ნეიმარისა და ლუის სუარესის ტრანსფერებმა ყველაზე მეტად გაამართლეს
დღევანდელ ჩვენს წერილში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური კლუბების მოქმედებას მიმოვიხილავთ.

როგორც თავად ნახავთ, მათ შემადგენლობის გასაძლიერებლად მართლაც რომ ასტრონომიული თანხა დახარჯეს. ზოგიერთმა ტრანსფერმა გაამართლა, ზოგი გარიგება კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩაფლავდა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბოლო ხუთწლედის სატრანსფერო ბაზრის ყველაზე აქტიურ კლუბებს.

რომა

დახარჯა: 399 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირი ტრანსფერები: იტურბე - 24,5 მილიონი ევრო; სტროტმანი - 17,5 მილიონი; ჟერსონი - 16,6 მილიონი.

სამი ტოპტრანსფერიდან იტალიურ გრანდს მხოლოდ ერთმა გაუმართლა. ჰოლანდიელი საყრდენი ნახევარმცველი სტროტმანი გუნდს ძალიან გამოადგა. მეტიც, ის რომაელთა ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა და დღეს ამ იტალიური კლუბის წარმოდგენა მის გარეშე შეუძლებელია. "რომამ" რომ მოინდომოს, სტროტმანს გაცილებით ძვირად გაყიდის, ვიდრე იყიდა.

სამაგიეროდ, ოდნავაც ვერ გაამართლეს იტურბესა და ჟერსონის ტრანსფერებმა. განსაკუთრებით ბევრს ელოდნენ იტურბესაგან, მაგრამ როგორც ჩანს, "ვერონაში" გაბრწყინება მისი კარიერის მწვერვალი იყო.

მონაკო

დახარჯა: 403 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: ხამესი - 45 მილიონი; ფალკაო - 43 მილიონი; ჟოაო მოუტინიო - 25 მილიონი; ტილემანსი - 25 მილიონი.

იყო დრო, "მონაკო" ყიდულობდა ყველაფერს და ყველას, რაც და ვინც ძვირი ღირდა. დროთა განმავლობაში კლუბმა გეზი შეიცვალა და ახლა არანაკლებ საინტერესო გზას ადგას. ისტორია კი დარჩა. ხამესმა სამთავროელ ქომაგს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და მერე მადრიდის "რეალში" გადავიდა. რადამელ ფაკლაო დღესაც იქაა. ეს ორი ფეხბურთელი სამუდამოდ შევა მონეგასკური კლუბის ისტორიაში.

რეალი

დახარჯა: 452 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: ბეილი - 101 მილიონი; ხამესი - 75 მილიონი; ილიარამენდი - 32 მილიონი.

თუ ბოლო წლებში "რეალის" მიერ მოპოვებულ ტიტულებს დავითვლით, თითქოს, უკანასკნელ ხუთ წელიწადში განხორციელებული სამივე ტოპტრანსფერი უაღრესად იღბლიანად უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ ასე სულაც არაა. რა თქმა უნდა, თუ ტრავმების ეპიდემიას ნაკლად არ ჩავუთვლით, გარეთ ბეილმა გაამართლა. სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვით ხამეს როდრიგესსა და ასიერ ილარამენდიზე. ამ დროისათვის "რეალში" არც ერთი მათგანი აღარ ირიცხება. კოლუმბიელმა რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურა, ილარა კი მშობლიურ "სოსიედადს" დაუბრუნდა.

ბარსელონა

დახარჯა:474 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: ნეიმარი - 88,2 მილიონი; სუარესი - 81,72 მილიონი; ანდრე გომეში - 35 მილიონი.

ნეიმარისა და სუარესის შემთხვევაში "ბარსამ" "ათიანში" გაარტყა. ორივე ეს ფეხბურთელი თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ კატალონიური კლუბის ლიდერებად მესისთან და ინიესტასთან ერთად. აი, ანდრე გომეშს კი აშკარად მეტი მოეთხოვება. პორტუგალიელმა ვერა და ვერ იპოვა საკუთარი თავი "კამპ ნოუზე". დიდი ალბათობით, ის ვეღარც მოუმატებს.

ლივერპული

დახარჯა: 457 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: ბენტეკე - 46,5 მილიონი; სალაჰი - 42 მილიონი; მანე - 41,2 მილიონი.

