ეროვნული ლიგა. მესამე წრე. XIX ტური
ზუსტად ერთთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი განახლდება და დღეიდან მოყოლებული ნოემბრის ბოლომდე, სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც მოგვიწევს გულშემატკივრებისათვის იმის შეხსენება, რომ აუცილებლად გამონახონ დრო და ეროვნული ლიგის მატჩებს თვალი სტადიონის ტრიბუნიდან მიადევნონ...

იმის შეხსენებაც მუდამ მოგვიწევს სეზონის ბოლომდე, თუ როგორი ინტრიგაა ჩვენს ეროვნულ ლიგაში, თუ რამხელა ინტერესი უნდა ჰქონდეს დედაქალაქურ, იმერულ თუ შავიზღვისპირულ დერბიში.

იმაზე ხომ აღარაფერს ვამბობთ, ყოველი ტურის წინ თითოეულ წყვილზე რომ დეტალურად უნდა ვისაუბროთ, მერე კი, ტრადიციულად, ყოველი ტურის დასრულების შემდეგ კი, "ლელოს" ვერსიით ტურის სიმბოლური ნაკრებიც უნდა შემოგთავაზოთ...

მოკლედ, როგორც ხდებოდა ამ ჩემპიონატის პირველ და მეორე წრეში, როგორც ხდებოდა - შარშან, შარშანწინ, იმისწინ

ცდა ასე შემდეგ...

"ლელოს" გუშინდელ ნომერში ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ: წლევანდელ ევროტურნირებზე ქართული გუნდების გამოსვლამ მართლაც დამთრგუნველი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. თანაც, საქმე მხოლოდ იმ, მართლაც კატასტროფულ შედეგებში არ არის, ლაპარაკია იმ სიტუაციაზე, რომელშიც დღეს იმყოფება ქართული საკლუბო ფეხბურთი...

ოღონდ, ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების სამარცხვინო გამოსვლა არავინ დააბრალოს... ჩემპიონატის ფორმატის (გაზაფხული-შემოდგომა) შეცვლას ან კიდევ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებას.

შარშანაც, ფაქტობრივად, ანალოგიური შედეგი გვქონდა, უბრალოდ, იმაში გაგვიმართლა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკიციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" აშკარად სუსტი მეტოქე (სომხური "ალაშკერტი") ჰყავდა, თორემ დანარჩენი სამი გუნდიც ხომ პირველსავე ეტაპის მერე დაემშვიდობნენ ევროტურნირებს...

შარშანწინაც წლევანდელი ვარიანტი მოხდა: ოთხივე ქართული გუნდისთვის ევროტურნირები ივლისის შუა რიცხვებში (ანუ, პირველი ეტაპის მერე) დასრულდა! ამას კი იმიტომ ვიხსენებთ, რომ იმ დროისათვის ჩვენი ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდებოდა და უმაღლესი ლიგაც 16-გუნდიანი იყო!

მოკლედ, გინდ ჩემპიონატის ფორმატი შეცვალე, გინდ - გუნდების რაოდენობა, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის საშველი მაინც არ ჩანს! იმაზე აღარაფერს ვამბობთ, როცა ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელი (ან მწვრთნელი) სეზონის... დასაწყისიდანვე იწყებს წუწუნს - ფინანსური პრობლემები გვაქვსო! კი, მაგრამ, თვალში ნაცარს რატომ გვაყრიან და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყოველთვიურად ჩარიცხული თანხები სადღა მიაქვთ?..

არცთუ შორეულ წარსულს გავიხსენებთ, როცა ქართულ გუნდებს ერთი ნაბიჯიღა აშორებდათ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე: 2011-13 წლებში თბილისის "დინამო" და "დილა" ორ-ორჯერ გავიდნენ ევროპალიგის პლეი ოფში, ერთხელ კი - "ზესტაფონი".

ანუ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროტურნირები აგვისტოს ბოლომდე გრძელდებოდა და ამ მართლაც სასიამოვნო მოვლენის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებას გარკვეული კორექტივების შეტანაც უხდებოდა ჩემპიონატის კალენდარში.

ეს კორექტივები კი ჩვენი გუნდების საკეთილდღეოდ კეთდებოდა: ოღონდ კი ჩვენს გუნდებს ევროტურნირებზე (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი ოფში) წარმატებით ეასპარეზათ, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს სხვა დროისთვის გადაუდებდნენ ხოლმე.

ამჟამად კი ეროვნული ლიგის კალენდარს არანაირი ცვლილებები "არ ემუქრება" არც ივლისში და არც - აგვისტოში: რა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი და რის პლეი ოფი?!. გუშინ ხომ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა და იქ არც ერთი ქართული აღარ იყო!..

...დღეიდან ნოემბრის ბოლომდე ქართული გუნდები ოფიციალურ მატჩებს მხოლოდ ერთმანეთში გამართავენ. ამასობაში, წლევანდელ ევროტურნირებზე ქართული გუნდების კატასტროფულად წარუმატებელი ასპარეზობით გამოწვეული ნეგატიური ემოციაც ნელ-ნელა გაგვიქრება და მერე კი, საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში არსებული ინტრიგით ჩვენც "გავიხარებთ" და გულშემატკივრებსაც "გავახარებთ"!

არადა, ფაქტი ერთია: ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე წლიდან წლამდე უკან და უკან მიდის და საქმეს არც ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა შველის, არც გუნდების რაოდენობის შემცირება და არც - სახელმწიფოსგან ნაჩუქარი დაფინანსება...

ეროვნული ლიგა. XIX ტური

21.07. თბილისი. დინამო არენა. 21:00

დინამო (თბ) -კოლხეთი

ურთიერთშეხვედრები

57: +39 =11-7, 129-40

დისკვალიფიკაცია

მიკოლა კოვტალიუკი (დინამო თბ) - დავით ბოლქვაძე, ვარლამ კილასონია (ორივე კოლხეთი)

I-II წრე 1:0, 3:0

22.07. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 18:00

სამტრედია-შუქურა

ურთიერთშეხვედრები

8: +5 =2 -1, 15-7

დისკვალიფიკაცია

ჯეფერსონი (შუქურა)

I-II წრე 1:0, 2:0

23.07. ივანწმინდა. 17:00

ჩიხურა-დილა

ურთიერთშეხვედრები

14: +3 =4 -7, 12-24

დისკვალიფიკაცია

ლუკა რაზმაძე, გიორგი პაპავა, გოდერძი მაჩაიძე (ყველა დილა)

I-II წრე 0:0, 0:2

23.07. ბათუმი. რაგბი არენა. 19:00

დინამო (ბთ)-ლოკომოტივი

ურთიერთშეხვედრები

30: +7 =7 -16, 30-42

დისკვალიფიკაცია

თეიმურაზ შონია, ნიკა მგელაძე (ორივე დინამო ბთ) - ლაშა გვალია (ლოკომოტივი)

I-II წრე 1:2, 1:2

23.07. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 21:00. LIVE II არხზე

საბურთალო-ტორპედო

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =2 -1, 5-9

დისკვალიფიკაცია

ელვინ ტერა (საბურთალო) - ბექა ტუღუში (ტორპედო)

I-II წრე 1:0, 0:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beni
სიონის მწვრთნელი რომ საქართველოს ნაკრების თამაშზე ისაუბრებს, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.
dinos
gadaxede samtredia dinamos tamashs rekordi moxsnaa bogmianoo.. acrili xar getyoba samtrediaze
კოლი-ს
მწვრთნელებს ვინც ამზადებს ჯერ ისინი უნდა მოაშორონ ფეხბურთიდან და იქნებ გვეშველოს. ყველა გუნდის მწვრთნელი ერთნეირ შპარგალკას იღებს თუ რატო გავს ყველას ვარჯიში ერთმანეთს...
zz
არა
dino-s
სამტრედიაში არც მრავალრიცხოვანი გულშემატკივარია უკვე(ყველაფერი გააკეთეს კლუბის მენჯმენტმა და მწვრთნელებმა ამისათვის)და რომ ჩახვალ დაინახავ 500-კაცზე მეტი არ იქნება, შეგიძლია დათვალო კიდეც სათითაოდ, მართალია ეს დინამოზე 4 ჯერ მეტია, მაგრამ მაინც, და არც ბილეთები გაყიდულა სტადიონზე ბოლო 20 წლის განმავლობაში.
კოლი
მე მგონი, ნიჭიერებით, სამხრეთ ამერიკის აფრიკის და ევროპის შემდეგ, ბოდიში კავკასიელ ძმებთან, საქართველო გამოირჩევა დანარჩენი მსოფლიოსგან, მაგრამ ევროპის დონეზე ამ 26 წლის მანძილზე ალბათ 5-7 კაცმა ითამაშა. ე.ი. არ გვივარგა მომზადების სისტემა ანუ არ გვივარგა მასწავლებელი და დირექტორი
Irakli apkhaidze
უბედურება კიდე იმაშია, რომ ჩვენი გამფარჩაკებლებიც გამოვარდნენ მომდევნო ეტაპიდან....
ცეცაძის მადლი
ძეგლს რო დამიდგამენ მერე გვეშველება....
1,2,3,5,8...
არც უშველის ბატონო გია ვიდრე შედეგზე ორიენტირებული ქართველი მწვრთნელები უყურადღებობის გამო ქვეყნიდან გაქცევით შველიან თავს. ერთი ასეთი ჩინეთში გაქცეულა და დანარჩენები იმის იქითაც გაიქცევიან. მომავალ წელს ევროტურნირებზე შედეგები თუ გაუარესდა არ უნდა გაგიკვირდეთ...
ლუარსაბ თათქარიძე
ფეხბურთისთვის მცხელა ახლა მეეეეე!!! შესვენება მოდის და ერთი სული მაქვს როდის ამოვოროყავ მუცელს.
vai vai jurnalistebo
miecit imdeni puli rac qarabaxs aqvs saqartvelos gundebs da daganaxebt ra legionerebs moiyvans da rasac uzams yarabaxs.. tqven landzgvis meti araperi icit arc pexburti.. rogor unda mougos 2 milionic ar aavs samtredias...da qarabaxs gadaxede
dino
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აუცილებლად ჩავალ სამტრედიაში და სამტრედია-შუქურას თამაშს დავესწრები. აქვე შეკვეთილში ვისვენებ და ერთი დღით განტვირთვასაც გავაკეთებ. სწორედ ახლა უნდა ამ მორალურად დეგრადირებულ და აზერების მიერ გაფარჩაკებულ გუნდს და მის მწვრთნელს (განსაკუთრებით) გვერდში დგომა. მთავარია ბილეთი თუ შემხვდება. უფასოა!!! მაშინ არაფერი შემიშლის ხელს და სამტრედიის მრავალრიცხოვან ქომაგებსშეუერთდები. PS-ცნობისათვის. ძალიან მიყვარს შემწვარი ვარიები ტაბაკად.

esaa chveni evro turnini davai dacxet lomebo goli golze gvindaaa)))))))) araperi gveshveleba avtor
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს