22-23 ივლისს მინსკში, ვაჟების პარალელურად, გოგოებშიც ტარდება ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასი", სადაც ჩვენი გოგოებიც მიიღებენ მონაწილეობას
ამ კვირის ბოლოს, 22-23 ივლისს მინსკში, ვაჟების პარალელურად, გოგოებშიც ტარდება ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასი", სადაც ჩვენი გოგოებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ოღონდ მხოლოდ ის სამეული იჭიდავებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე უნდა იასპარეზოს: მარიამ ჯანაშვილი (57), ნინო ოძელაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78).

ჩვენი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე არც მსოფლიოს ჩემპიონატზე აპირებდა წასვლას და არც - ამ ტურნირზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდურში ახალი ფორმატი შემოიღეს - ვაჟებისა და ქალების გაერთიანებული გუნდით ასპარეზობა, გეგმები შეცვალეს და ორივეგან გადაწყვიტეს გამოსვლა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდურში ასპარეზობაზე საერთოდ უარი უნდა გვეთქვა, თორემ ექვსი წონიდან სამში თუ ფორა მივეცით მეტოქეს, მაქსიმუმ, ფრეზე თუ ვიოცნებებთ, მოგება კი გამორიცხულია. ამიტომ ერთგვარი ვალდებულებაა, რომ ეს სამი გოგო უნდა გვყავდეს შემადგენლობაში, რომელთაგანაც ერთმა მაინც თუ მოიგო თავისი წილი პაექრობა, დიდ სამსახურს გაუწევს ვაჟების ტრიოს, მთლიანად გუნდსა და ქართულ ძიუდოს, ხოლო სხვებიც თუ იყოჩაღებენ, მთლად უკეთესი.

გასაგებია, რომ თენაძემ აქცენტი იმ სამ წონაზე შეაჩერა, რომელიც გაერთიანებულ გუნდში ქალთა წონებადაა შეტანილი: 57, 70 და +78.

ჩვენში ქალთა ძიუდო ჯერ ისედაც არაა მაღალ დონეზე განვითარებული და მწვრთნელს არც ამ წონებში აქვს დიდი არჩევანი. მართალია, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში გვყავს ნიჭიერი მოზარდები, მაგრამ ისინი ჯერ პატარები არიან ასაკით და უფროსებთან ჭიდაობა ჯერ გაუჭირდებათ.

გვჯერა, ისინი ამ ოლიმპიურ ციკლშივე შეძლებენ კონკურენციაში ჩართვას, მაგრამ ჯერ საამისოდ მზად არ არიან. ამიტომ თენაძემ სამბოდან უხმო ოძელაშვილს და ქებაძეს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ორივე ყოფილი ძიუდოისტია, მაგრამ შემდეგ მთლიანად გადაერთნენ სამბოზე და კარიერაც იქ გაიკეთეს. მათაც დიდი სურვილი აქვთ ძიუდოში დაბრუნების, თუმცა აქ ერთი პრობლემაა: ცოტა ხნის წინ ძიუდომ ფედერაციამ აკრძალა სამბისტების და ძიუდოისტების გამოსვლა ერთმანეთის ტურნირებში. ამიტომ ახლა ეს აკრძალვა გოგოებს ბარიერად ექცათ: მათ სამბოში ხელფასები და პრემიები აქვთ ანუ სოციალურად ის სახეობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძიუდოში კი ამის გარანტიას ვერავინ მისცემთ. თუმცა მაინც გვგონია, რომ ეს საკითხი არაა მოუგვარებელი და ყველაფერი ქართული ძიუდოს საკეთილდღეოდ გადაწყდება.

ამდენად, ჩვენი ქალებისთვის მინსკის შეჯიბრება სასტარტოა, თორემ შესარჩევი ბევრიც არაფერია.

ვაჟების მსგავსად, ისინიც დარჩებიან შეჯიბრების შემდგომ ერთობლივ წვრთნებზე და კაცმა რომ თქვას, თენაძეს ეს შეკრება უფრო აინტერესებს. ამავე მიზეზით მას მინსკში ახალგაზრდების წაყვანაც სურდა, მაგრამ მიზეზთა გამო, ამჯერად ეს ვერ მოხერხდა.

ერთობლივი ვარჯიშები მინსკში მომდევნო კვირის ბოლოს დასრულდება, მერე კი ჩვენი ორივე ნაკრები - ქალებიც და ვაჟებიც საქართველოში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ მზადებას აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

იქ წასვლამდე ორივე ნაკრები ორ-ორ შეკრებას გაივლის საქართველოში: ვაჟები ჯერ ბორჯომში ივარჯისებენ, დასკვნით შეკრებას კი ყვარელში გაივლიან, ხოლო ქალებისთვის ძირითადი ბაზა კვლავაც გორი იქნება. მსოფლიომდე ჩვენები - არც ბიჭები და არც ქალები ტურნირებში აღარ გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯ ი ჯ ი
ნინო ოძელაშვილი მოემზადება 2020 წლის ოლიმპიადისათვის, სალიცენზიო ქულების მოპევება არ გაუჭირდება, თვითონ სულით სპოტცმენია, იმსახურებს ოლიმპიურ მედალს.
nugzar
შად არის ბეკა გვინიასჰვილი.ერტი სიტკვას არ ცერტ მასზე.ბევრი გკავს მისნაირი სპორტსმენიუ?
nugo
შად არის ბეკა გვინიასჰვილი
nugo
შად არის ბეკა გვინიასჰვილი
სოსო
ძიუდოს ფედერაციას რა უფლება აქვსსპორტსმენს სხვაგან გამოსვლა აუკრძალოს? ეს აბსურდი და ადამიანის უფლებების შელახვაა.ვინ მისცათ ამის უფლება?
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
"ყოველთვიურად გერიცხებათ ხელფასი, ოქროს მედლის შემდეგ შესაბამისი პრემიაც მიიღეთ" - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ნინო ოძელაშვილი: ქმარს დავპირდი, მსოფლიოს ჩემპიონი თუ გავხდი...
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები