სეუ-ის 7-კაცა გუნდი გუშინ იტალიაში, ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელსაც მილანი მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის 7-კაცა გუნდი გუშინ იტალიაში, ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელსაც მილანი მასპინძლობს.

სეუ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატში მეხუთედ თამაშობს, რაც მისი რექტორის, გია კავთელიშვილის დამსახურებაა, რომელიც სტუდენტურ რაგბს მუდამ მხარში ედგა.

წინა ოთხ ჯერზე ჩემპიონები ქართველები გახდნენ და ამავდროულად სხვადასხვა ინდივიდუალური პრიზებიც მოიგეს. მათ შორის აღსანიშნავია სპეციალური პრიზი - ყველაზე სამართლიანი გუნდი: ფინალური მატჩის მსვლელობისას, მეტოქე გუნდს მორაგბე დაუშავდა, შეცვლები უკვე შესრულებული ქონდა, სეუ-მ ერთი მოთამაშე თავადაც მოიკლო და გამარჯვება თანასწორ ბრძოლაში მოიპოვა.

საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი 21 ივლისს იწყება და სეუ-ს პირველი მეტოქე საფრანგეთის, რენის უნივერსიტეტის გუნდი იქნება. იმავე დღეს, 3 საათში, ქართველი სტუდენტები პორტუგალიელებს, კოიმბრას უნივერსიტეტის გუნდს შეხვდებიან, ხოლო საღამოს ბუქარესტის (რუმინეთი) ეკოლოგიური უნივერსიტეტის წინააღმდეგ ითამაშებენ. მეორე დღეს ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი მატჩია და ჯერ რუსეთის, ყუბანის სპორტისა და ტურიზმის, მერე მილანის უნივერსიტეტების გუნდებს შევხვდებით. დასკვნით დღეს ვალენსიელ (ესპანეთი) სტუდენტებს ვხვდებით, რის შემდეგაც ჯგუფური ეტაპი დასრულდება და დაკავებული ადგილის მიხედვით, ფინალური შეხვედრების დრო დადგება.

წელს სეუ-ს 7-კაცას ლევან ობოლაძე წვრთნის, ხოლო გუნდის კაპიტანი დიმიტრი კალანდაძეა, რომელსაც გუნდისთვის ორ ევროპის ჩემპიონატზე უკვე უკაპიტნია.

"სეუ 4-გზის ევროპის ჩემპიონია და წელსაც მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძოლებთ. მილანში კარგი შემადგენლობით მივდივართ. გუნდი სეუ-ს ბაზაზეა დაკომპლექტებული, რომელიც წელს სტუდენტური 7-კაცას ჩემპიონი გახდა. ამ უნივერსიტეტიდან 5 მოთამაშე გვყავს, ხოლო დანარჩენი 7 მორაგბე სხვა სასწავლებლებიდან დავიმატეთ. ეს მიღებული პრაქტიკაა. პორტუგალიისა და რუმინეთის გუნდები 7-კაცას ეროვნული ნაკრებების ბაზაზე შექმნილი გუნდებით მოდიან. ვფიქრობ, პირველობისთვის ჩვენი უპირველესი მეტოქეები სწორედ ისინი, ასევე საფრანგეთისა და რუსეთის გუნდები იქნებიან" - გვითხრა სეუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ.

სეუ-ს 7-კაცა სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე: დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელის ასისტენტი და დელეგაციის ხელმძღვანელი: პაატა მაისურაძე

ფიზ.მომზადების მწვრთნელი: გიორგი ჭყოიძე

მენეჯერი: ლელა წიკლაური

ექიმი: გიორგი მურადაშვილი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა