ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა
საქართველოს ჩემპიონ "სამტრედიას" საკუთარი და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის პრესტიჟისთვის უნდა ებრძოლა აზერბაიჯანის უპირველესი კლუბის წინააღმდეგ.

ბაქოური შეხვედრის შემდეგ ორმატჩიანი დუელის შედეგის თვალსაზრისით, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო...

ორივე გუნდმა პრაქტიკულად საბრძოლო შემადგენლობით დაიწყო მატჩი. შედარებით არაოპტიმალური იყო სტუმართა სასტარტო თერთმეტეული. "სამტრედიაში" პირველად გამოჩნდა კოტდივუარელი შემტევი ინტერს გუი.

პირველი, მეტნაკლებად სახიფათო მომენტი "ყარაბაღმა" შექმნა, როცა მედვედევის დარტყმულ ბურთს ომარ მიგინეიშვილი ადგილზე დახვდა. მერე საქართველოს ჩემპიონს მიეცა სახიფათო მომენტის შექმნის შანსი სტანდარტული სიტუაციიდან, მაგრამ დავით რაჟამაშვილის ჩაწოდების შემდეგ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები თამაშგარეში მოხვდნენ...

23-ე წუთზე აზერბაიჯანელები დაწინაურდნენ. ჰაიტელმა გერიემ სტანდარტული ეშმაკურად შეასრულა - ყველა რომ ჩაწოდებას ელოდა, კარში დაარტყა და, როგორც ჩანს, ამას არც მიგინეიშვილი ელოდა.

მალევე გიორგი მჭედლიშვილმა სცადა სიტუაციის გამწვავება, როცა რაჟამაშვილთან გაითამაშა "კედელი" და კარშიც დაარტყა, მაგრამ კანიბოლოცკი ბურთს ადგილზე დახვდა. ისე ჩანდა, რომ დარტყმის ეპიზოდში ქართველი მცველის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, მაგრამ არბიტრმა ამას ყურადღება არ მიაქცია.

33-ე წუთზე სტუმრებმა ძალიან ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს. რიჩარდ ალმეიდამ, ვინც ესპანელ მიჩელთან ერთად მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო, შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გერიე, თუმცა ჰაიტელმა მიგინეიშვილს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო - ჩვენმა მეკარემ იყოჩაღა.

37-ე წუთზე "სამტრედიას" თავისუფლად შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. მრავალსვლიანი კომბინაციის ბოლოს გუიმ ნიკა საბანაძეს კარგად უპასა, მაგრამ "ყარაბაღის" კარის დარაჯმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მიგინეიშვილმა კი ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე რზეჟნიჩაკს არ გაატანინა.

52-ე წუთზე გატანა გუის შეეძლო, მაგრამ "შახტარის" ყოფილმა მეკარე კანიბოლოცკიმ ფეხით რთული ბურთი მოიგერია და აშკარა საგოლე მომენტი განიავდა. მერე გიული მანჯგალაძის ჯარიმა ოდნავ ასცდა "ყარაბაღის" კარს.

ნიკა სანდოხაძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა მის თავურს გოლამდე ბევრი არ დაჰკლებია, ისევე, როგორც გურამ სამუშიას, რომელიც რაჟამაშვილმა მოხდენილი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ეს შანსიც დაიკარგა...

ერთი სიტყვით, წავაგეთ ჩვენზე უკეთეს, აწყობილ, სოლიდურ გუნდთან. რას იზამ, რაც გინდა იბრძოლე, ყველა მცდელობა განწირულია, როცა თავს ზემოთ ძალა არ არის. დღეს მეტი არ შეგვიძლია, თუმცა ეს არ გვამართლებს და თუ ასე გვინდა გაგრძელება, უმჯობესია, საერთოდ აღარ ვითამაშოთ ფეხბურთი.

ევროთასები ხეირიანად არ დაწყებულა, ჩვენთვის კი ის უკვე დასრულდა. დასრულდა სამარცხვინოდ. საოცნებოდ დაგვრჩა ერთი კინკილა გამარჯვებაც კი. კოშმარი! - სხვანაირად ვერ შეაფასებ ჩვენი კლუბების ევროარენაზე გამოსვლას. ფაქტია, ქართულ ფეხბურთს დიდი გარდაქმნები სჭირდება.

- გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში

15.07. თბილისი. დინამო არენა

სამტრედია-ყარაბაღი 0:1

0:1 გერიე (23)

პირველი მატჩი 0:5

სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - მარკოზაშვილი (57. სამუშია), რაჟამაშვილი, გუი - საბანაძე (78. ჯიქია).

სათადარიგოები: სტურუა, ნინუა, მთივლიშვილი, გოგიაშვილი, ბურკაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ყარაბაღი (4-3-3): კანიბოლოცკი - მედვედევი, გუსეინოვი, რზეჟნიჩაკი, აგოლი - მიჩელი, გარაევი, ალმეიდა (62. ამირგულიევი) - მადათოვი, ნდლოვუ (70. რამაზანოვი), გერიე (62. იზმაილოვი).

სათადარიგოები: შეჰიჩი, იუნუსზადე, დინიევი, დაშდამიროვი

მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (53), სანდოხაძე (58), ამირგულიევი (68), რამაზანოვი (88)

არბიტრი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

ამ შედეგზე რაც ქართულმა გუნდებმა აჩვენეს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ფედერაციას და არა კონკრეტულად გია ცეცაძეს ან ფრუიძეს ან ვინმე სხვას, მხოლოდ ერთ გუნდს რომ ეჩვენებინა ეს სამარცხვინო შედეგი ვიტყოდით რომ ეს თვითონ გუნდის, ან მწვრთნელის, ან გუნდის მენეჯმენტის ან ფეხბურთელების ბრალია, მაგრამ როცა 4 გუნდიდან ვერც ერთი გუნდი 8 თამაშში ვერ ახერხებს გამარჯვებას, როცა ქვეყნის ჩემპიონი საერთო ჯამში 0-6 აგებს აზერბაიჯანულ გუნდთან, როცა თასის მპლობელი გუნდი საერთო ჯამში 8-1 აგებს სლოვაკეთის საშუალოზე დაბალ გუნდთან(ზოგადად სლოვაკური არცერთი გუნდი არ განეკუთვნება საშუალო ევროპულ გუნდს), როცა 4 გუნდიდან ვერც ერთი ვერ აღწევს თუნდაც იმას რომ განმეორებით მატჩს აზრი ქონდეს, როცა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჯგუფში ნახევარზე მეტი ჩატარებული შეხვედრებიდან ვერ ახერხებს თუნდაც ერთი თამაშის მოგებას ეს ნიშნავს რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, და თუარა ფეხბურთის ფედერაცია მაშინ იქნებ ვინმემ გვითხრას სხვა ვინ არის პასუხისმგებელი? სოფლის მეურნეობის სამინისტრო? მაშინ ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა რითი შეფასდეს? დაგებული გზებით, სოფლების გაზიფიკაციით, ნაპირგამაგრებითი სამუშაოებით.....?? ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული კორუპციის ჭაობში და არც ფედერაციას და არც კლუბების ხელმძღვანელობას არ სურს რომ რაიმე შეცვალოს, იმიტომ რომ უარს ვერ იტყვიან ასე იოლად დიდი ფულის შოვნისგან, შეიძლება იყოს რაღაც არაფრის მომცემი ფასადური ტიპის ცვლილებები. აი როცა კობიაშვილი და მისი ბანდა ფედერაციაში გაიზიარებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბედს, როცა კობიაშვილს მიაყოლებენ ფედერაციის წინა ხელმძღვანელობასაც, გუნდების მართველობაში მოკალათებულ საბიუჯეტო ფულის მხვრელ ვირთხებსაც, როცა კლუბები იქნება მხოლოდ კერძო მეპატრონეების აი შემდეგ იქნება წინსვლაც, მანამდე ქართული ფეხბურთი იქნება ამ ჭაობში, მომავალ წელს უარესი შედეგი იქნება, წელს თუ ავსტრიულმა, აზერბაიჯანულმა, პოლონურმა და სლოვაკურმა კლუბებმა გამოაგდო ქართული კლუბები, მომავალ წელს ქართულ კლუბებს გამოაგდებს ფარერების, ისლადიის, ლუქსემბურგის კლუბები იმიტომ რომ ისინი ვითარდებიან. იმ გზით რა გზითაც დღეს ქართული ფეხბურთი მიდის სხვა შედეგი გამორიცხულია

• ქუთაისელი

სამწიხაროა რომ ასე დაგვემართა. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომ წარმატებას მივაღწიოთ. წარმატების მომტანი ჩვევები უნდა გამოვიმუშავოთ, კომბინაციები ავტომატიზმამდე უნდა დავიყვანოთ, რომ მოედანზე გადაწყვეტილების მიღებისთვის ზედმეტი ფიქრი არ დაგვჭირდეს. ფიზიკა უნდა ავამაღლოთ! და რაც მთავარია უნდა გვქონდეს რწმენა, რომ გავიმარჯვებთ! ნუ ვიქნებით ზედმეტად კატეგორიულები, და ნუ "ავუკრძალავთ ფეხბურთის თამაშს" ზოგიერთებს. გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და უფრო მეტი მონდომებით ვითამაშოთ!

• zviadi

გაუშვით კობი პარლამენტში, მიეცით ფედერაციის პრეზიდენტის დანამატი, იქნებ ჩამოშორდეს ფეხბურთს, ეს რაც ხდება არის სრული დეგრადაცია, ამას ჰქვია სრული კრახი, ჩვენსავით მხოლოდ 3 ქვეყანა გამოვარდა 1 ეტაპიდან, ან რისთვის მივდივართ, თუ უკვე ვიცით რომ უნდა წავაგოთ, , ასეა ნაკრები, ასეა კლუბები, როდემდე? იცის ვინმემ პასუხი?

• Kaxa

სტადიონზე ვიყავი და ძალიან ახლოდან ვადევნებდი თვალს თამაშს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამტრედიას 3 ტაიმი დაჭირდა, რომ როგორც გუნდი აწყობილიყო, განსაკუთრებით შეტევაში. ანუ თბილისური შეხვედრის მეორე ნახევარი მართლაც მომეწონა (მიუხედავად 2 განიავებული საგოლე მომენტისა). ასე რომ ეთამაშათ მთლიანად ორივე შეხვედრა, ვინ იცის...არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მეორე ტაიმში ყარაბაღი "მოეშვა". ეგენიც თამაშობდნენ, როგორც შეეძლოთ, მთელი თამაში. დასკვნა: ჩვენებს შეუძლიათ კარგი თამაში, ოღონდ ამისათვის საჭიროა რაც შეიძლება ბევრი პრაქტიკა, შედარებით ძლიერი მეტოქეები და გუნდის ბირთვის შენარჩუნება რამდენიმე წელი. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ "ქართული ფეხბურთი მკვრადია", "ფეხბურთი ჩვენი თამაში არ არის" ან "არსებული რესურსით ვერაფერს გავხდებით". საჭიროა მოთმინება და სწორი და თანმიმდევრული მუშაობა.

• gigo

საშვილიშვილოდ მოვიჭერით თავი. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად რასაც განვიცდი ქართულ ფეხბურთზე.

• ნოდო

ჩკუა ვერ ვისწავლეთ 30-0 რომ წააგონ მაინც მივლენ სტადიონზე ხალხის გარკვეული რაოდენობა სტადიონზე კი არა ტელევიზიითაც აღარ ვუყურებ ვინც ნაკრების თანაშზე საათ ნახევარს ხარჯავს ბოდიში და ეგ არც გვერდში დგომაა რადგან ბოლო 20 წელია სულ ჩავარდნაა და გემოვნებაც არ გაქვთ აბა ამათ თამაშს რატო უნდა უყურო :)

• გამოსავალი ინტელექტშია

სად ნახეთ აქ ეშმაკურად დარტყმული?! - ჩვენმა "ოსტატმა" ფეხბურთელებმა კედლის დაყენებაც არ იკადრეს! ალბათ მწვრთნელის დავალება იყო.

• merabi

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მოხდა ის , რაც უნდა მომხდარიყო. ჩვენი გუნდების თამაში ძალიან შორსაა ევროპულისგან. ძალიან მიკვირს, როცა წერენ, რომ თურმე ფიზიკური მომზადება არ გვყოფნის, ერთი ტაიმის გუნდი ვართ და ა.შ. ფიზიკურად სამტრედია გუშინ ნორმალურად გამოიყურებოდა, აი უმრავლესი ფეხბურთელის სათამაშო კლასი-კატასტოფაა. ისე არ გამიკვირდება თუ ყარაბაღი ჯგუფურზე გავა.

• ვააააი

ისე ეხლა რას იტყვის კობიაშვილი? სისხლიანი ნაცები უშლიან ხელს ფეხბურთის განვიტარებას ? თუ მხოლოდ მაგ კლანის პრემიებისათვისაა ფეხბურთში ჩადებული ფული?

nuga cert amatze ra arari sakartveloshi pexburti rit ver unda gaigot xalxo ara da arc ikneba kai xani ...... gamarjveba kiara goli dagvrcha ocnebad((((((

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

მიქაუტაძე ბაქოში "ყარაბაღს" შეუტევს

მიქაუტაძის გოლი ევროპალიგაზე - ქართველმა "ლიონი" დააწინაურა [VIDEO]

მიქაუტაძის დუბლი - "ლიონმა" ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]