მადრიდის "რეალმა" და ლონდონის "ჩელსიმ" 24 წლის ალვარო მორატა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ესპანელ ფეხბურთელად აქციეს

მადრიდის "რეალმა" და ლონდონის "ჩელსიმ" 24 წლის ალვარო მორატა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ესპანელ ფეხბურთელად აქციეს.

დღეს, "რეალმა" და "ჩელსიმ" დაადასტურეს, რომ ალვარო მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, 24 წლის თავდამსხმელი "არისტოკრატებთან" კონტრაქტს გააფორმებს.

არაოფიციალური ინიფორმაციით, "ჩელსი" "რეალს" 80 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მორატა ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელი გახდება. ის ფერნანდო ტორესის რეკორდს მოხსნის, რომელიც "ლივერპულიდან" ასევე "ჩელსიში" 58 მილიონად გადავიდა. რაც შეეხება ესპანური გუნდიდან გაყიდულ ესპანელებს - ამ მხრივ რეკორდი გაისკა მენდიეტას ეკუთვნოდა, რომელიც "ვალენსიადან" "ლაციოში" 48 მილიონად გადავიდა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მორატა "ჩელსისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 9 მილიონი ევრო იქნება.

ალვარო მორატა "რეალს" 2008 წელს, 16 წლის ასაკში, "ხეტაფედან" შეუერთდა. პირველ გუნდში მას დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. 2014 წელს, მადრიდელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი "იუვენტუსს" მიჰყიდეს და მისი გამოსყიდვის უფლება შეინარჩუნეს, 2 წლის შემდეგ კი, ეს უფლება გამოიყენეს.

პრიმერა დივიზიონის 2016/17 წლების სეზონში, მორატას 15-მა გოლმა "რეალს" 13 ქულა მოუტანა. ამაზე უკეთესი შედეგი (15 ქულა), მადრიდულ გუნდში, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა. გარდა ამისა, ლა ლიგაში მოთამაშე თავდამსხმელებს შორის, რომლებმაც მინიმუმ 10-ჯერ გაიტანეს, მორატას დარტყმების გოლად გარდასახვის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა - 55 დარტყმიდან 15 გოლი. ის "რეალის" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გასატანად, საშუალოდ, თამაშზე ნაკლები ჭირდება. მისი მაჩვენებელი 88.87 წუთია.

ალვარო მორატას, "რეალში" 95-ჯერ უთამაშია და 31-ჯერ გაუტანია. "იუვენტუსში" კი მისი მონაგარი 93 შეხვედრა და 27 გოლია.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი
ალვარო მორატა კარიერიას "გალათასარაიში" განაგრძობს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს