საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში მეორე გამარჯვება
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გასვლამდე ალბანეთის ძლევა აკლია.

ტურნირის სადებიუტო მატჩში მასპინძლებთან დამარცხების შემდეგ, ნიკო ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ მალტას მოუგო, დღეს კი მაკედონიასაც სძლია და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ალბანეთსაც თუ მოუგებს, მეორე ადგილს გაინაღდებს.

არსებობს მცირე შანსი, რომ საქართველომ პირველი ადგილი დიკავოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხვალ მაკედონია რუმინეთს ქულათა გარკვეული ოდენობით მოუგებს, თუმცა ამაზე ახლა საუბარი არასერიოზულია. ქართველებმა მაკედონიას საკმაოდ იოლად მოუგეს. ბალკანელებმა საბოლოოდ დიდი სხვაობით წააგეს, თუმცა 3 პერიოდის განმავლობაში ქართველებს სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ.

საქართველომ მაკედონიელები ბოლო პერიოდში გატეხა, რომელიც 24:7 მოუგო და საბოლოოდ 30 ქულით - 78:48 იმარჯვა. ჩვენს გუნდში შეუჩერებელი იყო დავით ახაზავა, რომელმაც 34 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა თამაშიდან 13-დან 11 სროლა ჩააგდო. 17 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ ქართველებს 11 ქულა შეაშველა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 17 ივლისს, თბილისის დროით 12:45 საათზე, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც დიდი ალბათობით ხორვატია იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ვახო
გაიხარე სანი..მე 17ში მეგონა ამათი გადამკიდე და მთელი დღეა ყველგან ვეძებ შედეგს
sani
ალბანეთთან თამაში 18ში გვაქვს და არა 17ი
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება