ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ისევ განსხვავებული მიდგომა აირჩია
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ჩვენს "თავისუფლებთან" შედარებით ისევ განსხვავებული მიდგომა აირჩია - "თავისუფლები" თუ დარჩენილ პერიოდს საქართველოში გაატარებენ და თან შეკრებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ, ბერძენ-რომაელები უკვე შეუდგნენ შეკრებას.

თან ისევ ერთობლივი წვრთნის ფორმატი აირჩიეს და ისევ - რუსებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ მათ ევროპის ჩემპიონატის წინაც მზადების ერთი ეტაპი რუსებთან გაიარეს, ოღონდ მაშინ თუ ზღვისპირეთში ვარჯიშობდნენ, ამჯერად მთას მიაშურეს. კონკრეტულად - ჩრდილო კავკასიას, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან კურორტ პრიელბრუსს, სადაც მათთან ერთად შეკრებაზე რუსეთისა და უზბეკეთის გუნდებიც არიან.

პრიელბრუსი - ესაა ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი მაღალმთიანი კურორტი, 5642 მეტრზე აღმართული იალბუზის მთის ჩრდილოეთ მხარეს, რომელიც მისწრებაა ექსტრემალური ტურიზმის და თხილამურებით სრიალის მოყვარულთათვის, თუმცა სუფთა ჰაერისა და შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო ზაფხულობით იქ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც ინტენსიურად გადიან საწვრთნელ ეტაპს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზეც ჩვენი გუნდის წევრები ამ შუა ივლისში დათოვლილი მთების ფონზე, საკმაოდ თბილად ჩაცმულები დგანან.

ბექა როყვამ და ვლადიმერ გეგეშიძემ ბალყარეთში პირველ-მეორე შემადგენლობა წაიყვანეს - წონაში 2-2 კაცი. ეს შეკრება 12 ივლისს დაიწყო და 27-ში დამთავრდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ცნობილია
პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები: საფიქრალი და იქნებ დილემაც
გოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
მიეცემა თუ არა ზვიად პატარიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი?
კორცხელში მომხდარ ინციდენტში ნაკრების წევრი, მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა
ღონიერი, გონიერი... ინტერვიუ ვლადიმერ გეგეშიძესთან
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: ვარშავა გაირკვა, ბაქო გაურკვევლობაშია
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა