"ბარსელონა", "ჩელსი", "ინტერი" და სხვები
სატრანსფერო პერიოდი გახურდა, თუმცა ზოგიერთი გრანდი ჯერ ბაზარზე მაინცდამაინც ვერ აქტიურობს. მათ ძალიან დიდი შრომა მოუწევთ იმისათვის, რომ მომავალ სეზონს ბოლომდე მზად შეხვდნენ. დღევანდელ ჩვენს წერილში სწორედ შედარებით პასიურ სუპერკლუბებზე გიამბობთ.

ჩელსი

ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს "რომადან" გერმანელი მცველის, ანტონიო რიუდიგერის ტრანსფერი. რიუდიგერი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მას ერთბაშად დაცვის ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა მცველის ადგილას.

გუნდში მოვიდა ტიემუა ბაკაიოკო. ის ნამდვილ კედელს ააგებს მინდვრის ცენტრში ნგოლო კანტესთან ერთად. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გადალახონ "ჩელსის" მეტოქეებმა ეს ზემძლავრი დაბრკოლება. "ჩელსის" შუახაზი იმდენად ძლიერი გახდა, რომ მას თვით ნემანია მატიჩიც კი აღარ სჭირდება. ცოტა ხნის წინ ამის წარმოდგენა ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს ეს ფაქტია.

და მაინც, შემადგენლობას ძალიან სჭირდება გაძლიერება. როგორც ჩანს, დიეგო კოშტა საბოლოოდ აჯანყდა. მას გუნდში თამაში აღარ სურს. ბრაზილიელ-ესპანელი "ჩელსისთან" ერთად არ ვარჯიშობს. მას ლონდონში აღარ უნდა და გული "ატლეტიკოსკენ" მიუწევს, საიდანაც გაიცნო კიდეც მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ. კოშტა მზადაა, "ატლეტიკოსათვის" დიდი მსხვერპლიც კი გაიღოს და ნახევარი წელი უფეხბურთოდ გაატაროს - ჯერ "ათლეტებს" ახალი ტრანსფერების განხორციელება არ შეუძლიათ.

"ჩელსიმ" ბევრი იშრომა, რათა რომელუ ლუკაკუ გადაებირებინა, მაგრამ ბელგიელი სუპერფორვარდი "არისტოკრატთან" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში აღმოჩნდა. "ჩელსის" აუცილებლად სჭირდება სულ მცირე, ერთი უმაღლესი დონის ფორვარდი მაინც.

საინტერესოა, რომ მოურინიო სულაც არ იწვოდა ლუკაკუს გადაბირების სურვილით. მისი პირველი სამიზნე გახლდათ ალვარო მორატა მადრიდის "რეალიდან". ტრანსფერი არ შედგა. არადა, პორტუგალიელმა "განსაკუთრებული" ფეხბურთელი უწოდა მორატას.

ცნობილია, რომ "იუვენტუსი" ლონდონურ კლუბში არ უშვებს გონსალო იგუაინს. შეიძლება მუშაობა პერ-ემერიკ ობამეიანგისა და მაურო იკარდის ტრანსფერებზე. ანდრეა ბელოტის კი "ჩელსი" ალბათ ვეღარ წაართმევს "მილანს".

იუვენტუსი

ბოლო წლების განმავლობაში ტურინული კლუბის წარმატება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნებოდა გაუვალ დაცვას. მასიმილიანო ალეგრის უკანა ხაზში აუცილებლად მოუწევს დიდი გარდაქმნების ჩატარება. გუნდში აღარ არის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ვინც კარიერას "მილანში" აგრძელებს.

ვინ შეიძლება გამოჩნდეს "ბებერი ქალბატონის" დაცვაში? უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმის თაობაზე, რომ "ატალანტადან" ნაყიდი და იქვე იჯარით დატოვებული მატია კალდარა განსაკუთრებული ნიჭის ფეხბურთელია. ხომ არ მოვიდა დრო, რომ მისი საიჯარო ხელშეკრულება შეწყდეს? შეიძლება, "იუვემ" შეთავაზება გაუკეთოს "რეალ სოსიედადს" ინიგო მარტინესის თაობაზე. შეიძლება, კოსტას მანოლასის ვარიანტიც მოისინჯოს.

არჩევანი არის, მაგრამ ორი აზრი არაა - "იუვენტუსის" დაცვა მომავალ სეზონში უფრო სუსტი იქნება, ვიდრე ის იყო ბონუჩისთან ერთად.

ტოტენჰემი

გუნდისათვის სატრანსფერო სეზონი დიდი დანაკლისით დაიწყო. "დეზებმა" "სიტიში" გაყიდეს კაილ უოკერი. საკმარისია, მხოლოდ ერთხელ გქონდეს ნანახი ლონდონური კლუბის თამაში და წამსვე მიხვდები, რა ძალა დაკარგა მაურისიო პოჩეტინიოს გაწვრთნილმა გუნდმა.

დავამატოთ ამას ისიც, რომ ჯერაც მკურნალობს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ერიკ ლამელა. არგენტინელმა თითქოს იპოვა საკუთარი ავი, მაგრამ ამჯერად მას ხელი ტრავმამ შეუშალა. არავინ იცის, როგორ ფორმაში შეხვდება ლამელა მომავალ სეზონს.

"ტოტენჰემს" უოკერის ალტერატივად "სენ-ჟერმენის" კოტდივუარელი მცველის, სერჟ ორიეს გადაბირება სურს. აფრიკელს პარიზული კლუბის დატოვება უნდა, რადგან იქ დანი ალვეში სათადარიგოთა სკამისათვის ნამდვილად არ მისულა.

ინტერი

მას შემდეგ, რაც მილანური კლუბი ჩინელებმა ჩაიგდეს ხელში, ამ გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. იმის ნაცვლად, რომ ხეირიანი ტრანსფერები გაკეთებულიყო, საქმე უკან და უკან მიდის.

ისე ჩანს, რომ "ინტერი"მაინცდამაინც აღარ იაქტიურებს სატრანსფერო ბაზარზე. შკრინიარისა და თუნდაც ბორხა ვალეროს ტრანსფერები საქმეს ვერ უშველის. კლუბის სატრანსფერო საქმიანობით უკვე გამოთქვა უკმაყოფილება გუნდის ახალმა დამრიგებელმა, ლუჩანო სპალეტიმ. დავამატოთ ამას ისიც, რომ მაგრად გაძლიერდა "ინტერის" მთავარი მტერი, "მილანი".

ბარსელონა

იქ არიან მესი, სუარესი და ნეიმარი, მაგრამ გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება. იდეალური ახლა "ბარსელონასათვის" ახალგაზრდა ანდრეს ინიესტას ყიდვა იქნებოდა, მაგრამ ინიესტა უკვე აღარ არის ახალგაზრდა.

"ბარსელონას" გულშემატკივრებისათვის სამწუხაროდ, ჩაიშალა "სენ-ჟერმენიდან" მარკო ვერატის ტრანსფერი. არადა, იტალიელს რეალურად შეეძლო გუნდის გაძლიერება. დადასტურდა სემედუს ტრანსფერი. დიდი ალბათობით, გუნდში იქნება პაულინიო, მაგრამ ძალიან საეჭვოა, ეს "ბარსელონას" პრობლლემებს ეყოს.

მინიმუმ ერთი ექსტრაკლასის მცველი და ასეთივე ნახევარმცველი - ესაა ის, რაც ჰაერივით სჭირდება კატალონიურ კლუბს. "ბარსას" შეუძლია, გარკვეული თანხა გამოიმუშაოს. მაგალითად, ძნელი გასაგებია, რას აკეთებს "ნოუ კამპზე" ანდრე გომეში. პორტუგალიელი კარგ ფასად გაიყიდება და ეს ხელ-ფეხს გაუხსნის "ბარსას" ახალი ტრანსფერების გასაკეთებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს