გერმანიის ქალაქ ლაიპციგში 19 ივლისს მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
გერმანიის ქალაქ ლაიპციგში 19 ივლისს დაიწყო მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ცხრა წარმომადგენელი მოსინჯავს ძალებს.

გუშინ საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავე ვაჟებიც გავიდნენ. სანდრო ბაზაძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგით მეთოთხმეტეა, საკვალიფიკაციო ეტაპისგან თავისუფალი იყო.

ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელმაც ხუთიდან ოთხი მეტოქე დაამარცხა - აიდებ კლერკი (ირლანდია, 5:0), იუსუფ ალშალმანი (საერთაშორისო ფედერაცია, 5:4), იან ლიუ (ჩინეთი, 5:2), იულიან თეოდოსიუ (რუმინეთი, 5:4) და მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა დათმო ამერიკელ ჯეფ სპირთან - 4:5, თუმცა პლეი ოფში მაღალი რეიტინგით გავიდა, იქ კი მეორედ დაამარცხა იან ლიუ, ამჯერად - 15:10 და 64 საუკეთესოში მოხვდა.

ბექა ბაზაძე შვიდკაციან ჯგუფში იბრძოდა, სადაც ოთხი გამარჯვება მოიპოვა: ევანგელოსს ბუკასს (საბერძნეთი, 5:1), კირილ კირპიჩოუს (ბელარუსი, 5:3), ივან სტეფანო ლუკჩეტსა (არგენტინა, 5:4) და რუანგრიტ ჰაეკერს (ტაივანი, 5:1) აჯობა, ხოლო ორი შეხვედრა წააგო, პლეი ოფში კი კარისონ პანგმუუნი (ტაივანი) დაჯაბნა - 15:8.

საბა სულამანიძემ კლასიფიკაციაში მხოლოდ ორ მეტოქეს მოუგო - სორავიტ კისირიბუნსა (ტაივანი, 5:0) და ალი ალჰუსეინს (საუდის არაბეთი, 5:2), მაგრამ პლეი ოფში მაინც მოხვდა, იქ კი ამერიკელ ჯეფ სპირთან ვერაფერს გახდა (3:15) და შეჯიბრებას გამოეთიშა.

21 ივლისს პლეი ოფში მედლებისთვის პაექრობები გაგრძელდება: სანდრო ბაზაძე ძიან ჟანის

(ჩინეთი) შეხვდება, ბექა ბაზაძე კი რუმინელ ტიბერიუ დოლნიჩეანუსთან გაარკვევს ურთიერთობას.

წარმატების შემთხვევაში ძმები მომდევნო წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მიხეილ მარდალეიშვილს ფრანგი ბოლად აპიტი ერგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: ლაიპციგში მსოფლიოსთან ერთად
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ჯგუფიდან გავიდნენ
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსფოლიოს ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
ფარიკაობა. ევროპის ჩემპიონატი: ჩვენი გუნდები კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატის რეპეტიცია მოსკოვში
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: საქართველო მაია გუჩმაზოვათი დაიწყებს
მსოფლიოს ჩემპიონტია: ქართველი მოფარიკავეები დღეს გუნდურში იასპარეზებენ
მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე იფარიკავებენ
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
იმედია, ჩვენი მოფარიკავეები გაგვახარებენ - ევროპა თბილისში მოიყრის თავს