ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალმა სპორტულმა დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში ზონალურ პირველობას უმასპინძლა
ზონალური პირველობებს ქართულ ჭიდაობაში გორმა და ზუგდიდმა უმასპინძლა. გორზე უკვე ვწერდით. მოლოდინს გადააჭარბა ტურნირმა ზუგდიდში. შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მოჭიდავეებმაც იასპარეზეს. ეს იყო ძალზე კარგად მოწყობილი შეჯიბრება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალ სპორტულ დარბაზში პირველად აჟღერდა ქართული ჭიდაობის ჰანგები კასპელი მუსიკოს-დამკვრელების შესრულებით.

სავარაუდოდ, ზუგდიდი არაერთხელ გახდება ქართული ჭიდაობის მასპინძელი ქალაქი. აქაურებს ამ ახალი ევროპული სპორტდარბაზის გარდა გადაწყვეტილი აქვთ ღია საჭიდაო მოედნის მოწყობა „საკონსეროს უბანში“ (თამარ მეფის ქუჩაზე) და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერასაც ითხოვენ. ვფიქრობთ, ნახერხმოყრილი მოედანი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ზუგდიდში ჩვენი ეროვნული ჭიდაობის აღორძინებას.

პირველი ადგილები ზუგდიდის ტურნირზე მოიპოვეს: ბექა ჩიქავამ (55, ზუგდიდი), პაატა შუკვანმა (60), ბექა ჩართოლანმა (65, ორივე - მესტია), ონისე ჩიქავამ (70, ზუგდიდ), ზაალ კირტავამ (75, სენაკი), აკაკი აფაქიამ (80), გიორგი თოფურიამ (90, ორივე - ფოთი), ვაჟა ვენჯელაშვილი (+90, ლანჩხუთი).

საუკეთესო მოჭიდავის თასი და დიპლომი დაიმსახურა ბექა ჩართოლანმა.

შეჯიბრების შემდეგ მოჭიდავეებმა დაათვალიერეს დადიანების სასახლე და ზუგდიდის პარკი.

გაბრიელ ბარჯაძე

ავტორის ფოტო

ზუგდიდის ახალი სპორტული კომპლექსი

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა