუნისტები ათი თავით გჯობდათ . რა ერიო ის ბერიო ნათქვამია რა ქვეყანაც და ხალხიც არის ის ფეხბუღტი გავაქვს დღეს.
haha
რაც არ უნდა სტადიონები აშენო, თუ გააგრძელე 37 წლის წინანდელი ფეხბურთის თამაში, მაინც არაფერი გამოვა. ფეხბურთი მოკვდა საქართველოში, ეხლა უნდა შეწყდეს დაფინანსება. ნოლიდან დაიწყებენ ენთუზიაზისტები, და დაახლოებით 25 წლის მერე გვეშველება. ან გინდა ეს სტატია რას იძლევა? არაფერს.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]