მანეს ტრანსფერი აშკარად იღბლიანია. სენეგალელი ვინგერი მოკლე ხანში იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და ის იდეალურად ერგება იურგენ კლოპის ტაქტიკურ სქემას. სალაჰი "ენფილდზე" ამ ზაფხულს მივიდა და მას ყველაფერი წინ აქვს. სამაგიეროდ, სრული კრახი განიცადა კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერმა. ის "ლივერპულში" დიდი იმედებით მივიდა, თუმცა მოლოდინი ოდნავაც ვერ გაამართლა და "ლივერპული" იძულებული გახდა, ბელგიელი გაცილებით ნაკლებ ფასში გაეყიდა "კრისტალ პალასში".

პსჟ

დახარჯა: 462 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: კავანი - 64,5 მილიონი; დი მარია - 63 მილიონი; დრაქსლერი - 40 მილიონი.

ორი აზრი არაა - ამ ტრანსფერებმა უფრო ძლერი გახადა პარიზული კლუბი, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა, ალბათ, მეტზე ფიქრობდა, როცა ეს გარიგებები განახორციელა. საფრანგეთის ხშირი ჩემპიონობა საქმეს ვერ შველის. "პარი სენ-ჟერმენი" ვერა და ვერ იქცა დომინანტ გუნდად ჩემპიონთა ლიგაზე. თანაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დი მარიამ და კავანიმ უკვე აჩვენეს პარიზში თავიანთი მაქსიმუმი. რაც შედხება დრაქსლერს, მას აშკარად აქვს იმის პოტენციალი, რომ მოუმატოს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცეს.

იუვენტუსი

დახარჯა: 483 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: იგუაინი - 90 მილიონი; დიბალა - 40 მილიონი; პიანიჩი - 32 მილიონი.

ტურინში ძალიან ბევრს ფიქრობენ, სანამ ფეხბურთელში დიდ ფულს გადაიხდიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამივე ტრანსფერმა გაუმართლა "ბებერ ქალბატონს". ახლა რჩება მთავარი - ჩემპიონთა ლიგის მოგება, რასთანაც "იუვე" ორჯერ იყო ძალიან ახლოს. ამ შემადგენლობით ტურინულ კლუბს იტალიაში კიდევ კარგა ხანს არ ეყოლება კონკურენტი.

ჩელსი

დახარჯა: 526 მილიონი

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: ბატშუაი - 39 მილიონი; დიეგო კოშტა - 38 მილიონი, კანტე - 35,8 მილიონი.

თუ არ ჩავთვლით მიში ბატშუაის ტრანსფერს, ორივე გარიგება ძალიან კარგი აღმოჩნდა "არისტოკრატთათვის". დიეგო კოშტა და ნგოლო კანტე იდეალურად შეერწყნენ ლონდონურ კლუბს. დღეს ამ ორი ფეხბურთელის გარეშე "ჩელსის" ვერავინ წარმოიდგენს.

სიტი

დახარჯა: 721 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: დე ბრუინი - 75 მილიონი; სტერლინგი - 62,5 მილიონი; სტოუნსი - 55,6 მილიონი.

სამივე ტრანსფერთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები. ვერც ერთი ფეხბურთელი ბოლომდე ვერ თამაშობს ისე, როგორც ამას მათგან ელოდნენ. თუ სტერლინგი და დე ბრუინი შედარებით ამართლებენ დანახარჯს, სადებიუტო სეზონში სტოუნსს ძალიან გაუჭირდა, მას სათადარიგოთა სკამზეც კი ვხედავდით.

მანჩესტერ იუნაიტედი

დახარჯა: 733 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები: პოგბა - 105 მილიონი; ლუკაკუ - 84,7 მილიონი; დი მარია - 75 მილიონი.

სიას სათავეში "მანჩესტერ იუნაიტედი" უდგას, "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო ხუთ წელიწადში მართლაც რომ კოლოსალური თანხა დახარჯეს. დი მარია უკვე აღარ არის გუნდში. პოლ პოგბა კარგია, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ კიდევ უკეთესი უნფა იყოს. რომელუ ლუკაკუ კი ამ ზაფხულს მივიდა "ოლდ ტრაფორდზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა